საზამთროს დადებითი ზემოქმედება გულზე – ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს!

264

საზამთროს დადებითი ზემოქმედება გულზე – ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს!

დადგა ზაფხული და ბევრი ჩვენგანი მოუთმენლად ელის საზამთროს სეზონის დაწყებას. მართლაც, რა არის მწიფე და ცივ საზამთროზე უკეთესი ზაფხულის ცხელ დღეებში. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ საზამთროს წითელ რბილობს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში კურკებს აცლიან და ისე მიირთმევენ. არადა, როგორც აღმოჩნდა, რბილობზე არანაკლებ სასარგებლო ყოფილა კურკები.

საზამთრო – არა მხოლოდ წვნიანი და გემრიელი ხილია, არამედ სასარგებლოც. საზამთრო დაბალკალორიულია და ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმზე დადებითად მოქმედებენ.

მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ სხეულში მუდმივად ქიმიური პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც წესრიგს უზრუნველყოფს.

ამ პროცესში მონაწილეობს თავისუფალი რადიკალები რომლებიც ჯანსაღ უჯრედებზე ნეგატიურად მოქმედებენ და გულს, ნერვულ და იმუნურ სისტემას აზიანებენ. სწორედ აქ გვეხმარება ანტიოქსიდანტები.

კარდიოლოგები თვლიან, რომ საზამთრო ლიკოპინის (რის გამოც საზამთრო წითელია) შესანიშნავი წყაროა, რომელიც გულის დაავადების და მათ შორის კიბოს რისკს ამცირებს.

სასარგებლო ამინომჟავებს შორის ექიმები ციტრულინს გამოყოფენ, რომელიც სისხლის მიმოქცევაზე დადებითად მოქმედებს. გარდა ამისა, საზამთრო C და A ვიტამინებით, ასევე კალიუმით და მაგნიუმით მდიდარია.

საზამთროს კურკები მდიდარია ლიზინით და ტრიპროფანით. ასევე ამინომჟავებით რომლებიც ორგანიზმის გულის დაავადებებისგან დაცვაზე აგებენ პასუხს. შეიცავს არგინინს რომელიც ორგანიზმს წნევის დარეგულირებაში ეხმარება.

აი როგორ უნდა დავამზადოთ ჩაი საზამთროს კურკებისგან:

გაჭყლიტეთ და გახეხეთ 4 სუფრის კოვზი საზამთროს კურკა. მოხარშეთ 2 ლიტრ წყალში, ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. დალიეთ როგორც ჩაი 2 დღის განმავლობაში, შეისვენეთ – 1 დღე. გაიმეორეთ 2 კვირის განმავლობაში.

საზამთრო 100%-ით დიეტური პროდუქტია. ის დაბალკალორიულია – 100 გრამში მხოლოდ 30 კილოკალორიაა. შეიცავს უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. საზამთროს 98% წყალია. მასში ბევრია მინერალური ნივთიერება. შეიცავს ბეტა-კაროტინსაც. დროის მოკლე მონაკვეთში საზამთროს დიეტის მეშვეობით შეგიძლიათ შესამჩნევად გახდეთ და გაჯანსაღდეთ. საზამთროს დიეტა ადვილი გადასატანია. ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება ხდება სითხის ინტენსიური გამოდევნის ხარჯზე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხიმის ფენების შემცირებას და წმენდს ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებებისგან. ამასთანავე, საზამთროს დიეტა არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

Facebook კომენტარები