რატომ არის კინოა შესანიშნავი სამკურნალო საკვები? ამ სტატიაში ამოიკითხავთ კინოას რეცეპტებს, რომელიც ბევრ დაავადებას კურნავს!

558

რატომ არის კინოა შესანიშნავი სამკურნალო საკვები? ამ სტატიაში ამოიკითხავთ კინოას რეცეპტებს, რომელიც ბევრ დაავადებას კურნავს!

კინოას სამშობლოდ ითვლება სამხრეთ ამერიკა, მას აქვს ძლიერი ღეროები და ამიტომ მისი სიმაღლე არწევს 1.5 – 2 მეტრს. მცენარე ბოლოვდება მტევნის ფორმის თავთავით, რომელიც დახუნძლულია უამრავი თესლით. ბუნებაში კინოას მარცვალი არსებობს მრავალი შეფერილობის: ღია ყავისფერიდან შავის ჩათვლით, თუმცა გემო ყველას ერთნაირი აქვს. ბიოლოგიურად ისინი კლასიფიცირდება როგორც ხილი, მაგრამ ვიზუალურად ის ჰგავს წვრილ წიწიბურას, ხოლო გემოთი წააგავს დაუმუშავებელ ბრინჯს, რამაც განაპირობა მისი მსგავსება თესლოვან კულტურებთან.

კინოას თესლის ქიმიური შემადგენლობა

100 გრამი კინოას თესლი შეიცავს 360 კკალ

საკვები ნივთიერებები 100 გრამში

14.12 გრ ცილა, 1.92 გრ მცენარეული ცხიმი, 2.8 გრ უჯრედისი, 21,3 ნახშირწყლები.

ვიტამინები:

A, B1, B2, B6, B9, E, PP.

მიკრო ელემენტები

რკინა, თუთია, სპილენძი, სელენი, მანგანუმი.

მაკრო ელემენტები

კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი.

კინოას თესლის ფარმაკოლოგიური თვისებები

 

კუნთოვანი მასა
მცენარე კინოას თესლი დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეულ ცილას, ამიტომ ის შეუდარებელი პროდუქტია ვეგეტარიანელებისთვის და ასევე სპორცმენებისთვის რადგან სწორედ ცილა არის კუნთოვანი ქსოვილის საშენი მასალა. გარდა ამისა მისი მიღება კარგია ბავშვებისთვის როდესაც აქტიურად ვითარდება მათი კუნთოვანი ქსოვილი. თუ თქვენი სამსახური დაკავშირებულია მძიმე ფიზიკურ დატვირთვებთან ეს პროდუქტი სწრაფად აღგიდგენთ ძალებს და შეგმატებთ ენერგიას.

ძვლოვანი სტრუქტურა
თესლში შემავალი ლიზინი ორგანიზმში აუმჯობესებს კალციუმის შეთვისების პროცესს. კალციუმი კი აუცილებელი ნივთიერებაა ძვლების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ჭარბი წონა
თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, ამიტომ ამ პროდუქტის სისტემატიური გამოყენება არეგულირებს საჭმლის მონელების სისტემას, ასევე ნორმაში მოჰყავს ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ეს ფაქტორები კი ორგანიზმს ეხმარება ჭარბი წონის მოშორებაში.

დადებითი მოქმედება ორგანიზმზე

  1. ამცირებს არტერიული ჰიპერტენზიის რისკს, ასევე მცირდება ათეროსკლეროზისა და გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.
  2. ასევე მცირდება სისხლში შაქრის უეცარი მატების რისკი, შაქრიანი დიაბეტის დროს.
  3. ნერვულ სისტემაზე აქვს დამამშვიდებლი მოქმედება.
  4. სისხლში ამცირებს შაქრის და ქოლესტერინის დონეს.
  5. იცავს ორგანიზმს ავთვისებიანი სისმსივნის განვითარებისგან.
  6. ნორმაში მოჰყავს საჭმლის მომნელებელი სისტემა და ორგანიზმს ასუფთავებს ტოქსინებისგან.
  7. სწრაფად აღადგენს ძალებს, ამარაგებს და აძლიერებს ორგანიზმს, ამიტომ ის რეკომენდირებულია ადამიანებისთვის ვინც გადაიტანა ოპერაცია ან მძიმე დაავადება, ასევე მათთვის ვინც ეწევა მძიმე ფიზიკურ საქმიანობას.
  8. აძლიერებს ძვლოვან სტრუქტურას და ორგანიზმს ეხმარება ძვლის დაავადებებთან განმკლავებაში.
კინოას თესლის / გამოყენება / დოზირება

როგორ მოვამზადოთ
კინოას თესლი ძალიან ადვილად და სწრაფად მზადდება. ხარშვისას ის იზრდება მოცულობაში დაახლოებით 4 – ჯერ. კინოას მარცველები დაფარულია საპონინების ფენით რომლებიც მას მწარე გემოს აძლევს. საპონინების გასანეიტრალებლად ის კარგად უნდა გაირეცხოს რამდენჯერმე ცივ გამდინარე წყალში შემდეგ გააჩერეთ წყალში რამდენიმე საათით, უმჯობესია მთელი ღამით. 1 ჭიქა მარცვალზე აიღეთ 2 ჭიქა წყალი. აადუღეთ წყალი და მდუღარე წყალში ჩაყარეთ მარცვლები. ადუღეთ 5–10 წუთი დაბალ ცეცხლზე. არ ადუღოთ დიდი ხანი რომ არ დამჟავდეს. ის მზად ითვლება როდესაც თესლი დარბილდება და ნახევრად გამჭვირვალე გახდება. მიღებული ფაფა კარგად გადაურიეთ ჩანგლით ერთმანეთს რომ არ მიეკრას მარცვლები.

მიღებული ფაფა შეგიძლიათ გამოიყენოთ ხილთან, ბოსტნეულთან, თაფლთან, სალათებთან, დესერტებთან და ა.შ.

კურსის ხანგრძლივობა:
კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი დიეტოლოგის ან ექიმის რეცეპტით აპირებთ მის გამოყენებას საკვებად.

Facebook კომენტარები