აი ამიტო ვიყენებ ზეითუნის ზეთს ყოველდღე! – უნიკალური სამკურნალო პროდუქტია!

441

აი ამიტო ვიყენებ ზეითუნის ზეთს ყოველდღე! - უნიკალური სამკურნალო პროდუქტია!

ეითუნის ზეთის სამკურნალო თვისებებზე ჯერ კიდევ უძველეს დროში საუბრობდნენ ექიმები, დღეს კი ეს ყველაფერი მეცნიერულად დამტკიცებულია მისი თვისებების ანალიზიდან გამომდინარე. კუჭ-ნაწლავზე ზეითუნის ზეთის დადებითი მოქმედება განპირობებულია მასში ოლეინის მჟავას დიდი შემცველობით, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების შეწოვას და მაით ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ამიტომ, ზეითუნის ზეთის გამოყენება რეკომენდირებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ათეროსკლეროზი და მაღალი არტერიული წნევა.

ზეითუნის ზეთის შემადგენლობაში ასევე შედის ლინოლინის მჟავა, რომელიც ხდელს უწყობს ნაიარევის სწრაფად მოშუშებას. გარდა ამისა, ზეთისხილში შემავალი სხვა მჟავები, ცხიმმჟავები და ანტიოქსიდანტები რეგულარული გამოყენების პირობებში ხელს უწყობენ ორგანიზმის განახლების პროცესს, რაც ებრძვის დაბერებას

ზეითუნის ზეთის მნიშვნელოვან თვისებებს მიეკუთვნება მისი თვისება დააკაოს კალციუმი ორგანიზმში, რაც ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის გამყარებას და ხელს უშლის ოსტეოპოროზის განვითარებას.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ბევრი სასარგებლო თვისების მიუხედავად, ზოგიერთი ადამიანისთვის ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება. პირველ რიგში მათთვის, ვისაც აწუხებს ნაღვლმდენი არხების პრობლემები, რადგან ზეითუნის ზეთს ახასიათებს გამოკვეთილი ნაღვლმდენი თვისებები. ამასთან, ზეითუნის ზეთი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მცენარეული ზეთი, წარმოადგენს ძალიან კალორიულ პროდუქტს, შესაბამისად, მისი გამოყენება უნდა მოხდეს ძალიან მცირე რაოდენობით.

ზეითუნის ზეთის ყოველდღიურად გამოყენების უპირატესობები!

მთელი ცხოვრების განმავლობაში, ბევრი მსმენია ზეითუნის ზეთის შესახებ, მითებსა და ჭეშმარიტებებზე. ერთ-ერთი მათგანია ყოველ დილით უზმოზე დალევა, მაგრამ რისთვის არის ეს საჭირო? ჩვენ გეტყვით 7 მიზეზს, თუ რატომ უნდა მიიღოთ ზეითუნის ზეთი უზმოზე.

1. ეფექტური შეწოვა.

ვინაიდან საჭმლის მომნელებელ სისტემაში სხვა პროცესი არ არის, ზეთში შემავალი საკვები ნივთიერებები უფრო ადვილად და ეფექტურად შეიწოვება.

2. შეინარჩუნეთ საჭმლის მომნელებელი სისტემა "სუფთად".

ზეითუნის ზეთი სწორ და ოპტიმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს, რადგან ამ ტიპის ცხიმი საფაღარათო საშუალებაა, აფერხებს და მკურნალობს ყაბზობას.

3. გახდომა.

ეს არის ჯანსაღი ტიპის ცხიმი, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს ცხოველური ცხიმები და შეამციროს ზედმეტი კილოგრამები.

4. გაწმინდეთ ღვიძლი.

ვინაიდან ეს არის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ყველა შიდა სისტემისა და სისხლის გასუფთავებაზე, მნიშვნელოვანია მისი დეტოქსიკაცია, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ზეითუნის ზეთით.

5. კანის, თმის და ფრჩხილების მკურნალობა.

ზეითუნის ზეთის წასმა შეგიძლიათ გამონაყარზე, ფრჩხილებზე. აძლიერებს ფრჩხილებს, თმას მატებს ბზინვარებას.

6. აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.

ზეითუნის ზეთში ნაპოვნი ცხიმოვანი მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური ფუნქციების და მექანიზმების მუშაობაში.

7. მეტაბოლური და კოგნიტური ფუნქციები.

ზეითუნის ზეთი აუმჯობესებს სხეულის მეტაბოლურ ფუნქციებს და ტვინის განვითარებას, რაც ხელს უწყობს ტვინის ქსოვილისა და მასში შემავალი უჯრედების მემბრანის ფორმირებას.

როგორ უნდა მივიღოთ ზეითუნის ზეთი ცარიელ კუჭზე? ზეითუნის ზეთის მოხმარების საუკეთესო გზაა ის შეურიოთ ჭიქა წყალს და დაუმატოთ ნახევარი ლიმონის წვენი. სასმელი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის და მივირთვათ საუზმემდე 30 წუთით ადრე.

Facebook კომენტარები