ჯანმრთელი ღვიძლი ჯანმრთელი ორგანიზმის საწინდარია – თუ ღვიძლის დაზიანების თავიდან არიდება გვსურს, აუცილებელია რეგულარულად საჭირო ზომების მიღება.

1285

ჯანმრთელი ღვიძლი ჯანმრთელი ორგანიზმის საწინდარია – თუ ღვიძლის დაზიანების თავიდან არიდება გვსურს, აუცილებელია რეგულარულად საჭირო ზომების მიღება.

ღვიძლი ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდი შინაგანი ორგანოა, რომელიც 500-ზე მეტ სხვადასხვა ფუნქციაზე არის პასუხისმგებელი. ერთ-ერთი მათგანი ტოქსინების დეტქოსიკაცია და განეიტრალებაა.

ღვიძლი ადამიანის შინაგან ორგანოებს შორის ყველაზე დიდია. მას უნიკალური ანატომიური აგებულება და სისხლმომარაგება აქვს, რაც აუცილებელია მისი უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესასრულებლად.

ამიტომ ღვიძლის გარეშე ადამიანი ისევე ვერ იცოცხლებს, როგორც, მაგალითად, კუჭის, ელენთის ან მსხვილი ნაწლავის გარეშე. ყველაფერთან ერთად, ღვიძლი ძირითადი ორგანოა, რომელსაც უნარი შესწევს, დაარეგულიროს სისხლში ქოლესტეროლის დონე, რომელიც ნაღვლის ბუშტის გავლით ნაწლავებში გადააქვს.

ადამიანებს, რომელთაც ღვიძლის გაწმენდა ყველაზე მეტად სჭირდებათ, ხშირად აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: თავის ქრონიკული ტკივილი, ყაბზობა, კანის არაჯანსაღი ფერი, ყვითელი წრეები თვალების გარშემო, რეგულარულად ღებინების შეგრძნება, სიმძიმის განცდა მუცელში და შებერილობა.

თუ პირის ღრუში ხადნდახან მეტალის გემო გაქვთ, ხშირად გაწუხებთ დაღლილობა, რომელსაც ლოგიკური ახსნა არ მოეძებნება, აუცილებლად იზრუნეთ ღვიძლის გაწმენდაზე, რათა პრობლემამ გაცილებით რთული და მწვავე ფორმა არ შეიძინოს.
დღეს შემოგთავაზებთ რამდენიმე სასმელს, რომლებიც მართლაც უებარი საშუალებია. ჩემმა გარშემომყოფებმა ბევრჯერ გამოიყენეს და არიან ძალიან ჯანმრთელები.

4 საუკეთესო სასმელი ღვიძლის ბოლომდე გასაწმენდად:

1. გვირილის ჩაი

ოამზადეთ ერთი ფინჯანი გვირილის ჩაი ყოველ საღამოს და მიირთვით დაძინებამდე 30 წუთით ადრე. გარდა ღვიძლის გაწმენდისა და მისი მუშაობის გაუმჯობესებისა, მოცემული სასმელი შეგიწყობთ ხელს ხარისხიანად გამოძინებაში, გაგიწმენდთ ნაწლავებს და დაგირეგულირებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

2. ჯანჯაფილი და ლიმონი

აადუღეთ ერთი ჩაის ჭიქა წყალი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი და თხელ რგოლებად დაჭრილი ნახევარი ლიმონი. დააყოვნეთ სასმელი 5 წუთით და მიირთვით ის თბილ მდგომარეობაში. ღვიძლი ბოლომდე რომ გაიწმინდოთ და საგრძნობლად შეიმციროთ ცხიმოვანი ფენები პრობლემურ ზონებში, მიირთვით ეს სასმელი ყოველ საღამოს 2 კვირის განმავლობაში.

3. ქიშმიში

დაგჭირდებათ 2 ჩაის ჭიქა წყალი და 150 გრამი ქიშმიში. წყალი მიიყვანეთ დუღილამდე, დაუმატეთ მოცემული რაოდენობით მუქი ფერის ქიშმიში და ხარშეთ ის 20 წუთის განმავლობაში. ნახარში დააყოვნეთ მთელი ღამით, მეორე დილას გადაწურეთ და მიირთვით უზმოზე. კურსის ხანგრძლივობა – 1 კვირა.

სამკურნალოდ მიიღო შემდეგი საშუალება:

1) ალოე- 1,5კგ. ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული. ალოე უნდა იყოს 3-4 წლის ასაკის, უნდა დაიკრიფოს 5 დღის ურწყავი.

2) წითელი ღვინო-2,5 ლიტრი, ნატურალური, რომელსაც სიმაგრე უნდა ჰქონდეს 16 გრადუსი.

3) 3კგ ფიჭის თაფლი, უცეცხლო.

ყველაფერი ეს უნდა აურიოთ და მოათავსოთ მინის ჭურჭელში. მინის ქილა უნდა იყოს მუქი ფერის, ქილა უნდა შეინჯღრას და საცობი უნდა დაეხუროს ჰერმეტულად, უკეთესია, თუ საცობს დავასხამთ გამდნარ სანთელს ჰაერის გაუმტარებლობისთვის. ქილა უნდა მოთავსდეს ბნელ ადგილას 5 დღის განმავლობაში. 5დღის შემდეგ აღნიშნული ნარევი შეიძლება მიიღოთ სამკურნალოდ.

წამლის მიღების წესი:

პირველ 5-7 დღეში 2საათით ადრე საჭმლის მიღებამდე ჩაის კოვზით დღეში 3-ჯერ. 5-7 დღის შემდეგ ერთი საათით ადრე საჭმლის მიღებამდე სადილის კოვზით. წამალი მიღების პირველი დღიდანვე აღძრავს ჭამის მადას. ამ ნარევის მიღება რეკომენდებულია როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკისთვის.

Facebook კომენტარები