ბანანი, თაფლი და წყალი ხველის სამკურნალოდ ! – ამ ინგრედიენტებს შეუძლიათ განკურნონ ყველაზე საშინელი ხველაც კი რამდენიმე დღეში.

1751

ბანანი, თაფლი და წყალი ხველის სამკურნალოდ ! - ამ ინგრედიენტებს შეუძლიათ განკურნონ ყველაზე საშინელი ხველაც კი რამდენიმე დღეში.

ხველის მიზეზი, ყველაზე ხშირად, სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ბაქტერია, ვირუსი და სხვა მიკროორგანიზმებია.

უფრო დაწვრილებით განვიხილოთ რამ შეიძლება გამოიწვიოს ხველა:

  1. ვირუსები : გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი და სხვა;
  2. ბაქტერიები: სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ლეგიონელა და სხვა;
  3. მიკროპლაზმები;
  4. ალერგია: მტვერი, ცხოველების ბეწვი, ოთახის მცენარეები, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების აორთქლება (წებო, საღებავი, სარეცხი საშუალება და სხვა.);
  5. თამბაქოზე დამოკიდებულება, მათ შორის პასიური მწეველობა;
  6. საკვების ნარჩენები (როდესაც საკვების პატარა ნაწილები რჩება, და აღიზიანებს ყელს);
  7. ცივი სასმელები;
  8. ზედმეტად ცივი ან ზედმეტად ცხელი ჰაერის შესუნთქვა;
  9. სამკურნალო პრეპარატების გვერდითი მოვლენა;
  10. ემოციური არამდგრადობა;
  11. ფილტვების აბსცესი, ალერგია, ასკარიდოზი, კრუპი, ლარინგიტი, ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება, პლევრიტი, პნევმონია, რინიტი, სინუსიტი, ტუბერკულიოზი, ფარინგიტი და სხვა;

ხველის სახეობები:

მიზეზების და სიმპტომების მიხედვით არსებობს სხვადასხვა სახეობის ხველა:

სიძლიერის მიხედვით:

  1. წამოხველება;
  2. ძლიერი ხველა’

ხანგრძლივობის მიხედვით:

  1. მწვავე ხველა - სასუნთ გზებში ინფექციის შეჭრა, ასეთი ხველა გრძელდება არაუმეტეს ორი კვირისა.
  2. ქრონიკული ხველა - რომელიც 2 თვეც კი გრძელდება, ამის მიზეზი ხშირად მწეველობა, ქიმიური საშუალების შესუნთქვა ან ხშირად მტვრიან დახურულ სივრცეში ყოფნა იწვევს.

ეს შესანიშნავი სასმელი აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

საჭირო ინგრედიენტები:

  • წყალი - 400 მლ; 
  • ბანანი - 2 ც.; 
  • თაფლი - 2 ს.კ. 

ამოიღეთ კანიდან ორი ბანანი და გააკეთეთ პიურე. ამისთვის არ გამოიყენოთ ლითონის ჭურჭელი. მოადუღეთ წყალი და დაუმატეთ  ბანანის პიურეს. დატოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში. როცა ნარევი გაცივდება, შეატკბეთ თაფლით. სურვილისამებრ შეგიძლიათ გაწუროთ.

როგორ მივიღოთ ეს გასაოცარი წამალი:

დალიეთ 4-ჯერ დღეში, ერთი პორციის ზომაა 100 მლ. როგორც წესი, გამოჯანმრთელება ხდება ძალიან სწრაფად - ერთ-ორ დღეში, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება 5 დღემდე დასჭირდეს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მერწმუნეთ არასოდეს ინანებთ ამის გამოყენებას, თუ ერთხელ მაინც გამოცდით. უებარი საშუალებაა!

frenis kompensacia
frenis kompensacia