ამ ბუნებრივი საშუალების ჯანმრთელობის სარგებელი უთვალავია. ის ასუფთავებს სისხლძარღვებს, თირკმელებსა და ღვიძლს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას.

391

ამ ბუნებრივი საშუალების ჯანმრთელობის სარგებელი უთვალავია. ის ასუფთავებს სისხლძარღვებს, თირკმელებსა და ღვიძლს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას.

გულის დაავადებები ახალგაზრდებში

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლის კონტროლიც შეუძლებელია. ეს არის: სქესი, ასაკი, გენეტიკა. მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომელთა კონტროლიც შესაძლებელია.

ესენია:

  • თამბაქოს მოხმარება
  • ფიზიკური აქტივობა
  • წონა
  • არტერიული წნევა
  • შაქრიანი დიაბეტი.

თუ ამ ფაქტორებს გავაკონტროლებთ და დავაკვირდებით ჩვენს მდგომარეობას, ბუნებრივად შემცირდება ის რისკები, რამაც შესაძლოა ადამიანი სავალალო შედეგამდე მიიყავნოს. გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების ზოგადი სიმპტომებია:

  • დაღლილობა
  • არარეგალური გულისცემა
  • ძლიერი თავბრუსხვევა
  • აჩქარებული გულისცემა (100 ან მეტი დარტყმა წუთში)
  • მოჭერითი ხასიათის ტკივილი გულ-მკერდის არეში.

თუ ტკივილი ფიზიკური დატვირთვის დროს ჩნდება, ეს პრობლემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ტკივილი შეიგრძნობა მკერდის ძვლის უკან. გადაეცემა მარცხენა მხრის მიდამოში. ის შეიძლება გავდეს კუჭის ტკივილს.

გულის იშემიური დაავადების გამომწვევი უამრავი ფაქტორი არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია, - არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, ასაკი (მამაკაცებში ცოტა ადრეულ პერიოდში იწყება, სადღაც 39-40 წლის ასაკში, ქალებში მენოპაუზის შემდეგ). თუმცა, დაავადება ბოლო დროს ცოტა ატიპიური ფორმებითაც ვლინდება. მაგალითად, ქალებში ხშირად მენოპაუზის პერიოდში, კლიმაქტერული პრობლემების დროს წამოიწევს ხოლმე ჩივილები: შესაძლოა ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები იყოს, თუმცა უმეტესად, ეს ფუნქციური ხასიათის არის და არა ორგანული.

გულის დაავადებებისა და გულის უკმარისობისგან დასაცავად მისწრებაა ამ საშინაო წამლის მომზადება. უფრო მეტიც, ის ძალზე სასარგებლოა თქვენი ტვინის ჯანმრთელობისა და კოგნიტური ფუნქციისთვის. ის ასევე იცავს კიბოს მრავალი სახეობისგან.

რეცეპტის შემადგენლობა:

  • 15 ლიმონი.
  •  1 კგ ორგანული თაფლი.
  • 12 კბილი ახალი ნიორი.
  •  400 გრ ხორბალი.
  •  400 გრ ახალი ნიგოზი. 

მომზადება:

ხორბალი მოათავსეთ მინის დიდ თასში და დაასხით წყალი. დატოვეთ ღამით. მეორე დილით გადაწურეთ წყალი და გაიმეორეთ პროცედურა. ამჯერად ხორბალი წყალში დატოვეთ 24 საათის განმავლობაში.

frenis kompensacia
frenis kompensacia