თუ თქვენ დიდხანს გიწევთ ფეხზე დგომა, გადატვირთული ხართ, მაშინ ზუსტად თქვენთვისაა ეს მალამო ზედგამოჭრილი.

421

თუ თქვენ დიდხანს გიწევთ ფეხზე დგომა, გადატვირთული ხართ, მაშინ ზუსტად თქვენთვისაა ეს მალამო ზედგამოჭრილი.

სისხლძარღვები

ადამიანის სისხლის მიმოქცევა სამი სახის სისხლძარღვთა: არტერიების, ვენებისა და კაპილარების – საშუალებით ხორციელდება. არტერიებს სისხლი გულიდან გამოაქვთ.

ვენების მეშვეობით იგი კვლავ გულს უბრუნდება, ხოლო უწვრილესი სისხლძარღვების – კაპილარების წყალობით საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი თითოეულ უჯრედამდე აღწევს. არტერიის კედელი სამი: შიგნითა, შუა და გარეთა – გარსისგან შედგება.

დღეს ჩვენს სტატიაში წარმოგიდგეთ მალამოს რეცეფტს, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მასში შემავალი ინგრედიენტების გამო მალამოს აქვს როგორც ვივი ასევე ცხელი ეფექტი, სწორედ ეს განაპიროებებს სისხლის სწორ ფუნქციონირებას.

ენური უკმარისობა ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ვენებს ქვედა კიდურებიდან უკან, გულისკენ, სისხლის დაბრუნება უჭირს. ვენური უკმარისობა ქვედა კიდურების ერთი ან რამდენიმე ღრმა ვენის პრობლემით არის გამოწვეული. ნორმაში ვენური სარქვლები სისხლის გულისკენ დენას უზრუნველყოფს. ვარიკოზულ ვენებში  ეს სარქვლები დაზიანებულია ან არასათანადოდ ფუნქციობს, რაც, განსაკუთრებით – ფეხზე დგომისას, სიცხეში ხანგრძლივად ყოფნისას, სიმძიმეების აწევისას და ა.შ. ქვედა კიდურების ვენების სისხლით გადავსებას იწვევს.

ასეთივე მდგომარეობა შესაძლოა ვენის თრომბით ბლოკირებამაც (ღრმა ვენების თრომბოზი) გამოიწვიოს. ქრონიკული ვენური უკმარისობა ხანგრძლივი  მდგომარეობაა. ის ვენების ნაწილობრივი ბლოკირებისა და ვენური სარქველების გარშემო სისხლის გაჟონვის შედეგია.

ეს მალამო დაგეხმარებათ აიცილოთ ხელებსა და ფეხებში ზედმეტი სითხის დაგროვება.

თუ თქვენ დიდხანს გიწევთ ფეხზე დგომა, გადატვირთული ხართ, მაშინ ზუსტად თქვენთვისაა ეს მალამო ზედგამოჭრილი.

 

მაშ, ასე მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ქოქოსის ზეთი 3 ს. კ.
  • კაკაოს კარაქი 3 ს. კ.
  • ჯანჯაფილის ეთერზეთი 20 წვეთი
  • პიტნის ეთერზეთი 20 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ქოქოსის ზეთი და კაკაოს კარაქი დადგით ორთქლის აბაზანაზე.
  2. კარაქის გადნობის შემდეგ, გადმოდგით ცეცხლიდან, დააყოვნეთ ცოტა ხანს და თბილს (კარაქი არ უნდა გაგიმკვრივდეთ) დაამატეთ ეთერზეთები. კარგად აურიეთ და მომზადებული მასა მოათავსეთ მინის ქილაში.
  3. მალამო გამოყენების დროს უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის და შეგიძლიათ წაისვათ ნებისმიერ დროს.

მალამო შეიზილეთ დღეში 1-2-ჯერ. მაქსიმალური ეფექტისთვის უმჯობესია თუ მას აბაზანის მიღების შემდეგ გამოიყენებთ, რადგან ამ დროს ფორები გახსნილია და მალამო უკეთ შეიწოვება. შეიზილეთ იგი მსუბუქი წრიული მოძრაობებით.

Facebook კომენტარები