ინგლისელ ექიმებს საკმაოდ უცნაურ შემთხვევასთან მოუწიათ გამკლავება. მათთან გამოკვლევებზე მისული თინეიჯერი თავს ცუდად გრძნობდა. ახალგაზრდა გოგონას გულის რევა და თავბრუს ხვევა აწუხებდა. მას ასევე მთელი სხეულის საშინელ ტკივილი ტანჯავდა. სპეციალისტებმა ავადმყოფ თინეიჯერს კონსულტაციის შემდეგ თირკმელების ანთება დაუდგინეს და ანტიბიოტიკების დალევა ურჩიეს.თუმცა, ყველაფერი საკმაოდ ცუდად განვითარდა. ორი დოზის მიღების შემდეგ 16 წლის გოგონას მდგომარეობა ბევრად უფრო გაუარესდა და ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სწორედ აქ შეამჩნიეს ექიმებმა, რომ გოგონას კანი და თვალის თეთრი გარსი გაყვითლდა, რაც რათქმაუნდა უკვე საგაგაშო სიგნალს წარმოადგენდა.
გოგონას მდგომარეობამ კრიტიკულ დონეს მიაღწია და ექიმები უკვე ფიქრობდნენ, რომ ამის გამომწვევი მიზეზი ჰეპატიტი იყო. თუმცა როგორც აღმოჩნდა, გოგონას არც ალკოჰოლი და ნარკოტიკული ნივთიერებები არ მიუღია, ასევე არც სხვა ქვეყნებში ყოფილა სამოგზაუროდ და არც სისხლის გადასხმა გაუკეთებია. შესაბამისად, ჰეპატიტის გამომწვევი ძირითადი მიზეზების გამორიცხვის შემდეგ ექიმები საკმაოდ დიდ ჩიხში აღმოჩდნენ.
ერთადერთი რაც გოგონამ აღიარა, ეს ჩინეთიდან შეკვეთით ჩამოტანილი მწვანე ჩაის დალევა იყო, რომლის ყუთზეც მას ინსტრუქციის წაკითხვა საერთოდ არ შეეძლო ჩინურ ენაზე. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს სპეციალისტებმა მწვანე ჩაის გამოკვლევა.
როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული მწვანე ჩაის შემდაგენლობაში მარად მწვანე მცენარე კამელიც შედიოდა და სწორედ ეს დასახელდა გოგონას დაავადების გამომწვევ მთავარ მიზეზად.
ასევე გაირკვა რომ ასეთი ჩაის დალევის შემდეგ რამდენიმე ადამიანს ღვიძლის ტრანსპლანტების გადანერგვა დასჭირდა, რამაც ექიმებს აფიქრებინათ რომ ამ ჩაის სხვა ქიმიური ნარევებიც ჰქონდა დამატებული. ამის მიზეზს ჩაისთვის დამახასიათებელი იმ თვისების გაძლიერება იყო, რომელიც მის მომხმარებლებს წონაში კლებაში ეხმარებოდა. სწორედ ამიტომ ითვლება მწვანე ჩაი ერთ–ერთ ყველაზე საშიშ სასმელად, თუკი მის წარმომავლობასა და ყუთზე დატანებულ შემადგენლობაზე სრული ინფორმაცია არ გაქვთ.