ბიბლიაში დაწერილი მცენარე: მრავალი დაავადების მკურნალი უნიკალური ძირტკბილა!

1260

ბიბლიაში დაწერილი მცენარე: მრავალი დაავადების მკურნალი უნიკალური ძირტკბილა!

ძირტკბილა თავისი ეფექტურობით და სამკურნალო ძალით ედრება ჟენშენს, ხოლო, დასუსტებული ორგანიზმის გაძლიერებაში ჯობნის კიდეც სახელგანთქმულ „სიცოცხლის ფესვს“. ეგვიპტელები იმდენად აფასებდნენ ძირტკბილას, რომ ის შედიოდა იმ ნივთების სიაში, რომელიც აუცილებლად უნდა გაეტანებინათ ფარაონისთვის საიქიოში. მას გამუდმებით პოულობენ აქეოლოგები ეგვიპტური აკლდამების გათხრებისას.

ძირტკბილას გამოყენება და სასარგებლო თვისებები

ძირტკბილა ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც დამატებითი კომპონენტი სამკურნალო საშუალებებში, აგრეთვე კოსმეტოლოგიასა და კულინარიაში. მკურნალობისას მისი გამოყენების დროს შეიმჩნევა სიმპტომების მკვეთრი მოხსნა მრავალი დაავადების დროს. პროფილაქტიკის მიზნით მიღების დროს კი, ორგანიზმი უფრო ძლიერდება და ებრძვის დაავადების გამომწვევ მიზეზებს.

ხველის მკურნალობა

ძირტკბილას ნახარშები და ნაყენები დამხმარეა როგორც ამოსახველებელი საშუალება, გარდა ამისა შვებას ჰგვრის მშრალი ხველის დროს. ეს ძირტკბილას ორი კომპონენტის ურთიერთთანამშრომლობის დამსახურებაა – საპონინების და გლიცირიზინის მჟავის. ეს კომბინაცია აჩქარებს სასუნთქი გზებიდან ნახველის გამოდენას და აპკივით ეკვრება სასუნთქ ორგანოებს რათა დაიცვას გაღიზიანებისგან.

ზრდასრულებისთვის შესანიშნავია სახლის პირობებში დამზადებული ნაყენი ძირტკბილა თეთრ ღვინოში. ამისათვის 0,5 ლ. მშრალ თეთრ ღვინოში ჩაყარეთ 50გ. ძირტკბილა და დააყენეთ ორი კვირის განმავლობაში. მიღება შეიძლება დღეში ორჯერ 30-30 წვეთი გახსნილი წყალში.

ძირტკბილას ტკბილი გემოს წყალობით შესაძლებელია, ბავშვებისთვისაც მომზადდეს ხველების წამალი, რომელიც არა მარტო სასარგებლო არამედ გემრიელიც იქნება. ამისათვის ერთმანეთს ერევა 5გ. ფესვი და 80 მლ. შაქრის სიროფი. მზა სიროფის შენახვა შეიძლება დახურული ჭურჭლით მაცივარში. მისი გამოყენება კი, გაციების პირველივე ნიშნებისას.

ლიმფის გაწმენდა

ორგანიზმში წყლის ნაკლებობა იწვევს ლიმფური სითხის მოძრაობის შეჩერებას და ტოქსინებით მის დაბინძურებას. ამას ხელს უწყობს ორგანიზმისთვის აუცილებელი სუფთა წყლის ნაცვლად ყავის, ჩაის, წვენების და სხვა სასმელების მიღება. ძირტკბილას ფესვს აქვს უნარი, ორგანიზმში შეაკავოს წყალი, რითაც აბალანსებს წლის უკმარისობას და წმენდს ლიმფურ სითხეს. ეს კი ორგანიზმს თავიდან არიდებს პრობლემებს სახსრებში, გამონაყარს კანზე და იმუნური სისტემის ჰიპერმგრძნობელობას ალერგენებზე.

იდეალური სხეული

ძირტკბილას ფესვი აქტიურად გამოიყენება ცხიმისმწველ პროგრამებში. მის შემადგენლობაში არსებული გლიცირიზინის მჟავა ორგანიზმს ეხმარება, შეკრას თავისუფალი ქოლესტერინი, რაც თავის მხრივ, ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების და ცხიმოვანი გროვების დაგროვებას. ამავდროულად ეშვება ლიპოლიზის პროცესი, რაც ორგანიზმს აძლევს საშუალებას ენერგიის წყაროდ დაგროვილი ცხიმი გამოიყენოს.

„ნაგვის“ მოშორება

ძირტკბილა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მცენარეულ სორბენტად, რომელსაც აქვს უნარი შეიწოვოს და ორგანიზმიდან გამოიტანოს ტოქსინები. ის დამხმარეა, ნაწლავების შლაკებისგან გაწმენდის დრო და ამავდროულად, ზრდის ნაწლავების უნარს შეითვისოს სასარგებლო ნივთიერებები საკვებიდან. ძირტკბილა აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის პრობლემების წარმოქმნას.

ძირტკბილა და სილამაზე

ძირტკბილას ფესვს ხშირად იყენებენ ერთ-ერთ ინგრედიენტად პრობლემური კანის მოსავლელ, ყოველდღიური მოხმარების, მალამოებსა და კრემებში. მისი კომპონენტები სწრაფად აშორებენ პათოგენურ მიკროელემეტებს ეპიდერმისის ზედაპირიდან, ხელს უწყობენ ჭრილობის შეხორცებას, წმენდენ კანის ზედაპირს ალერგიული გამონაყარისგან, ეგზემისგან და დერმატიტისგან. ძირტკბილას უნარი დაასტიმულიროს კოლაგენის სინთეზი, გამოიყენება ასაკობრივი კოსმეტიკური საშუალებების დამზადებისას.

გამოყენების წესები

ძირტკბილას ფესვი გამოიყენება ერთკომპონენტიანი სამკურნალო საშუალების დამზადებისას, ამავე დროს, ის შეიძლება შედიოდეს კომპლექსური ფიტოპრეპარატების შემადგენლობაშიც. მათი დამზადება შესაძლებელია სახლის პირობებშიც:

ნახარში

ჭიქა ადუღებულ წყალში ემატება 1 ს.კ. ნედლეული და ყენდება 1 საათის განმავლობაში. გაციებისა და გაწურვის შემდეგ მიიღება დღეში სამჯერ ჭამამდე 1 სუფრის კოვზი. ნახარშის რეგულარული მიღება დამხმარეა გაციების და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების სწრაფად მოგვარებაში.

ფიტოჩაი

შეურიეთ 2 ჩ.კ. ძირტკბილას ფესვი, 1 ჩ.კ. გვირილა და 1 ჩ.კ. ბარამბო. დაასხით ნაზავს ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ 15 წუთი. მიიღეთ მთლიანი ჭიქა ჩაი ჭამის შემდეგ. ის აშორებს ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნებას კუჭში, რომელიც გამოწვეულია გულძმარვით, კოლიკით ან დისპეფსიით.

გამწმენდი საშუალება

საგულდაგულოდ გადაურიეთ დაფქული 20გ. ძირტკბილა და 5გ. კამის თესლი. ჭიქა ადუღებულ წყალზე დაუმატეთ 1 ს.კ. ეს ნაზავი. შეახვიეთ ჭურჭელი და დატოვეთ სრულ გაციებამდე. ნახევარი ჭიქა ნაყენის მიღება სასურველია ჭამის შემდეგ ერთ საათში. ის მარტივად და სწრაფად აშორებს ნაწლავების პრობლემებს, შეკრულობას და შებერილობას.

Facebook კომენტარები