ეს ის 10 ცვლილებაა თქვენს ორგანიზმში, რომლის წაკითხვის შემდეგ სიგარეტს თავს დაანებებთ!

1098

ეს ის 10 ცვლილებაა თქვენს ორგანიზმში, რომლის წაკითხვის შემდეგ სიგარეტს თავს დაანებებთ!

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მოწევა ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, იწვევს სუნთქვის პრობლემებს, ფილტვის კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

მოწევა ათეროსკლეროზის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, რომლის დროსაც ორგანიზმში იზრდება ქოლესტერინის დონე,  ცხიმოვანი უჯრედები და ნადები არტერიების შიდა კედლებზე. ათეროსკლეროზი ხელს უშლის სისხლის მოძრაობას გულის, ტვინის, თირკმელების, კიდურებისა და სხვა ორგანოების მიმართულებით, რაც იწვევს პერიფერიული  (PAD) ან კორონარული არტერიების დაავადებების (CAD) განვითარებას.

არამწეველებთან შედარებით მწეველ ადამიანებში ინფარქტის რისკი ორჯერ მეტია; გარდა ამისა შესაძლოა განვითარდეს ინსულტი, რადგან ტვინსა და გულს აღარ მიეწოდება ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი.

მოწევა ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ძვალ-კუნთოვან სისტემაზე:

  • ძვლები იფიტება მინერალებისაგან, რაც მათ უფრო მყიფეს ხდის;
  • იზრდება ოსტეოპოროზის (ძვლების დაავადება, რომელიც ასუსტებს ძვლებს) განვითარების რისკი;
  • ფერხდება კოლაგენის გამომუშავება კანსა და შემაერთებელ ქსოვილებში (კუნთები, ძვლები, სისხლძარღვები, საჭმლის მომნელებელი სისტემა და მყესები).
  • კოლაგენის გამომუშავების პროცესის დარღვევის შედეგად ორგანიზმს უჭირს ქსოვილების სწრაფად აღდგენა – იზრდება ჭრილობებისა და მოტეხილობების შეხორცების ხანგრძლივობა, მყესების დაზიანების რისკი.
  • მცირდება ორგანიზმის სისხლითა და ჟანგბადით მომარაგება, რაც იწვევს სისხლძარღვების დაზიანებას.
  • მცირდება კუნთის მოცულობა და ძალა – მოწევის შედეგად რთულდება ვარჯიშის შემდეგ კუნთებში ენერგიის გარდაქმნის პროცესი.

თუ თქვენ ხართ მწეველი და ვერ გადაგიწყვეტიათ დაანებოთ თუ არა, თავი მოწევას მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ იმ სასარგებლო ცვლილებების შესახებ, რომელსაც თქვენი ორგანიზმი განიცდის უკანასკნელი ღერის მოწევის შემდეგ!

1. ბოლო ღერის მოწევის შემდეგ, ზუსტად 20 წუთში, თქვენი წნევა და პულსი დაიწევს და ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება. ხოლო ხელის გულებსა და ტერფებზე ტემპერატურა აიწევს.

2. 12 საათის შემდეგ კარბონის მონოქსიდის დონე იკლებს, ხოლო ჟანგბადის დონე აიევს. შესაბამისად თავს იგრძნობთ, ფხიზლად, უკეთ შეძლებთ დაძინებას და იქნებით უფრო ძლიერნი.

3. 24 საათის შემდეგ იმფაქტის რისკი საგრძნობლად იკლებს!

4. 48 საათის შემდეგ ნერვული დაბოლოებები აღდგება და დაგიბრუნდებათ ყნოსვისა და გემოს შეგრძნების გრძნობა!

5. 3 თვის შემდეგ ცირკულაცია გაუმჯობესდება, სიარული გახდება გაცილებით მარტივი, მნიშვნელოვნად შემცირდება ხველა, და ფილტვების ფუნქცია გაუმჯობესდება!

6. 1 დან 9 თვის ჩათვლით თქვენი ორგანიზმი ნაკლებად გადატვირთული, დაქანცულია. სუნთქვის პრობლემები კი მოგავრებული.

7. 1 წლის შემდეგ, გულის დაავადებების რისკი განახევრდება!

8. 5-15 წლის შემდეგ ავადმყოფობების რისკი ნორმაში დგება, თითქოს არასდროს მოგიწევიათ!

9. 10 წლის შემდეგ კიბოს გაჩენის შანსი იმდენივეა, რამდენიც არამწეველის შემთხვევაში. უნდა იცოდეთ, რომ 60% კიბოს გამომვევი მიზეზი დიეტა და მოწევაა.

10.15 წლის შემდეგ ინფაქტის, გულის დაავადებების, ადრე სიკვდილის რისკი იმდენად იწევს, როგორც ეს არამწეველის შემთხვევაში! თქვენი ორგანიზმი ჯამრთელია, თითქოს არასდროს მოგიწევიათ!

Facebook კომენტარები