ფრჩხილებზე თეთრი ლაქები ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ, ამის გამომწვევი ძირითადად სამი მიზეზია.
ტრავმა
კარადაზე ოდნავ მირტყმაც კი საკმარისია, რომ ფრჩხილზე თეთრი ლაქა გაჩნდეს. ასეთ შემთხვევაში გვირილის თბილი ნაყენი გიშველით, ასევე შეგიძლიათ ფრჩხილის მოსავლელი სპეციალური ზეთი იხმაროთ.
ქიმიური საშუალებები
ქიმიურ სარეცხ საშუალებებს შეუძლიათ ფრჩხილზე ლაქები გაგიჩინონ, ამიტომ გირჩევთ სახლში საქმის კეთებისას სპეციალური რეზინის ხელთათმანი იხმაროთ. ასევე გირჩევთ კვირაში ერთხელ ფრჩხილებზე მარილის აბაზანა მიიღოთ.
სოკო
სოკოვანი ინფექცია ხშირ შემთხვევაში თეთრი ლაქების გამომწვევია, ამასთან თუ სოკოვანი ინფექცია გაქვთ ფრჩხილებზე სიყვითლე შეგეტყობათ, ასეთ დროს გირჩევთ ექიმთან მიხვიდეთ.