დაამარცხეთ ხელის ნაოჭები ამ მეთოდით ყველაზე სწრაფად!

2963

დაამარცხეთ ხელის ნაოჭები ამ მეთოდით ყველაზე სწრაფად!

ქალების უმეტესობა ბევრ თანხას  ხარჯავს კანის მოვლის საშუალებებზე,  სახისა და თმის მოვლისთვის, მაგრამ არც კი ფიქრობს ხელების მოვლაზე. ჩვენი ხელები ერთ-ერთი პირველია, რაზეც დრო დამანგრეველ გავლენას ახდენს. ეს იმიტომ ხდება, რომ ხელის კანი გაცილებით თხელია, ვიდრე სახის; ამიტომ, ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან დაბერების ნიშნების მიმართ.

ასევე, ძალიან ცოტა ცხიმია ხელის უკანა მხარეს, როდესაც კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოები იწყებენ დაშლას, მას აქვს შესამჩნევი ეფექტი. ხშირი რეცხვისა და სხვადასხვა ქიმიკატების მუდმივი გამოყენებსას მავნე ზემოქმედებას ახდენს კანზე, ასეთ დროს   ჩვენს ხელებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

საბედნიეროდ, ძალიან მცირე ძალისხმევით შეგიძლიათ ხელების მოწესრიგება და უკვე მიყენებული ზიანის გამოსწორება. დიახ, ეს ძალიან მარტივია - თქვენ უბრალოდ უნდა სცადოთ ქვემოთ მოცემული რამდენიმე საშუალება!

მერწმუნეთ, შედეგით გაოცებული დარჩებით!

რეცეპტის მომზადების წესი:

კვერცხი - გაგიუმჯობესებთ ხელების ელასტიურობას. აი, რა უნდა გააკეთოთ: ჯერ კვერცხის ცილა უნდა გამოაცალოთ და შეურიოთ 1 ს/კ.  თაფლი. ამის შემდეგ ეს ნარევი ფუნჯით ხელებზე უნდა წაისვათ და გაშრეს. ბოლოს კარგად ჩამოიბანეთ საპნით და წყლით.

კარტოფილი - ეს საოცარი და ძლიერი  საშუალება თქვენს ხელებს აბრეშუმისებრ სიგლუვეს მიანიჭებს. აი, რა უნდა გააკეთოთ:

ჯერ უნდა აიღოთ საშუალო ზომის კარტოფილი და მოხარშეთ. შემდეგ დაჭყლიტეთ   და დაუმატეთ 2 ს.კ.  ზეითუნის ზეთი, 2 ს.კ. თაფლი,  რძე და შეინახეთ მაცივარში. წაისვით კვირაში 2-3-ჯერ 15 წუთის განმავლობაში. დასასრულს დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით.

ასკილი  ზეთი - მიანიჭებს კანს სიმკვრივესა და ელასტიურობას, ასევე კვებავს.  ყოველდღიურად შეიზილეთ ხელები ამ ზეთით გაახალგაზრდავებისა და კანის სიპრიალის მიზნით.

ხელებზე ლაქების მოცილება 
ლიმონითა და შაქრით - მარტივი მოსამზადებელია. თქვენ უნდა დაიცვათ მარტივი ინსტრუქციები. აი, რა უნდა გააკეთოთ: უბრალოდ აიღეთ ½ ლიმონი და გამოწურეთ წვენი. შეურიეთ 2 ჩაის კოვზ შაქარს და გამოიყენეთ როგორც სკრაბი, წრიული მოძრაობებით მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად. შემდეგ დაიბანეთ ხელები საპნით და ცივი წყლით.  მერწმუნეთ, შედეგით გაოცებული დარჩებით!

ხელების დამატენიანებელი
Ნუშის ზეთი - დიახ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ხელები ჩადეთ ცივ წყალში და გააჩერეთ 5 წუთი, შემდეგ გაიმშრალეთ და წაისვით ზეთი. შემდეგ ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები და დატოვეთ ღამით. დილით დატენიანებული გექნებათ.

frenis kompensacia
frenis kompensacia