თუ ოდესმე მზის ალერგია გქონიათ, მთელი ზაფხულის განმავლობაში აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი.
ორგანიზმმა მზის მიმართ ადაპტაცია, რომ განიცადოს ამისთვის საჭიროა დღეში 2 ლიტრა წყალი დალიოთ.
მზის დერმატიტი, როგორც სხვა ბევრი ალერგია მაშინ იჩენს თავს, როდესაც ღვიძლი ზედმეტად იტვირთება. მზიანი ამინდების დაწყებამდე გირჩევთ ღვიძლისთვის მედიკამენტების სპეციალური კომპლექსიი მიიღოთ, ასე ორგანიზმი მზეზე ალერგიის განვითარებას ხელს შეუშლის.
მცხუნვარე მზეზე ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა ადვილად გამოიწვიოს ალერგია. თუ ზღვაზე ისვენებთ და ალკოჰოლური კოქტეილის დალევა გსურთ გირევთ ამას მზის გულზე ნუ გააკეთებთ, მიირთვით ჩრდილში.
თუ მაინც დაგემართათ ალერგია წაისვით ისეთი მაზის რომლის შემადგენლობაშიც პრედნიზოლონი იქნება. ასეთ დროს ზეთებს ან სხვა მსგავს საშუალებებს ნუ გამოიყენებთ, ამან შესაძლოა პრობლემა უფრო გაამძაფროს.