ამ მარტივი რჩევების ცოდნით, თქვენ არ ინერვიულებთ გარეგნული იერის გამო, როცა ჰერპესის ინფექცია მწვავდება: ამ სტატიაში შეიტყობთ, როგორ უმკურნალოდ ჰერპესს სახლის პირობებში.

267

ამ მარტივი რჩევების ცოდნით, თქვენ არ ინერვიულებთ გარეგნული იერის გამო, როცა ჰერპესის ინფექცია მწვავდება: ამ სტატიაში შეიტყობთ, როგორ უმკურნალოდ ჰერპესს სახლის პირობებში.

ჰერპესი ტუჩებზე, რასაც ჩვენ გაციების შედეგად მივიჩნევთ, კაცობრიობისთვის დიდი ხანია ცნობილია, ჰერპესი ეს არის ვირუსი, რომელიც ცხოვრობს ადამიანის ორგანიზმში და ხანდახან გვახსენებს თავს პატარა ბუშტუკების სახით, რომლებიც ძილის დროს ტუჩებზე, პირის კუთხეებში და ზოგჯერ სხეულის სხვა ადგილებშიც ჩნდება.

დამიანთა უმრავლესობა მარტივი ჰერპესის ვირუსით ინფიცირებისას არაფერს უჩივის. როცა ვირუსი მანიფესტირდება, – მძლავრობს და ჩვენს ორგანიზმზე საკუთარ უფლებებს აცხადებს, – ბუშტუკის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე ჩხვლეტის, ქავილისა და წვის შეგრძნება იჩენს თავს. დაზიანებულ არეზე ერთი ან მეტი სითხის შემცველი ბუშტუკი ჩნდება. რამდენიმე დღის შემდეგ ბუშტუკები, წესისამებრ, სკდება, სითხისგან იცლება და ფუფხს იკეთებს, რამდენიმე დღეში კი ხორცდება. ბუშტუკები ზოგჯერ წითელია, ზოგჯერ – ყვითელი. შესაძლოა, რამდენიმე პატარა ვეზიკულა გაერთიანდეს და შედარებით დიდი ზომის ბუშტუკი წარმოქმნას.

1. წყალბადის ზეჯანგი-თუკი უკვე გაქვთ ტუჩებზე პატარა ბუშტუკები, უმჯობესია წყალბადის ზეჟანგით დაიმუშავოთ ყოველ 2-3 საათში ერთხელ, საღამოს თქვენი სახე უკვე სუფთა იქნება. პროცედურა ცოტა მტკივნეულია, მაგრამ ეფექტური!

2.პროპოლისის ნაყენი – წარმოქმნილ ბუშტუკებს თუ დაიმუშავებთ პროპოლისის ნაყენით, რომელიც სპირტზეა დამზადებული, კარგად გამოაშრობს კანს და ხელს შეუშლის ანთების განვითარებას და სხვა ადგილებში გავრცელებას, ასევე დეზინფიცირებას  მოახდენს და დააჩქარებს შეხორცების პროცესს.

3.ნიორი – შესანიშნავად ეხმარება ჰერპესის დროს, დასრისეთ ერთი კბილი ნიორი დადაიდეთ მტკივან ადგილზე. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია!

4. რძე – დაასველეთ ბამბა და დაიფინეთ ჰერპესიან ტუჩზე, არ დაიბანოთ, სანამ რძე თა-
ვად არ გაშრება. გაიმეორეთ პროცესი ყოველ 2-3 საათში.

5.პიტნის ეთერზეთი – ნიორისგან განსხვავებით, პიტნის ეთერზეთი არა მხოლოდ შესანიშნავად კურნავს, თან სუნიც სასიამოვნო აქვს, მისი გამოყენება საზოგადოებრივ ადგილებში დისკომფორტს არ შეგიქმნით.

6. ალოე-ჰერპესის გამონაყარს შესანისნავად კურნავს ალოეს წვენი, წაისვით დაზიანე-
ბულ ადგილას ყოველ 2 სათში ერთხელ, ან დაიდეთ შუაზე გაჭრილი ალოეს ნაჭერი.

Facebook კომენტარები