საერთაშორისო მკვლევარებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, სადაც მტკიცედ წერია რომ კვერცხის ცილა ყველაზე სწრაფად არეგულირებს წნევას.
ოხარშული კვერცხის კალორია – 158,7 კკალ
საკვები ღირებულება
- ცილები – 12,828 გრ
- ცხიმები – 11,616 გრ
- ნახშირწყლები – 0,707 გრ
- წყალი – 73,35 გრ
- ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები – 3 გრ
- ქოლესტერინი – 575,76 გრ
- მონო და დისაქარიდები – 0,707 გრ
ვიტამინები
- ვიტამინი A – 0,253 მგრ
- ვიტამინი PP – 0,192 მგრ
- ვიტამინი E – 2 მგრ
- ბეტა-კაროტინი – 0,061 მგრ
- ვიტამინი A – 262,6 მკგრ
- ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,071 მგრ
- ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,444 მგრ
- ვიტამინი B5 (პანტოტენი) – 1,313 მგრ
- ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,141 მგრ
- ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 7,071 მკგრ
- ვიტამინი B12 (კობალამინი) – 0,525 მკგრ
ქათმის კვერცხი ერთადერთი პროდუქტია, რომელის 97-98% ათვისებაც ორგანიზმის მიერ ხდება და ფაქტიურად არ ტოვებს შლაკებს კუჭ-ნაწლავში. ქათმის კვერცხი მდიდარია ცილებით, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის განვითარებისათვის და სწორი ფუნქციონირებისათვის.
კვერცხი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელ ყველა ამინომჟავებს, მიკრო და მაკროელემენტებს – კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ქლორს, გოგირდს, რკინას, თუთიას, იოდს, სპილენძს, მარგანეცს, ქრომს, ფტორს, მოლიბდენს, ბორს კობალტს. ის მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით (В1, В2, В3, В6, В9, В12), ასევე შეიცავს Е, С, D, А, Н, РР, К ვიტამინებს.
კვერცხი სასარგებლოა სისხლის წარმოქმნისთვის. კვერცხში არსებული ნივთიერებები ხელს უშლის კატარაქტის ჩამოყალიბებას, იცავს თვალის ნერვს, ამცირებს გარემოს მავნე ზემოქმედებას.
კვერცხი აძლიერებს ძვლებს და სახსრებს, ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას. ამაღლებს გონებრივი შრომის ნაყოფიერებას. კვერცხის ცილას აქვს ყველაზე მაღალი საკვები ღირებულება. კვერცხის ცილა ხელს უწყობს მაღალი წნევის რეგულირებას. კვერცხის ცილა შეიცავს ნივთიერებას პეპტიდს, რომელიც დადასტურებულია, რომ ამცირებს არტერიულ წნევას. ის ბლოკავს ფერმენტის გამომუშავებას, რომელიც ზრდის არტერიულ წნევას.
მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი თაგვებზე და მისცეს მათ პეპტიდის ოდენობა, რომელიც შემადგენლობით ექვსი კვერცხის ცილას ჰგავდა. შედეგი საოცარი იყო: პეპტიდს ისეთივე ძალა აქვს, როგორიც კაპტოპრილის (წამალი) დაბალ დოზას.
აღმოჩნდა, რომ კვერცხის ცილა ასევე აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს და ამცირებს "ცუდი" ქოლესტერინის დონეს. ასე რომ, კვერცხის ცილა ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და რეკომენდებულია მისი რეგულარული მოხმარება.
წნევის შესამცირებლად საუკეთესოა მაღალ ტემპერატურაზე მოხარშული კვერცხი. ეს ინფორმაცია ეფუძნება კვლევას, რომელმაც გამოიყენა პეპტიდი მაღალ ტემპერატურაზე.
დაგეგმილია შემდგომი კვლევები იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს კვერცხის ცილა ადამიანის სხეულზე. თუ თეორია სწორია, მაშინ კვერცხის ცილა იქნება ერთ-ერთი საუკეთესო წამალი მაღალი წნევის წინააღმდეგ. Გარდა ამისა, კვერცხის ცილა არის ბუნებრივი და ეკონომიური ვარიანტი, რომელსაც არ აქვს გვერდითი მოვლენები. კვერცხის ცილა ხელს უწყობს მაღალი წნევის რეგულირებას.