გათხოვების შემდეგ საკვერცხეების პრობლემები დამეწყო, ბევრი მკურნალობის შემდეგ მივადეგი ხალხურ რეცეპტებს და თავს უკვე მშვენივრად ვგრძნობ.

767

გათხოვების შემდეგ საკვერცხეების პრობლემები დამეწყო, ბევრი მკურნალობის შემდეგ მივადეგი ხალხურ რეცეპტებს და თავს უკვე მშვენივრად ვგრძნობ.

საკვერცხეები (ovaria) – ქალის წყვილი სასქესო ჯირკვალი, რომელიც განლაგებულია მცირე მენჯის ღრუში. საკვერცხეში ხორციელდება კვერცხუჯრედის მომწიფება, რომელიც ოვულაციის დროს გადმოიტყორცნება მუცლის ღრუში. საკვერცხეებში აგრეთვე ხდება უშუალოდ სისხლში გადამსვლელი ჰორმონების სინთეზი.

საკვერცხეების ძირითად ჰორმონებს წარმოადგენენ ესტროგენები, პროგესტერონი და ანდროგენები. ყველა მათგანის სინთეზი ხორციელდება ქოლესტერინისგან, გარკვეულის ფერმენტების ზემოქმედებით.

საკვერცხებში ანდოგენების სინთეზის ადგილია თეკა–უჯრედები, აღნიშნული ჰორმონების მცირე რაოდენობა წარმოიქმნება საკვერცხეების ქერქოვანი ნივთიერების სტრომის ინტერსტიციულ უჯრედებში.

ზრდასრულ საკვერცხეებში ანდროგენები წარმოადგენენ შუალედურ პროდუქტს ესტროგენების სინთეზის გზაზე. ანდროგენებიდან (ტესტოსტერონი და ანდროსტენდიონი) დომინანტური ფოლიკულის გრანულოზურ უჯრედებში წარმოიქმნება ესტროგენები (ესტრადიოლი და ესტრონი შესაბამისად).

პროგესტერონის გამომუშავება ხორციელდება ყვითელი სხეულის მალუთეინიზირებელ გრანულოზურ უჯრედებში.

30 წლისა გავთხოვდი. ქალიშვილობაში არაფერს ვუჩიოდი, გათხოვების შემდეგ კი რა დამემართა, არ ვიცი, თითქოს ერთიანად მოვიშალე, ყველაფერი ამტკივდა. ისე გავიზარდე, წამალი რა იყო, არ ვიცოდი.

ოჯახის შექმნის შემდეგ კი თვე არ გავიდოდა, რომელიმე სპეციალისტის კაბინეტის კართან არ ავტუზულიყავი. ბავშვიც არა და არ ამყვა. არადა, ჩემს ასაკში დრო, მოგეხსენებათ, უფრო სწრაფად გარბის. ცოტა ხანს ვაცადე და თავს სასიკეთო რომ ვერაფერი შევატყვე, გინეკოლოგს მივაშურე. აღმოჩნდა, რომ საკვერცხეების ფუნქცია მქონდა დაქვეითებული, რაც ჰორმონულ მოშლილობას იწვევდა და ბავშვიც ამიტომ არ მიჩნდებოდა.

ექიმმა წამლები დამინიშნა, მაგრამ მეორე მისვლისას შევატყვე, რომ შედეგით უკმა-
ყოფილო ჩანდა. შინ დადარდიანებული დავბრუნდი, ქმარსა და დედამთილს ვერაფერი ვუთხარი და გულის გადასაყოლებლად მეგობარს მივაშურე.

როცა ჩემი გულისტკივილი შევჩივლე, მითხრა, ეგ არაფერი, ისეთ რამეს გასწავლი, წამლების მოქმედება რომ გააძლიეროსო და საკვერცხეების ფუნქციის მასტიმულირებელი ხალხური საშუალებები მასწავლა.

1 კურსი – ავიღე მცენარე ოქროს ულვაშის  12 მუხლი, დავასხი 0,5 ლ არაყი და 21 დღით სიბნელეში დავდგი. ყოველდღე ვანჯღრევდი. 21 დღის შემდეგ პირველ დღეს მივიღე 1 ჩაის კოვზი დღეში ორჯერ, მეორე დღეს – 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, მომდევნო დღეებში კი ვიღებდი 1 დესერტის კოვზს დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე, და საღამოს, ძილის წინ.

ჭურჭელი 30 დღეში გამოვცალე, შემდეგ 10 დღე შევისვენე. მხოლოდ ამის შემდეგ გადავედი მეორე კურსზე.

II კურსი – ავიღე ცოტაოდენი ოროვანდი გავრეცხე, გავატარე ხორცსაკეპში, წვენი გამოვწურე და დავლიე, ასე ვატარებდი ყოველდღე, ვწურავდი და ვსვამდი. პირველ დღეს 1 ჩაის კოვზი მივიღე, მეორე დღიდან კი ვიღებდი თითო საჩაროზე კოვზს დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

Facebook კომენტარები