უკვე შუა ხანს მივაღწიე და ძალიან შემაწუხა ვენებმა. გაგიზიარებთ ჩემს მეთოდს როგორ ვმკურნალობ გაგანიერებულ ვენებს...
ვარიკოზული ვენები (ვენების გაგანიერება) არის დაავადება, რომელსაც თან ახლავს გადიდებული, გაგანიერებული ვენები. ეს დაავადება შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, თუმცა, ძირითადად, ვენების გაგანიერება ქვედა კიდურებზე ჩნდება.
ეს გამოწვეულია სხეულის ქვედა ნაწილის ვენებზე დიდი ზეწოლით, რაც სისხლის მოძრაობას აფერხებს. ბევრს ვარიკოზული ვენები მხოლოდ შესახედაობის გამო უქმნის დისკომფორტს, ზოგისთვის კი ეს პრობლემას ქმნის და ტკივილებს იწვევს. ცალკეულ შემთხვევებში გაგანიერება შეიძლება სხვა მეტად სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს.
სიმპტომები:
ვარიკოზული ვენები ხშირ შემთხვევაში ტკივილს არ იწვევს და შესაძლოა ჰქონდეს მხოლოდ შემდეგი სიმპტომები:
- მოლურჯო-მოიასამნისფრო შეფერილობის ვენები
- ვენები, რომლებიც წერტილებივით ჩნდებიან და ქრებიან, გვანან კორდებს ფეხებზე
ხოლო ვენები, რომლებსაც ტკივილის ნიშნები ახლავს შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს:
- ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება ფეხებში
- წვის, თრომბირების, კუნთების კრუნჩხვითი სიმპტომები, შეშუპებული წვივები
- გაძლიერებული ტკივილის შეგრძნება დიდი ხნის დგომისა და ჯდომის შემდეგ
- ქავილი ვენების გარშემო
- სისხლდენა ვარიკოზული ვენებიდან
- ფერის ცვლილება, გამკვრივებული ვენები და კანის წყლულები ტერფებთან ახლოს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ თქვენ სისხლძარღვების სერიოზული დაავადება გაქვთ, რომელიც სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს
ობობის ქსელის მსგავსი ვენები გარეგნულად ძალიან ჰგავს ვარიკოზულ ვენებს, თუმცა ის გაცილებით წვრილი და პატარაა. ისინი ძირითადად კანის ზედაპირზე ჩნდებიან და მოწითალო-მოლურჯო ფერით ხასიათდებიან.
შუა ხანს ვარ მიტანებული. ბოლო დროს შემაწუხა ტკივილმა და სიმძიმის შეგრძნებამ ქვედა კიდურებში.
ეს უსიამოვნო შეგრძნებები დღის ბოლოს მეუფლება, განსაკუთრებით მაშინ,როდესაც ცხელა და დიდხანს მიწევს ფეხზე დგომა.
არადა, ისეთი სამსახური მაქვს, თითქმის სულ ფეხზე ვდგავარ. დამისვეს ვენების გაგანიერების დიაგნოზი.
თანამშრომელმა მასწავლა მცენარეული წამალი, რომელიც არა მარტო გაგანიერებულ ვენებზე მომიხდა, არამედ ნერვებიც დამიწყნარა და ორგანიზმიც გამიძლიერა.
ვიღებთ 2 სუფრის კოვზ მუხის ქერქს, 3 სუფრის კოვზ ტირიფის ქერქს, 1 სუფრის კოვზ ალთეს ფესვს. ვასხამთ 2 ლიტრ მდუღარე წყალს, ვახურავთ სარქველს და ვადუღებთ წყლის აბაზანაში 5-7 წუთის განმავლობაში. ვაყენებთ 2 საათით და გადავწურავთ. ვიღებთ დღეში 1 ჩაის ჭიქას რამდენიმე ულუფად.