როგორ შევაჩეროთ შაკიკი წამებში ერთი 100% ბუნებრივი ინგრედიენტით?!

2344

როგორ შევაჩეროთ შაკიკი წამებში ერთი 100% ბუნებრივი ინგრედიენტით?!

შაკიკი ერთი-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული, ორგანული და უმთავრესად მემკვიდრული ავადმყოფობაა, რომელიც ძირითადად ხასიათდება ძლიერი თავის ტკივილის შეტევებით და შრომის უნარის დაქვეითებით. მსოფლიოში 1 მილიარდი ადამიანია დაავადებული შაკიკით, უუნარობაში გატარებული წლების მიხედვით შაკიკი მესამე ადგილზეა, წელის ტკივილის და დეპრესიის შემდეგ, ქალებში 3-ჯერ უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში, ძირითადად იწყება ბავშვობაში, თუმცა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს.

შაკიკის ყველაზე გავრცელებული ფორმაა შაკიკი აურის გარეშე ანუ ტიპური შაკიკი.

აღნიშნული ფორმა 3 ფაზისგან შედგება:

  • პროდრომი (წინსწრება) – შეტევამდე რამდენიმე საათით ან ერთი დღით ადრე ვლინდება შაკიკის შეტევის მომასწავლებელი სიმპტომები: საერთო სისუსტე, კონცენტრაციის დაქვეითება, მთქნარება, შუქის აუტანლობა, გაღიზიანება, ყაბზობა.
  • თავის ტკივილი- შაკიკის ახასიათებს შეტევითი ხასიათის თავის ტკივილი,რომელიც გრძელდება მინიმუმ 4 საათი მაქსიმუმ 72 საათი. ტკივილი უმეტესად ცალმხრივია, მოპულსირეა, ზომიერი ან ძლიერია, თან ახლავს გულზიდვა/ღებინება, შუქის აუტანლობა, ხმაურის ან სუნების აუტანლობა, ხშირი თანამოვლენაა ასევე თავბრუხვევა, რეტი, ყურებში ხმაური, აზროვნების შეფერხება, ამ დროს ადამიანი თავს იკავებს ჩვეული აქტივობისგან (ხდება უუნარო), ურჩევნია სიმშვიდეში და სიბნელეში ყოფნა, ზოგ შემთხვევაში სიამოვნებს თავის გაკვრა და თბილი ან ცივი საფენი შუბლზე.
  • პოსტდრომი (ჩაწყნარება) -თავის ტკივილის დასრულების შემდეგ პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება: შფოთვა, გუნება-განწყობის დაქვეითება, ძილიანობა, ხშირი შარდვა, ტკბილეულის მიმართ დაუოკებელი ლტოლვა, კუნთების სისუსტე, კისრის ტკივილი და დაჭმულობა.

რა მეთოდი გამოვიყენოთ შაკიკის სწრაფად შესამსუბუქებლად?

ამ გასაოცარმა მეთოდმა არასდროს დამღალა. მას შემდეგ რაც პრაქტიკაში ვცადე, აბებს აღარ დავუბრუნდი. თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ჩვეულებრივი სუფრის მარილი. უმჯობესია შეიძინოთ მაღალი ხარისხის მარილი, როგორიცაა ჰიმალაის ბროლის მარილი.

 ეს არის ყველაზე ჯანსაღი მარილი მსოფლიოში. ის შეიცავს 84 მინერალს, ელექტროლიტს და ელემენტს – გასაოცარი რიცხვია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მეცნიერებისთვის მხოლოდ 118 ელემენტია ცნობილი. ეს მარილი ხელს უწყობს შაკიკის სიმპტომების შემცირებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ენერგიის დონეს, აბალანსებს სისხლში სეროტონინის დონეს, აღადგენს ორგანიზმის ტუტე და ელექტროლიტურ ბალანსს და სხვა.

გარდა ამისა, მისი გამოყენების მეთოდი ძალიან მარტივია. უბრალოდ აიღეთ ერთი ჭიქა წყალი და დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ჰიმალაის  მარილი და დალიეთ. შაკიკი ჯადოსნურად ქრება! 

Facebook კომენტარები