გვირილა : მცენარე რომელიც სასწაულებს ახდენს – აძლიერებს ზურგის ტვინის რეფლექტორულ მოქმედებას, აჩქარებს სუნთქვას და გულის რიტმს, აფართოებს ტვინის სისხლძარღვებს.

886

გვირილა : მცენარე რომელიც სასწაულებს ახდენს - აძლიერებს ზურგის ტვინის რეფლექტორულ მოქმედებას, აჩქარებს სუნთქვას და გულის რიტმს, აფართოებს ტვინის სისხლძარღვებს.

გვირილა ერთწლიანი მცენარეა. სიმაღლეში 15-60 სმ–ს აღწევს. ღერო ღრუიანია, ფოთლები მორიგეობით არის განლაგებული, მათი სიგრძე 2–5 სმ–ს, სიგანე კი 0,5–1 სმ–ს აღწევს. ყვავილების კალათები 2–2,5 სმ. დიამეტრისაა და ღეროს კენწეროზეა განლაგებული. ნაყოფი — მწვანე კურკიანაა. გვირილა მაისიდან შემოდგომამდე ყვავის. თესლი ივლის– აგვისტოში მწიფდება.

ყვავილედებს ყვავილობის დასაწყისში მშრალ ამინდში აგროვებენ, აშრობენ 30–40°C ტემპერატურაზე, ხშირად ურევენ. გვირილას პრეპარატებს სამკურნალო მიზნით იყენებენ, როგორც ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო, შემკვრელ, დამარბილებელ, ნაღვლმდენ და ოფლმდენ, გამაყუჩებელ და ანტიალერგიულ საშუალებებს.

აძლიერებს ზურგის ტვინის რეფლექტორულ მოქმედებას, აჩქარებს სუნთქვას და გულის რიტმს, აფართოებს ტვინის სისხლძარღვებს.

სააფთიაქო გვირილას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, მადეზინფიცირებელი, სპაზმოლიტური, ანტიალერგიული, მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი მოქმედება. ასევე ასტიმულირებს კუჭის და ნაღვლის წვენის გამოყოფას, აძლიერებს მადას. ადუნებს გლუვ მუსკულატურას, ხსნის მუცლის ღრუს ორგანოების სპაზმს. ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას.

გვირილის ჩაის შემდეგნაირად ამზადებენ: 1 ს.კ. გვირილის ყვავილი დააყენეთ 1 ჩ.ჭ. მდუღარეთი, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ 2-3-ჯერ დღის განმავლობაში.

გვირილის ყვავილის ნაყენი (I ვარიანტი): აიღეთ 1 სკ. ნედლეული 1 ჩ.ჭ. მდუღარეზე, დააყენეთ 1 საათით, გაწურეთ. გამოიყენეთ კომპრესის სახით დაღლილ ქუთუთოებზე.

გვირილის ყვავილის ნაყენი (II ვარიანტი): აიღეთ 20 გრ. ხმელი ნედლეული 1 ჩ.ჭ. მდუღარეზე, დააყენეთ 15-20 წთ. გაწურეთ. გადაივლეთ თმებზე ზრდის გასაუმჯობესებლად და გასამაგრებლად.

გვირილის ყვავილის ნაყენი (III ვარიანტი): აიღეთ 15 გრ. ხმელი ნედლეული 1 ჩ.ჭ. მდუღარეზე, დააყენეთ 30 წთ. გაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 3-4-ჯერ დღეში ღვიძლის ანთების დროს, როგორც ნაღვლმდენი საშუალება, ასევე, მენსტრუაციის დაგვიანების, მტკივნეული მენსტრუაციის, საშვილოსნოდან სისხლდენის დროს.

გვირილის ყვავილის ნაყენი გარეგანი გამოყენებისთვის:

აიღეთ 1,5 ს.კ, ხმელი ნედლეული 1 ჩ.ჭ. მდუღარეზე, დააყენეთ 30 წთ, ამ დროის განმავლობაში გაიკეთეთ გამწმენდი ოყნა. 37°C გაწურული გვირილის ნახარში გამოიყენეთ მიკროოყნის სახით დანამატების ანთების დროს.

frenis kompensacia
frenis kompensacia