ამ უნიკალური მეთოდით სახსრების ტკივილის განკურნება ყველამ უნდა სცადოს

2952

ამ უნიკალური მეთოდით სახსრების ტკივილის განკურნება ყველამ უნდა სცადოს

 

სახსარს არცთუ ისე მარტივი აგებულება აქვს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ძვლები, ხრტილები, იოგები, მყესები, სინოვიური გარსი – ყველა სტრუქტურა გამართული უნდა იყოს, რათა სახსარმა იმუშაოს, მაგრამ ეს ნატიფი მექანიზმი ხშირად მწყობრიდან გამოდის და “დასაქოქად” დიდ ძალისხმევას ითხოვს.

სახსრის დაზიანებას მრავალი მიზეზი განაპირობებს. ის შეიძლება იყოს როგორც ანთებითი, ისე არაანთებითი ხასიათისა, განპირობებული იყოს ნივთიერებათა ცვლის მოშლით, კუნთოვან-იოგოვანი აპარატის თანდაყოლილი დეფექტით და სხვა. ყველაზე მეტად კი გავრცელებულია სახსრის არაანთებითი დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადება – ოსტეოართროზი. ეს ის არის, რასაც ხალხში “მარილებს” უწოდებენ.

ოსტეოართროზი სახსრების ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც სასახსრე ხრტილი დეგენერაციულ ცვლილებებს განიცდის. ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება, პატარავდება და კიდურა წანაზარდები – ოსტეოფიტები უჩნდება. შედეგად ვიღებთ სახსრების დეფორმაციას, რომელსაც რეაქტიული სინოვიტი მოჰყვება. ეს უკანასკნელი მეორეულია ხრტილის დეგენერაციულ ცვლილებასთან შედარებით, ამიტომ ტერმინი “ოსტეოართრიტი”, რომელსაც ხშირად იყენებენ უცხოეთში, მართებული არ არის, ვინაიდან დაავადების არსს არ ასახავს.

იმ შემთხვეში თუ  სახსრები და კუნთები გამუდნებით გაწუხებთ, გამოიყენეთ სახლში დამზადებული  ტაილანდური ბალზამი და დარწმუნდით მის ეფექტურობაში.

ამ ბალზამს შეუძლია მარტივად და ღრმად შეაღწიოს კანში. მისი წყალობით, გაიმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და ხელს შეუწყობთ ანთების აღმოფხვრას.

ბალაზამი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ დაზიანებულ ადგილზე და დაითბუნეთ. ჯადოსნური მალამო უმარტივესი მოსამზადებელია და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ინგრედიენტების შეძენა შეგიძლიათ აფთიაქში.

ტაილანდური ბალზამის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ევკალიპტის ეთერზეთი 15 წვეთი
  • პიტნის ეთერზეთი 10 წვეთი
  • როზმარინის ეთერზეთი 10 წვეთი
  • დარიჩინის ეთერზეთი 5 წვეთი
  • მიხაკის ეთერზეთი 5 წვეთი
  • ზეითუნის ზეთი 60 მლ
  • ფუტკრის ცვილი 15 გრ.

მომზადებისა და გამოყენების წესები: 

ზეითუნის ზეთი და მოცემული ეთერზეთები აურიეთ. ცვილი გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, დაამატეთ მომზადებული ნაზავი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მმაცივარში.

მალამო რეგულარულად გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ და გათავისუფლდით მტანჯველი ტკივილისგან. გისურვებთ ჯანმრთელობას!

frenis kompensacia
frenis kompensacia