ამ “ფაფებით’ დაიბანეთ სახის კანი და შესაძლოა შემდგომ საკუთარ თვალებსაც კი აღარ დაუჯეროთ!!  ჭორფლების გაქრობაზე ოცნება ასეთი ხელმისაწვდომი ჯერ არ ყოფილა !

970

ამ “ფაფებით’ დაიბანეთ სახის კანი და შესაძლოა შემდგომ საკუთარ თვალებსაც კი აღარ დაუჯეროთ!!  ჭორფლების გაქრობაზე ოცნება ასეთი ხელმისაწვდომი ჯერ არ ყოფილა !

აიღეთ ოხრახუშის ძირები და გაატარეთ ხორცსაკებ მანქანაში, რათა დაახლოებით
2 სუფრის კოვზი ფაფა მიიღოთ. ეს ფაფა 20- 30 წუთით დაიდეთ მთელ სახეზე. ნიღაბი 1-2 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით და სახეზე ის მკვებავი კრემი წაისვათ, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებთ. ეს საშუალება განსაკუთრებით გამოადგებათ 40 წელს გადაცილებულ ქალებს მოგეხსენებათ, პიგმენტური ლაქები ასაკთან ერთად ჩნდება.

შესანიშნავია ნუშის ნიღაბი. მას მათეთრებელი თვისებაც აქვს, ამიტომ მისგან მომზადებულ ლოსიონს ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად დიდი ხანია იყენებენ.

ნიღბის მომზადების წესი ასეთია: ნახევარ ჭიქა ნუშის გულს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, 3-5 წუთის შემდეგ წყალს ღვრიან, ნუშს კი ხორცსაკეპ მანქანაში ატარებენ. მიღებულ ფაფას ამატებენ ნახევარი ლიმონის წვენს და 1 სუფრის კოვზ ანადუღარ წყალს, კარგად თქვეფენ და იკეთებენ ნიღაბს, რომელსაც 30 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანენ.

ნიღაბი უნდა გაკეთდეს კვირაში ორჯერ 4-5 თვის განმავლობაში. ლიმონის ნიღბის მოსამზადებლად საჭიროა 1 ცალი ლიმონის წვენი, 1 კვერცხის ცილა, 10 გრამი შაქარი და 100 მლ წყალი.

ეს ყველაფერი კარგად უნდა აურიოთ ერთმანეთში და დაიდოთ გაწმენდილ სახეზე, განმენდიდან არა უგვიანეს 20-30 წუთისა, უნდა გაიჩეროთ, ვიდრე კარგად არ გაშრება. უნდა მოიცილოთ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. სახე უნდა გაიწმინდოთ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენისა და ნახევარი ჭიქა წყლის ნარევით. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეგამოშვებით. პირისკანის გათეთრება კიტრსაც შეუძლია, ამიტომ მისი ნიღაბი გამოსადეგია ნებისმიერი ტიპის კანისათვის, ჭორფლიანი იქნება ის თუ სუფთა.

ნიღბის მოსამზადებლად ახალი კიტრი გახეხეთ წვრილ სახეხზე და დაამატეთ ნებისმიერი მკვებავი კრემი. თუ კანი ცხიმიანია, კიტრის წვენს ვამატებთ იმავე ოდენობის არაყს და 2 საათს ვაჩერებთ. ამ სითხეში ვასველებთ დოლბანდს და ვიდეთ სახეზე. კურსი 30 ნიღაბს მოიცავს.

შეიძლება კიტრის წვენის შენახვაც: 100 გრამ წვრილად დაჭრილ კიტრს უნდა დაასხათ 100 მლ არაყი, 8-10 დღით დადგათ სიბნელეში, შემდეგ გადაწუროთ და დახურული ჭურჭლით შეინახოთ მაცივარში.

Facebook კომენტარები