გახდი საკუთარი თავის ექიმი! ჩიყვის მკურნალობის 7 მარტივი გზა სახლის პირობებში!

5022

გახდი საკუთარი თავის ექიმი! ჩიყვის მკურნალობის 7 მარტივი გზა სახლის პირობებში!

ჩვენ ირგვლივ სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება ისეთი ქრონიკული დაავადების მატარებელი, როგორიცაა – ჩიყვი. როდესაც ძილი გვერევა, ან მოთენთილობასა და დაღლილობას ვგრძნობთ და ამ ყველაფერს გადაღლილობას ვაბრალებთ, სინამდვილეში, შეიძლება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევით იყოს გამოწვეული.

ფარისებრი ჯირკვლის 2 სახის ცვლილებები არსებობს:

  1. ფუნქციონალური (ანუ ჰორმონალური) ცვლილება ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე იცვლება,
  2. სტრუქტურული ცვლილება, როდესაც ფარისებრი ჯირკვლი ზომაში დიდდება ან მასში კვანძოვანი წარმონაქმი ჩნდება.

ტერმინი ჩიყვი კონკრეტულ დაავადებას არ აღნიშნავს. ესაა ფარისებრი ჯირკვლის – კისრის წინა ზედაპირთან მდებარე პეპლის ფორმის პატარა ენდოკრინული ორგანოს – გადიდება. აღსანიშნავია, რომ ჩიყვი ყველაზე ხშირად ქალებსა და ასაკოვან ადამიანებში გვხვდება. ძირითადად დისკომფორტს არ იწვევს, თუმცა ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდებისას გამორიცხული არაა, რომ გაძნელდეს ყლაპვა ან სუნთქვა.

1. 10 ლიმონის წვენი, 10 თავი წვრილადდაჭრილი ნიორი, 1 ლ ნატურალური თაფლი კარგად აურიეთ ერთმანეთში და დააყენეთ 7 დღის განმავლობაში. მიიღეთ აუჩქარებლად 4 ჩ.კ. დღეში ერთხელ. კურსი – 1 თვე, შემდეგი  1 თვე დაისვენეთ, შემდეგ გაიმეორეთ.

2. გახეხეთ 1 ლიმონი კანიანად, მოაყარეთ შაქარი და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი – 1 თვე, 1 თვე დაისვენეთ, შემდეგ გაიმეორეთ.

3. 0,5 ლ შუშის ქილაში ჩაყარეთ 14 ც. კაკლის ნაჭუჭი, შეავსეთ არყით, დაახურეთ მჭიდროდ თავსახური და დადგით 7 დღით თბილ ბნელ ადგილას. მიიღეთ დილას უზმოზე თითო სუფრის კოვზი. კურსი – 1 თვე, 1 თვე დაისვენეთ, შემდეგ გაიმეორეთ.

4.  1 ჭიქა შვრიის მარცვალს დაასხით 5 ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ თხელი კისელის კონსისტენციამდე. შემდეგ გაწურეთ, დაამატეთ 2 ჭიქა რძე და მიიყვანეთ დუღილამდე. დაამატეთ 2 ს.კ. თაფლი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 0,5 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსი – 1 თვე, 1 თვე დაისვენეთ, შემდეგ გაიმეორეთ.

5. 1 ჭიქა წმინდად დაფქვილი წიწიბურა, 1ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიგოზი, 1 ჭიქა ნატურალური თაფლი კარგად აურიეთ ერთმანეთში და მოათავსეთ ქილაში. კვირაში ერთი დღე საკვების მაგივრად მიიღეთ ეს ნარევი. ჩაი და წყალი შეგიძლიათ მიიღოთ ჩვეულებრივ. კურსი – 1,5 თვე. დამთავრებიდან 1 თვის შემდეგ კურსი გაიმეორეთ.

6. იოდის გამოყენებით შეგიძლიათ დამოუკიდებლად განსაზღვროთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაში დარღვევების არსებობა. საღამოს ჰიგიენური ყურის ჩხირებით ყელზე გაიკეთეთ იოდის ბადე და დააკვირდით როდის გაქრება. თუ ბადე გაქრა 3 საათში, ესე იგი თქვენ გაქვთ იოდის უკმარისობა. და თუ ბადე არ გაქრება 7 საათის განმავლობაში, ამ შემთხვევაში თქვენმა ორგანიზმმა არ შეითვისა იოდი, რაც მეტყველებს ჰიპერთირეოზის არსებობაზე.

7. აიღეთ 100 გ ალუბლის დაკვირტული ტოტები, დაასხით 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი და ნახევარ საათს ადუღეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ სუფრის კოვზით დღეში სამჯერ ჭამამდე.

ზემოთ ჩამოთვლილი რეცეპტები გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი პათოლოგიების სამკურნალოდ. არ აქვს მნიშვნელობა ჰორმონულ ბალანსს. განსაკუთრებით ეფექტიანია კვანძოვანი ჩიყვის დროს.

Facebook კომენტარები