ხალხური მეთოდი დამსკდარი ქუსლების სამკურნალოდ: კურკუმას, სპირტის და ასპირინის გამოყენებით.

259

ხალხური მეთოდი დამსკდარი ქუსლების სამკურნალოდ: კურკუმას, სპირტის და ასპირინის გამოყენებით.

კანის სიმშრალე და დახეთქილი ქუსლები დღეს ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემაა. მათთვის, ვისაც აწუხებს დამსკდარი ქუსლების პრობლემა ცხადია, რომ გარდა ესთეთიკური დეფექტისა, თან ახლავს დამახასიათებელი ტკივილები. ძირითადად, ქუსლები მაშინ სკდება, როცა კანი მეტისმეტად შრება და ელასტიკურობას კარგავს. ნახეთქების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს კანის არათანაბარმა გადაჭიმვამ. ეს პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინების ნაკლებობამ კერძოდ ავიტამინოზმა.

ქუსლების დახეთქვა ქვედა კიდურების ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანია, რომლებიც ხანგრძლივ და სერიოზულ უსიამოვნებებს უდებს სათავეს.ქუსლებზე ნახეთქების გაჩენისას ადამიანი განიცდის დისკომფორტს, მჭრელ და მჩხვლეტ ტკივილს, ქუსლები ისე ეწვის, თითქოს გახურებულ ქვიშაზე იდგეს, კანი უუხეშდება და უსქელდება, საგულდაგულო დათვალიერებისას კარგად ჩანს თავდაპირველად წვრილი, მოკლე ბზარები, რომლებიც შემდეგ გრძელდება და ღრმა ნახეთქებად იქცევა. როგორ ვუშველოთ თავს? ვიდრე ამაზე ვისაუბრებდეთ, მოდი გავარკვიოთ, რა იწვევს ქუსლების დახეთქვას.ქუსლების დახეთქვას მექანიკური და ბიოქიმიური ფაქტორები განაპირობებს.

მექანიკურ მიზეზებს შორის აღსანიშნავია კანის საფარველის მექანიკურად დამაზიანებელი ფაქტორები:

  • ტრავმები, მოუხერხებელი, მჭიდრო ფეხსაცმელი;
  • სინთეზური ქსოვილის წინდები;
  • ტერფის დეფორმაცია, ბრტყელტერფიანობა;
  • კანის ძლიერი სიმშრალე, როდესაც გარემო ფაქტორთა გავლენით ირღვევა კანის ზედა შრის მთლიანობა და მიკროორგანიზმებისთვის კანის ღრმა შრეებში შესაღწევი კარიბჭე იღება.

ბიოქიმიური მიზეზებია:

  • ცილოვანი დაAამინომჟავური ცვლის დარღვევა, ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის დაქვეითება, A და E  ვიტამინების უკმარისობა;
  • ენდოკრინოპათიები: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებანი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა ჰორმონული დარღვევები.

ნახეთქები შესაძლოა ისეთი დაავადებების გამოვლინებაც იყოს, როგორიც არის სოკოვანი ინფექცია, ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და რიგი დერმატოლოგიური დაავადება.

გაეცანით ჩვენს შემოთავაზებულ რეცეფტს, რომელიც უმოკლეს დროში აღადგენს დამსკდარ ქუსლებს.

მაშ ასე, საჭირო ინგრედიენტები:

  • სპირტი 100 მლ
  • ასპირინი 5-10 ტქბლეტი
  • კურკუმა 15 გრ

ჩაასხით სპირტი პლასტმასის ჭურჭელში, დაამატეთ ასპირინის ფხვნილი და კურკუმა.  დატოვეთ ინფუზია 1 დღის განმავლობაში.

როგორ გამოვიყენოთ:

პროცედურა კეთდება ღამით. წაისვით შემადგენლობა სუფთა ფეხებზე, გააკეთეთ მასაჟის მოძრაობები, შემდეგ კი შეიხვიეთ ფეხები თხელი ქსოვილით. საუკეთესო ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია წინდების ჩაცმაც. დილით დაიბანეთ ფეხები.

ერთი (მაქსიმუმ ორი) კვირის შემდეგ დაინახავთ საოცარ შედეგს: ფეხები მკვრივი და ჯანმრთელი იქნება, ბზარების, კანის სიმშრალის და სხვა უსიამოვნო კოსმეტოლოგიური დეფექტების გარეშე.

frenis kompensacia
frenis kompensacia