ძვლებისა და სახსრების ტკივილმა შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ანთებითი პროცესები და სხვა დაავადებები -ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად გაგიზიარებთ ხალხურ რეცეპტს!
ზოგიერთი ადამიანი ირწმუნება, რომ ძვლებში ტკივილი არ არსებობს. ამას მათ ირგვლივ მყოფი სახსრებისა და ნერვის ტკივილი იწვევს. ხოლო ძვლებს მგრძნობელობა არ ჰყოფნის.
მტკივანი ძვლები და სახსრები ( თუ ეს არაა დაკავშირებული ტრავმებთან) ართრიტისგან, პოდაგრასა და ოსტეოართროზისგან არის გამოწვეული. ასევე ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ქრონიკულ ანთებას.
ძვლები ერთი შეხედვით მყარ და მშრალ კონსტრუქციას ქმნიან, თუმცა, სინამდვილეში ისინი ჩვენი ორგანიზმის სხვა ქსოვილების მსგავსად კვებას საჭიროებენ. ძვალი იკვებება სისხლის საშუალებით, რომელშიც მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა. შესაბამისად, მასაც ახასიათებს ზრდისა და რეგენერაციის უნარი.
ძვლის ძირითადი შემადგენელი ნივთიერება კალციუმის ფოსფატია, რომელიც მის სიმყარეს განაპირობებს. ადამიანის ასაკის ზრდასთან ერთად იცვლება ძვლის შემადგენლობა და თვისებები. მცირეწლოვნების ძვალში ორგანული ნივთიერებების და კოლაგენური ბოჭკოების ხვედრითი წილი მეტია, ვიდრე ზრდასრულ და მითუმეტეს, ხანდაზმულ ასაკში. ამიტომაცაა, რომ ახალგაზრდების ძვლები უფრო ელასტიური და ნაკლებად მყიფეა, ვიდრე ხანდაზმულების.
კალციუმის კლების პროცესი ნელი ტემპით 35 წლიდან იწყება და 60 წლიდან - ინტენსიურად მიმდინარეობს. თუ შესაბამისი ხელშეწყობა არ აქვს ორგანიზმს, ასაკის მატებასთან ერთად, ძვლები ვიწროვდება და მტვრევადი ხდება. ხშირად, მოხუცებულების დაცემის მიზეზი, სწორედაც რომ დასუსტებული ძვლებია.
გარდა ასაკისა, კალციუმის ნაკლეობის მიზეზი შეიძლება იყოს:
- სქესი;
- კვების თავისებურება;
- ნივთიერებათა ცვლა;
- ზოგიერთი მედიკამენტის მიღება (მაგ. კორტიკოსტეროიდების).
ძვლების სისტემურ დაავადებას ოსტეოპოროზსაც უწოდებენ. დადგენილია, რომ იგი ზრდასრული ასაკის ყოველ მე-3 ქალს და ყოველ მე-5 მამაკაცს აღენიშნება. მსოფლიოში ოსტეოპოროზით დაავადებულთა რაოდენობა 200 მილიონს აღწევს. იოლი ოსტეოპოროზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რთულ შემთხვევებში კი - ხშირია ძვლების მოტეხილობები.
თუ ტკივილი გტანჯავთ, მოამზადეთ ეს სასწაული ნაყენი, რომელიც გაგიმკვრივებთ ძვლებს. გაასუფთავებს სისხლძარღვებსა და შეამცირებს ანთებას.
ინგრედიენტები:
• 5 ან 6 სტაფილო ( ზომას გააჩნია)
• ა/2 ჩ/კ შავი პილპილი
• 2 სმ ახალი კოჭას ფესვი
• 1 სმ კურკუმას ფესვი
მომზადება
1. თუ გნებავთ, გაწმინდეთ სტაფილო
2. გახეხეთ კოჭა და კურკუმა
3. ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ.
4. დააბლენდერეთ მანამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
მკურნალობა:
დალიეთ 50 მლ-დან 60 მლ-მდე დღეში სამჯერ: საუზმემდე, სადილამდე და ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე.