მინდა, მამიდაჩემის რეცეპტები თქვენც გასწავლოთ: კბილის ტკივილის დროს მოამზადეთ ეს შესანიშნავი მცენარეული წამლები  და ტკივილი სამუდამოდ გაქრება…

2696

მინდა, მამიდაჩემის რეცეპტები თქვენც გასწავლოთ: კბილის ტკივილის დროს მოამზადეთ ეს შესანიშნავი მცენარეული წამლები  და ტკივილი სამუდამოდ გაქრება…

კბილის ტკივილი ერთ–ერთი უსიამოვნო შეგრძნებაა, რაც ადამიანს შეუძლია გამოცადოს. როდესაც კბილის პრობლემა გაქვთ, რა თქმა უნდა საუკეთესო ვარიანტი სტომატოლოგთან ვიზიტი და მისგან რჩევების მიღებაა, თუმცა თუ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებთ ექიმთან ვიზიტს, ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარებათ კბილის ტკივილის შეჩერებაში.

აქამდე კბილებს არ ვუჩიოდი, მაგრამ ეს ორი წელიწადია, ძალიან შემაწუხა. ხან შე-
მისივდება, ხან კი ტკივილისგან ლამის კედლებზე გავიდე.

შარშან, ზაფხულის პირზე, სოფელში მომიხდა გამგზავრება, თან ბავშვებიც წავიყვანე. ძალიან მოწესრიგებული ადამიანი ვარ, მაგრამ იმ არეულობაში წამლების ჩანთა სახლში დამრჩა. რაღას ვიზამდი, მეუღლეს უნდა დავლოდებოდი ერთ კვირაში აპირებდა ჩამოსვლას. ვლოცულობდი, ეს ერთი კვირა არაფერი დაგვმართნოდა, მაგრამ…

სწორედ იმ ღამით კბილმა ისე შემომიტია, გამაგიჟა. უცებ გამახსენდა, რომ მამიდაჩემი (მის სახლში ვცხოვრობდით) სამკურნალო ბალახებს აგროვებდა. მოვიძიე და სხვენში მართლაც აღმოვაჩინე რამდენიმე საშუალება. მათი წყალობით ტკივილი რამდენიმე წუთში დამიცხრა და ჩამეძინა.

მინდა, მამიდაჩემის რეცეპტები თქვენც გასწავლოთ:

1-2 სუფრის კოვზ წითელი დიდგულას ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ 1 საათით. გამოივლეთ ცხელი.

წითელი დიდგულას სპირტხსნარში დაასველეთ ბამბა და დაიდეთ მტკივან კბილზე. ტკივილი მალე გაგივლით.

1-2 სუფრის კოვზ კაკლის ქორფა, ზეთოვან ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა ანადუღარი წყალი და 1-2 საათით დააყენეთ. გამოივლეთ დღეში რამდენჯერმე.

აიღეთ 100 მლ 40-გრადუსიანი სპირტი და ჩაუმატეთ 25 მლ ტყის კამის ნაყენი (ერთი
ჭიქა ადუღებული წყალი 1-2 სუფრის კოვზ ბალახზე). სპირტხსნარი დააწვეთეთ დოლბანდზე და დაიდეთ მტკივან კბილზე. ტკივილი დაცხრება.

ცნობილი ფაქტია, რომ ბევრ სასარგებლო თვისებებთან ერთად ნიორს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი თვისება. გატარებულ ნიორს დაამატეთ რამდენიმე მწიკვი მარილი და დაიდეთ დაზიანებულ კბილზე. ასევე შეგიძლიათ უბრალოდ ჩაღეჭოთ ერთი-ორი  კბილი ნიორი ისე, რომ დაზიანებულ კბილთანაც მოხვდეს, რათა შეგიმსუბუქდეთ ტკივილი.

Facebook კომენტარები