6 ნიშანი იმისა რომ გადაჭარბებული რაოდენობითაა მარილი ჩვენს ორგანიზმში

7249

6 ნიშანი იმისა რომ გადაჭარბებული რაოდენობითაა მარილი ჩვენს ორგანიზმში

მეტისმეტი წყურვილი

მარილის სიჭარბისგან გამოწვეულ რეაქციებს ორგანიზმი თავდაცვით არეგულირებს. ერთ-ერთი რეაგირება არის წყურვილი, სხეულს სურს წყლის საშუალებით გაანეიტრალოს მარილის დიდი რაოდენობა.

შეცვლილი შარდი

ამ დროს შარდვა ხდება უფრო ხშირი, მისი ფერი კი მუქი ყვითელია. ეს დეჰიდრატაციის მანიშნებელია.

ძვლების ტკივილი

სუსტი ძვლები, კბილებთან დაკავშირებული პრობლემები, ოსტეოპოროზის განვითარების რისკი… ეს ყველაფერი ახლავს მარილის დიდი რაოდენობით მიღებას.

კრუნჩხვები

კუნთების ,,გაკვანძვა”, დაბუჟება ან კრუნჩხვაც ერთ-ერთი გამოხატულებაა იმისა, რომ ორგანიზმს მარილებისგან დაცლა სურს.

მუდმივი თავის ტკივილი

მარილის დიდი რაოდენობა იწვევს ჰიპერტენზიას, ამ დროს თავის ტვინში სისხლის მაღალი წნევაა, რაც იწვევს ტკივილს.

კოგნიტური პრობლემები

მარილი აზიანებს ტვინისკენ მიმავალ არტერიებს, შედეგად უარესდება მეხსიერება, ადამიანს აქვს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება და სუსტდება რეაქციებიც.

რეკომენდაცია: თუ ამ პრობლემებისგან გათავისუფლება გსურთ, უარი თქვით სწრაფი კვების პროდუქტზე, ფასტ-ფუდზე, რესტორნის საკვებზე. მარილის ჩანაცვლება შეგიძლიათ ლიმონის წვენით ან ძმრით. სვით რაც შეიძლება მეტი წყალი დღის განმავლობაში!

შეგიძლიათ, მიირთვათ მარილით შეზავებული კერძები, ოღონდ, ზომიერად, რადგან გადამეტებული ორგანიზმისთვის არაფერი ვარგა, მათ შორის – მარილიც.

ადამიანისთვის მარილის დღიური ნორმა 0,5-დან 3 გრამამდეა. ამ განსაზღვრულ ლიმიტში შედის, ეგრეთ წოდებული, ფარული მარილიც, ანუ ის, რასაც პური, ძეხვი, ბოსტნეული და სხვა საკვები შეიცავს.

თუ ჩვევად გაქვთ, რომ კერძს ნებისმიერ შემთხვევაში მოაყაროთ მარილი, კარგად გააცნობიერეთ, რომ ორგანიზმს მარილის ასეთ რაოდენობაზე რეალური მოთხოვნილება არ აქვს, ეს, უბრალოდ, მავნე ჩვევაა და მეტი არაფერი.

სხეულიდან მარილის გამოსადევნად შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ რეცეპტებდ:

ბრინჯით წმენდა.

ღამით 3 სუფრის კოვზ ბრინჯს დაასხით 1 ლიტრი წყალი. გადაწურეთ წყალი დილით, დაასხით სუფთა წყალი და მოხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ ბრინჯი, დაასხით წყლის კიდევ ერთი ნაწილი და კვლავ მოხარშეთ 5 წუთის განმავლობაში.

გააკეთეე ეს კიდევ 2-ჯერ. 4 ადუღების შემდეგ საჭიროა ბრინჯის თბილად ჭამა და 3 საათის განმავლობაში არმიიღოთ საჭმელი. რეგულარულად დაიწყეთ ჩირის მირთმთვა. ასეთი გაწმენდის კურსია 10 დღე.

ციტრუსის კოქტეილი – 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი და ნახევარი ჭიქა ლიმონის წვენი – ხელს შეუწყობს ორგანიზმის გაწმენდას მარილიანი ნალექებისგან. საღამოს ეს სასმელი ათავისუფლებს ანთებას და წმენდს სისხლძარღვებს. ზოგჯერ ფორთოხალი შეიძლება ჩაანაცვლოთ შავი მოცხრით.

frenis kompensacia
frenis kompensacia