თაფლისა და ხახვის ნაყენი ყელის ტკივილისათვის, რომელიც მოქმედებს წამებში.

480

თაფლისა და ხახვის ნაყენი ყელის ტკივილისათვის, რომელიც მოქმედებს წამებში.

ყელის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციებით.

ყელის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • ანგინა (ტონზილიტი) და ფარინგიტი გამოწვეული A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკით;
  • ხორხის ტრავმა (ყვირილის, სიმღერის დროს);
  • ეპიგლოტიტი (ხორხსარქველის მწვავე ანთება);
  • პერიტონზილარული აბსცესი (ანგინით გამოწვეული გართულება, რომელიც გლანდების ირგვლივ ჩირქგროვით ხასიათდება).

ნაკლებად გავრცელებული მიზეზებია: უცხო სხეული სასუნთქ გზებში, ინფექციური მონონუკლეოზი, სიმსივნეები (ენის, ხახის, ხორხის), ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, დიფტერია, სისტემური დაავადებები (კავასაკი, სტივენ ჯონსის სინდრომი), ხველა.

რასაკვირველია, აფთიაქში ყელის ტკივილის არაერთი სამკურნალო პრეპარატია ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს ვერ შეცვლის შესაბამისი ექიმ–სპეციალისტის კონსულტაციას. დაუშვებელია ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება. ყელის ტკივილი სავსებით შესაძლებელია რიგი საშიში დაავადებების ერთ–ერთი სიმპტომი იყოს და შესაბამისად, დროულ დიაგნოსტირებასა და სწორ მკურნალობას საჭიროებდეს.

თაფლისა და ხახვის ნარევი წარმოადგენს უძველეს ხალხურ სამკურნალო საშუალებას.

ხახვის შემცველობაშია: ანტიოქსიდანტები, ფლავონოიდი კვარცეტინი, რომელიც შლის ცხიმებს და აბრკოლებს კიბოს უჯრედების ზრდას; ფიტონციდები, შაქრები, ორგანული მჟავები და მინერალური ნივთიერებები. სპეციფიკური სუნი და მწარე გემო ეთერზეთის წყალობით აქვს.

ხახვის შემადგენლობაშია ასევე A, В ჯგუფის, PP, C ვიტამინები, ნიკოტინის მჟავა, კაროტინი, სპილენძი, რკინა და თუთია. ეს ყველაფერი ამაღლებს ორგანიზმის ბუნებრივ ბრძოლისუნარიანობას, ზრდის ჰემოგლობინის დონეს. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

ხახვის წვენი შეიცავს იოდს, რომელიც აბრკოლებს ისეთი დაავადებების პროგრესს, როგორიცაა იშემია, ათეროსკლეროზი, ინფარქტი და ინსულტი.

თაფლი წარმოადგენს ნატურალურ პროდუქტს, რომლის შემადგენლობაშიც შედის მრავალრიცხოვანი ფერმენტები, მიკროელემენტები, ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.

იგი შეიცავს მრავალფეროვან ორგანულ და არაორგანულ მჟავებს – მარილმჟავას, ფოსფორის, ვაშლის, ღვინის ტიპის მჟავებს. თაფლი მდიდარია ისეთი მიკროელემენტებით, როგორიცაა: ნიკელი, რკინა, კალციუმი, სპილენძი, მაგნიუმი, ვერცხლი და ა.შ.

თაფლში შემავალ ნივთიერებებს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ობის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდური თვისებები, ანუ თაფლი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას.

ეს ინგრედიენტები ადვილად ხელმისაწვდომია წლის ნებისმიერ დროს. ამას გარდა, ეს ბუნებრივი სამკურნალო საშუალება არ შეიცავს საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს თუ სხვას.

აუცილებელი ინგრედიენტები:

  • 2-3 ჩ/კ ნატურალური თაფლი
  • 1 საშუალო ზომის ხახვი

მომზადების წესი:

დაჭერით ხახვი, დაასხით თაფლი და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით, გაწურეთ და თქვენი სამკურნალო სიროპი მზადაა. წამლის რაოდენობა საკმარისია ერთი დღისათვის.
მიიღეთ 1 ჩ/კ ყოველ 2 საათში. მიღებისთანავე იგრძნობთ შვებას ყელის მიდამოში და ნახველისგანაც ნელ-ნელა გათავისუფლდებით.

Facebook კომენტარები