როგორ ამოვიცნოთ ჩვენს ორგანიზმში რკინის დეფიციტი? : სიმპტომები, რომლებიც ამ დროს ვლინდება!

1083

როგორ ამოვიცნოთ ჩვენს ორგანიზმში რკინის დეფიციტი? : სიმპტომები, რომლებიც ამ დროს ვლინდება!

რკინა არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ადამიანის ორგანიზმში. ის წარმოადგენს ასეულობით  ცილოვანი მოლეკულისა და ფერმენტის აუცილებელ კომპონენტს.

ჰემოგლობინი და მიოგლობინი არის რკინის შემცველი პროტეინები, რომლებიც ჩართულნი არიან ჟანგბადის ტრანსპორტირებასა და შენახვაში. ჰემოგლობინზე მოდის ორგანიზმში არსებული რკინის მთლიანი რაოდენობის 2/3.

ჰემოგლობინის სასიცოცხლო ფუნქცია არის ჟანგბადის ტრანსპორტირება ფილტვებიდან მთელ ორგანიზმში, ხოლო მიოგლობინს აქვს ჟანგბადის კუნთებში შეტანისა და მცირე ხნით შენახვის ფუნქცია, იმისათვის, რომ გამოიყენოს კუნთების მუშაობის დროს.

რკინა მონაწილეობს აგრეთვე დნმ-ს სინთეზში და სხვა სასიცოცხლო ფუნქციებში (იმუნური ფუნქცია, ზრდა, რეპროდუქცია და სხვა).

რკინის დეფიციტის ძირითად გამოვლინებას რკინა-დეფიციტური ანემია წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რკინის დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ რკინის შემცველი პროდუქტების არასაკმარისი მიღებით, არამედ, აგრეთვე ფოლიუმის მჟავას და B12 ვიტამინის ბრალეულობით, ჰელმინთოზით, სისხლის დაკარგვით და სხვ.

1. უჩვეულო დაღლილობა

დაღლილობა ნორმალური მცნებაა ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა თუ მასთან ერთად სისუსტეს, კონცენტრაციის სირთულეს და პროდუქტიულობის ნაკლებობასაც განიცდით, მაშინ ეს რკინის ნაკლებობის ნიშანია.

2. ფერმკრთალი კანი

კანის ჯანსაღი ფერის შენარჩუნებაზე სისხლში არსებული ჰემოგლობინი ახდენს გავლენას. რკინის დანაკლისის შემთხვევაში ორგანიზმს საკმარისი ჰემოგლობინის წარმოების პრობლემა ექმნება.

​3. სუნთქვის უკმარისობა და მკერდის ტკივილი

რკინის ნაკლებობის გამო ჰემოგლობინის დანაკლისი ასევე ორგანიზმში ჟანგბადის თანაბრად გადანაწილებასაც უშლის ხელს, რის გამოც სუნთქვის უკმარისობამ და მკერდის ტკივილებმა შეიძლება შეგაწუხოთ.

4. თავბრუსხვევა და თავის ტკივილები

რკინის დანაკლისის გამო ტვინს საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდება, რის გამოც სისხლის ვენები შეშუპებას იწყებს და იზრდება წნევა. სწორედ ეს იწვევს თავის ტკივილების და შაკიკის გაჩენნას. ასევე ჟანგბადის ნაკლებობა თაბრუსხვევის გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს.

5. გულის პალპიტაციები

ჰემოგლობინის დაბალი დონის გამო გულს უფრო ძლიერად უწევს მუშაობა მთელი ორგანიზმის ჟანგბადით მოსამარაგებლად. სწორედ ეს იწვევს გულის პალპიტაციებს, ანუ გულისცემის რეგულარულობის დარღვევას.

6. თმის და კანის დაზიანება

თმაზე და კანზე ზრუნვა ჩვენი ორგანიზმისთვის მეორად ფუნქციად ითვლება და იგი ჟანგბადის ნაკლებობის შემთხვევაში სხეულის სხვა ორგანოებზე და ქსოვილებზე უფრო მეტად ზრუნავს. სწორედ ამიტომ იწვევს რკინის ნაკლებობა თმის და კანის გამოშრობას და დაზიანებას.

7. პირის და ენის დასიება

ჩვენ ორგანიზმში არსებობს ცილა სახელად მიოგლობინი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ჟანგბადს და რკინას. იგი ენის კუნთების ქსოვილებში გვხვდება და მისი დანაკლისი ენის გაუხეშებას, ელასტიურობის დაკარგვას და შეშუპებას იწვევს. რკინის დანაკლისს ასევე პირის გამოშრობის, კუთხეების დაბზარვის და წყლულების გაჩენის გამოწვევაც შეუძლია.

8. სუსტი ფრჩხილები

სუსტი ფრჩხილები რკინის დანაკლისის პრობლემის იშვიათი სიმპტომია და პრობლემის გართულების შემდეგ ჩნდება. ასეთ დროს ფრჩხილები უფრო თხელდება, კარგავს ელასტიურობას და მარტივად ტყდება.

Facebook კომენტარები