შოკისმომგვრელი ზეთი თმის, წარბების და წამწამების სწრაფი ზრდისთვის – შედეგი არ დააყოვნებს! 

1927

შოკისმომგვრელი ზეთი თმის, წარბების და წამწამების სწრაფი ზრდისთვის - შედეგი არ დააყოვნებს! 

წამწამები სახის მნიშვნელოვანი დეტალია. ის იცავს თვალებს მტვრისა და სხვადასხვა დაზიანებისგან, ხაზს უსვამს თვალების ფორმას. ზოგჯერ ლამაზი წამწამები ცვლის გარეგნობას, ხოლო მათი ჩრდილი განსაკუთრებულ სიღრმეს ანიჭებს მზერას.

წამწამებისა და წარბების მოვლა თვალების დაბანით იწყება. ეს სუფთად დაბანილი ხელებით უნდა გააკეთოთ. თუ ღამით ქუთუთოების კიდეებსა და თვალის კუთხეში გამონაყოფი გროვდება, თვალები ბორის მჟავას თბილი ხსნარით ან გვირილის ნაყენით უნდა დაიბანოთ (1 ჩაის კოვზ გვირილას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი).

წამწამებზე რეკომენდებულია აბუსალათინის ზეთის წასმა. წამწამებისთვის განკუთვნილი სუფთა ჯაგრისი აბუსალათინის ზეთში ჩაუშვით, ამოიღეთ, დააცადეთ ჩამოწრეტა და ფრთხილად, გულდასმით დაივარცხნეთ წამწამწები.

თუ ამ პროცედურას სისტემატურად ჩაიტარებთ, წამწამების ზრდა დაჩქარდება, მათ ელვარება და ბრწყინვალება შეემატება და უფრო გამუქდება კიდეც. წარბებზე რეკომენდებულია წაისვათ ზეთოვანი ხსნარი, რომელიც ასეთი შემადგენლობისაა:

• 1/2 ჩაის კოვზი სელის ზეთი;

• 10-15 წვეთი აბუსალათინის ზეთი;

• 1-2 წვეთი ქაფურის ზეთი.

ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში. ამ ხსნარის ყოველდღიური წასმა აუმჯობესებს წარბების ზრდას, იცავს მათ ცვენისა და გაუფერულებისგან, მზისა და ქარის არასასურველი ზემოქმედებისგან.

ზრდის გასაძლიერებლად წარბებსა და წამწამებზე შემთბარი ნუშის ზეთით გაჟღენთილი ბამბის თხელი ფენა დაიფინეთ, პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და 10-15 წუთის განმავლობაში დოლბანდით დაიმაგრეთ.

თმის, წამწამების და წარბების ზრდის დასაჩქარებლად მოამზადეთ ეს ნიღაბიც :

საჭირო ინგრედიენტები:

5 ს/კ აბუსალათინის ზეთი

5 ს/კ ნუშის/ქოქოსის ზეთი

მომზადების წესი:

ქოქოსის ან ნუშის ზეთში გახსენით აბუსალათინის ზეთი . ზეთები კარგად აურიეთ და შემდეგ წაისვით ხსნარი სკალპზე ფესვებიდან ბოლოებამდე, ასევე წამწამებზე და წარბებზე. გააკეთეთ ეს ძილის წინ და დატოვეთ ნარევი თქვენს თმაზე მთელი ღამე. მეორე დილით, ჩამოიბანეთ  წყლით. მალე შეამჩნევთ დადებით შედეგებს.

თმებისთვის:

ორი სუფრის კოვზი ხახვის წვენი და ორი სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი შეურიეთ ერთმანეთში. ეს ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში და შეიფუთეთ პოლიეთილენის პარკით. 40 წუთის შემდეგ დაიბანეთ შამპუნით.

შეურიეთ თანაბარი რაოდენობით აბუსალათინის ზეთი, მზესუმზირის ზეთი და შამპუნი. გაიჩერეთ 30-40 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით.

თმის ცვენისას:

თანაბარი რაოდენობის აბუსალათინის ზეთი, ლიმონის წვენი და სპირტი შეურიეთ ერთმანეთში. შეიზილეთ თმის ძირებში ძილის წინ, დილით კი ჩამოიბანეთ შამპუნით.

გაითვალისწინეთ: აბუსალათინი არ გამოიყენება ორსულებსა და ჩვილ ბავშვებში.

frenis kompensacia
frenis kompensacia