იოდი და ანალგინი სახსრების ტკივილს სამუდამოდ დაგავიწყებთ!

9222

იოდი და ანალგინი სახსრების ტკივილს სამუდამოდ დაგავიწყებთ!

დღევანდელი რთული ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე სახსრების პრობლემა თითქმის ყოველ მეორე ადამიანს აწუხებს. ამ დროს ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი  აპარატი. ჩვენ შემოგთავაზებთ ისეთ ხალხურბ საშუალებას, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ამ პრობლემის აღმოფხვრას.

თუ რევმატული პოლიართრიტი გაწუხებთ, მტკივნეული ადგილები დაისუსხეთ ჭინჭრით, მეორე დღეს კი ეს ადგილები ნავთით გაიწმინდეთ.

სახსრის გასიების დროს, თან თუ ტკივილები გაწუხებთ, შვებას იგრძნობთ კომპრესის გაკეთებით. კომბოსტოს ფოთოლი ამოავლეთ თბილ წყალში, წაუსვით თაფლი და დაიდეთ მტკივან ადგილას, გარედან შეიხვიეთ თბილად. 10 – 15 ბსეანსის შემდეგ შეშუპება გაქრება, ტკივილებიც გაქრება და საკმაო შვებასაც იგრძნობთ. მეტი ერფექტისთვის, კომრესი დაიდეთ მთელი ღამე. მისი მოხსნის შემდეგ კი სახსარი თბილად შეიხვიეთ.

პოდაგრით ( ნიკრისის ქარი ) და რევმატიზმით დაავადებულ ავადმყოფებს  ურჩევენ მიიღონ  ანწლის არაყი. ასევე კარგია, დღეში 100 გრ. ნიგოზის მიღება.

შავი ბოლოკი საუკეთესოა სახსრების პრობლემის მოსაგვარებლად. გახეხილი ბოლოკი გადაიტანეთ ტილოს ნაჭერზე და მტკივანი ადგილი გადაიხვიეთ თბილად. თუ 10 სიანს ჩაიტარებთ, ტკივილები გაქრება და მოძრაობაც შეზღუდული აღარ გექნებათ.

რევმატიზმების დროს კინ ასეთი საცხი დაგეხმარებათ: 1,5 ჩაის ჭიქა ბოლოკის წვენს გაურიეთ 1 ჩაის ჭიქა თაფლი, ნახევარი ჩაის ჭიქა არაყი და ერთი სუფრის კოვზი მარილი.ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და მიღებული მასით კარგად დაიზილრთ მტკივანი ადგილები დაიზილეთ.

სახსრების ტკივილის დროს საუკეთესო საშუალებაა ასეთი ნაყენი: ერთ შუშა იოდში ჩაყარეთ 2 აბი ანალგინი და დატოვეთ დილამდე. დილით ნაყენი გამჭირვალე გახდება. გამზადებული წამალი შეიზილეთ მტკივანი  სახსრების არეში.

რადიკულიტს, მარილების დაგროვებას, რევმატიზმს , სახსრების ანთებას უხდება ადამის ფესვის სპირტიანი ნაყენი. 100 გრ. ადამის ფესვი გარეცხეთ და გახეხეთ სახეხზე. დაასხით 200-250 გრ. სპირტი ან არაყი და დატოვეთ ერთი დღე-ღამე. მეორე დღეს შეანჯღრიეთ და კარგად შეიზილეთ მტკივან ადგილებზე. პირველად აგეწვებათ, მაგრამ ეს ასეც უნდა მოხდეს, სწორედ ეს მოგცემთ სიგნალს, რომ წამალი მოქმედებს და შვებას მოგცემთ. ნაყენი უნდა შეინახოთ გრილ და ბნელ ადგილას. იგი ვარგისია დიდხანს.

ყველამ ვიცით, რომ თევზის ქონი საუკეთესო ვიტამინია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის. ის სასარგებლოა სახსრებისთვისაც. 3 თვის მანძილზე მისი მიღება შველის ართრიტს და ართროზს, ტკივილები სუსტდება და არც ესაა  გამორიცხული რომ სამუდამოდ გაქრეს კიდეც. მიიღეთ ნატურალური სახით ან კაფსულებით ( 1 კაფსულა დღეში ორჯერ )

თუ გაწუხებთ ოსტეოქონდროზი, ეს საშუალება დაგეხმარებათ ტკივილების ალაგებაში: ნახევარი ნაჭერი სარეცხის საპონი გახეხეთ, თანაბრად დაყარეთ კომბოსტოს ფოთოლზე და მტკივან ადგილზე დაიდეთ, შეიხვიეთ თბილად, დაიტოვეთ მთელი ღამე, დილით მოიშორეთ და ისევ შეიხვიეთ თბილად.

3-4 ცალი დაქუცმაცებული წითელი ცხარე წიწაკა ჩაყარეთ ქ,5 ლ. არაყში და გააჩერეთ 14 დღე. გადაწურეთ, შეურიეთ 300მლ. მზესუმზირის ზეთი და კარგად შეანჯღრიეთ. ამ ნაყენით შეიზილეთ მტკივნეული ადგილები დღეში 2 – ჯერ.

100 მლ. სპირტს შეურიეთ 50 გრ. მდოგვის ფხვნილი და 50 მლ. ქაფური. ცალკე ათქვიფეთ ორი კვერცხის ცილა და შეურიეთ გამზადებულ ხსნარს. მიღებული ხსნარით დაიმუშავეთ მტკივნეული ადგილები დღეში ორჯერ – დილა-საღამოს.

frenis kompensacia
frenis kompensacia