უცნაური და ამავდროულად სამკურნალო - Მარილზე დაფუძნებული 9 ჯანსაღი რეცეპტი
მარილის ქიმიური სახელწოდება ნატრიუმის ქლორიდია – ეს ნივთიერება მის 95-97%-ს შეადგენს. მარილის ბუნებრივი ფორმაა კრისტალური მინერალი – ქვამარილი ანუ ჰალიტი. გარდა ამისა, ის დიდი რაოდენობით არის ზღვის წყალში.
მარილს მრავალმხრივი გამოყენება აქვს. ის სრულყოფილებას სძენს კერძს. სწორედ მარილის წყალობით იხსნება საკვებში გემოების ფართო სპექტრი. მარილის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ზოგიერთი პროდუქტის, მაგალითად, ყველის, ძეხვეულის წარმოება. მას დღესაც იყენებენ სურსათის კონსერვირებისთვის. ბაქტერიებს, რომლებიც საკვებს აფუჭებენ, სასიცოცხლოდ წყალი სჭირდებათ. მარილი წყალს იწოვს, რითაც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას.
აციებისა და ალერგიული ხველების დროს:
შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 2 ს.კ. კოვზი ანისის თესლი და ცოტა მარილი. დაასხით ერთი ჭიქა წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადაწურეთ. მოზრდილები იღებენ: 2 ს.კ. კოვზი ყოველ 2 საათში ერთხელ.
ფეხების ოფლიანობისა და სოკოს დროს:
1 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 4 ს.კ. კოვზი მარილი და 6 წვეთი იოდი. ჩაალაგეთ ფეხები ხსნარში დღეში 5-10 წუთის განმავლობაში სრულ გამოჯანმრთელებამდე.
მწერების ნაკბენისსას :
დაასველეთ ნაკბენის ადგილი წყლით და მოაყარეთ მარილი.
მეჭეჭების მოსაცილებლად:
პირშუშხას ნახარშში შეურიეთ 1 სუფრის მარილი წონით 1:1 თანაფარდობით და შეიზილეთ ყოველდღე.
ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ :
ზღვის მარილი გახსენით წყალში გააცივეთ 0 გრადუსამდე. დაასველეთ ტამპონი და შეიზილეთ ვენებზე . როდესაც სხეულისა და ტამპონის ტემპერატურა გათანაბრდება, მოიხსნით, უმჯობესია ეს პროცედურა გააკეთოთ დილა.
გაციების დროს :
ტაფაზე გავაცხელოთ ზღვის ან უხეში ქვის მარილი და ჩავყაროთ პატარა ნაჭრის ჩანთაში, დადექით ჩანთაზე, რომ ფეხები კარგად გაითბოთ. ტემპერატურა უნდა იყოს ცხელი, მაგრამ ასატანი.
მდოგვი და წითელი წიწაკა და მარილი შეურიეთ, ამ ნარევით წინდები შეიზილეთ და ჩაიცვით. მარილი ასტიმულირებს რეფლექსურ წერტილებს ფეხებზე, ხოლო წიწაკა და მდოგვი ახურებს.
პაროდონტის დაავადებისა და კბილებზე არსებული ნადების მოსაცილებლად:
მარილი შეურიეთ თაფლს თანაბარი პროპორციით, შეიზილეთ სანამ კრისტალები არ დაიშლება. წაისვით პასტა კბილებზე და ნელა შეიზილეთ ღრძილებში. გამოიყენეთ ეს საშუალება კვირაში 1-2-ჯერ.
საჭმლით მოწამვლისას:
დალიეთ რამდენიმე ჭიქა მარილიანი წყალი. მარილი ხელს უშლის სისხლში ტოქსინების შეწოვას.
ართროზით გამოწვეული ტკივილის დროს:
მარილი შეურიეთ ქვიშას 1:1 თანაფარდობით და გააცხელეთ ტაფაში. შემდეგ გადაიტანეთ თასში და ჩაყავით თითები მასში. გააჩერეთ სანამ ნარევი არ გაგრილდება.