როგორ მოვიშოროთ მუქი წრეები თვალების ქვეშ: 5 ბუნებრივი მეთოდი
შეშუპება და სიმუქე თვალების ირგვლივ – კოსმეტიკური პრობლემაა, რომელიც ამა თუ იმ სახით ყველასთვის დისკომფორტს წარმოადგენს. ამ პრობლემის მთავარი მიზეზებია – ასაკობრივი ფაქტორი (კანის ელასტიურობას კარგავს, და შეშუპება უფრო ხშირი მოვლენა ხდება) და გენეტიკა (კანის უჯრედებს შესაძლოა სქელი კანქვეშა ცხიმოვანი ფენის წარმოქმნისკენ მიდრეკილება გააჩნდეს).
მეორადი მიზეზები – გაუწყლოვანება, არასაკმარისი ძილი, ალერგიული რექციები, ჰორმონალური დისბალანსი, არასწორი კვება და მავნე ჩვევები. ერთი სიტყვით, მათ, ვისაც ზოგადად არ აწუხებს თვალების გარშემო კანის პრობლემები, გაციების დროს ან სეზონურად შესაძლოა ასეთი პრობლემა გაუჩნდეს. ამიტომ შემდეგი რჩევები ყველასთვის სასარგებლო იქნება.
- დაიბანეთ გრილი წყალით. ცხელი წყალი ხელს უწყობს შეშუპებას და სიმუქეს მეტად გამოხატულს ხდის. გამოიყენეთ ყინულის ან უბრალოდ ცივი კომპრესები, თუმცა ფრთხილად იყავით, თუ ამ მიდამოში ზედაპირული კაპილარული ბადე ან გამსკდარი სისხლძარღვები აღინიშნება. მაკიაჟის მოსაცილებლად ზეთოვანი საშუალებები შეარჩიეთ. ასეთი პროდუქტები სწრაფად და ზედმეტი ზეწოლის გარეშე მოგაცილებთ თვალის ფანქარს, ტუშს, ჩრდილებს და ამავდროულად არ გააღიზიანებს კანს.
- შეამოწმეთ თქვენი მოვლის საშუალებები. ზოგი კრემი თვალების გარშემო კანისთვის შეშუპება იწვევს. ასაკობრივი კოსმეტიკა ალერგიული რეაქციები მიზეზი შეიძლება იყოს. თუ კი შეამჩნიეთ მსუბუქი შეშუპება, 4-5 დღით თავი შეიკავეთ მისი გამოყენებისგან და დააკვირდით იქნება თუ არა განსხვავება. თუ პროდუქტის გამოყენების გარეშე შეშუპება არ არის, გამოცვალეთ კრემი. და უკეთესი – ეწვიეთ ექიმ კოსმეტოლოგს და ერთად შეარჩიეთ სწორი
გთავაზობთ რამდენიმე ბუნებრივ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ:
1. გაცივებული კოვზები
ეს არის უაღრესად მარტივი გამოსავალი მათთვის, ვინც გამუდმებით იღვიძებს შესიებული ქუთუთოებითა და თვალების ქვეშ წრეებით. სიცივე შესანიშნავია ანთების შესამცირებლად და თვალების ქვეშ ჩანთების მოსაშორებლად. აი, რა უნდა გააკეთოთ:
დატოვეთ ორი კოვზი მაცივარში ღამით. დილით დაიდეთ ისინი პირდაპირ თვალების ირგვლივ, მსუბუქად.. ასევე შეგიძლიათ ყინულის კუბურები ქსოვილში შეფუთოთ და კოვზების ნაცვლად გამოიყენოთ.
2. მწვანე ჩაის პაკეტები
მწვანე ჩაიში არსებული ანტიოქსიდანტების წყალობით, მას შეუძლია შეანელოს დაბერება და ხელი შეუწყოს მუქი ლაქების გაქრობას. ამიტომ, ეს პროდუქტი იდეალურია მუქი წრეების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩადეთ ორი მწვანე ჩაის პაკეტი თბილ წყალში და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. წაისვით პაკეტები თვალებზე ძილის წინ სულ მცირე სამი საათით ადრე 10-15 წუთის განმავლობაში. შედეგი უნდა ნახოთ ერთ კვირაში.
3. ცივი რძე
ეს ბუნებრივი საშუალება ატენიანებს და არბილებს თქვენს კანს, ცივი ტემპერატურა კი სწრაფად შეამცირებს შეშუპებას. ჩაყავით ორი ბამბის ბალიში ცივ რძეში. დაიდეთ ისინი ქუთუთოებზე. დაელოდეთ რამდენიმე წუთს, შემდეგ ამოიღეთ.
4. კიტრი
კიტრი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი "წამალია" მთელ მსოფლიოში. ის ხელს უწყობს სახის შეშუპების შემცირებას კოფეინის მჟავისა და C ვიტამინის შემცველობის გამო. გარდა ამისა, მათი გამოყენება თითქმის ადვილი არ არის! გათალეთ კიტრი და დაჭერით ორი ნაჭერი. შედგით მაცივარში რამდენიმე საათის განმავლობაში. როგორც კი საკმარისად გაცივდება, ამოიღეთ და თვალებზე დადეთ. გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
5. კვერცხის ცილა
შეიცავს ვიტამინ B12-ს, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და არბილებს კანს. კვერცხის ცილა ათქვიფეთ. შემდეგ ფუნჯით წაისვით თვალების ქვეშ კანზე. გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ უამრავი ცივი წყლით. გამოიყენეთ რომელიმე ეს საშუალება მუქი წრეების მოსაშორებლად შედეგი გაგაოცებთ!