ბოშათა საიდუმლო რეცეპტი თმის გაჯანსაღებისთვის - შედეგი შესამჩნევია პირველივე გამოყენებისას..
ყველა სილამაზის მაღაზიას აქვს თმის მოვლის უზარმაზარი ვიტრინა. თითოეული ბოთლი კაშკაშაა თავისი ნათელი შეფუთვით და გვპირდება, რომ მისცემს თმას ბზინვარებას, მოცულობას, ძალას და წარმოქმნის კიდევ ბევრ ეფექტს, რომლის რეალურად მიღწევა შესაძლებელია სახლში.
ჩვენ გაგაცნობთ რეცეფტებს რომელიც ფართოდ ცნობილია ბოშათა სახელით. ყველა ინგრედიენტი არის ნატურალური პროდუქტებისაგან, რომელიც ყველას აქვს სამზარეულოში, ამიტომ არ იქნება რთული მათი საკუთარ თავზე გამოცდა.
Ხელნაკეთი თმის ლოსიონები
1. შეურიეთ 1 კვერცხი, 1 ს.კ. თაფლი, 2 ს.კ. მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი.
წაისვით ნარევი თმაზე, შეიხვიეთ თავი პირსახოცით და გაითბეთ ფენით.
15 წუთის შემდეგ, ნიღაბი უნდა ჩამოიბანოთ თბილი წყლით და შამპუნით.
2. ათქვიფეთ ერთი კვერცხის გული, 2 ს.კ. კონიაკი და შეიზილეთ სკალპში.
15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გვირილის ნაყენით.
3. დაჭერით 1 თავი ხახვი და დაასხით 500მლ კომიაკი ან არაყი. გადაწურეთ ყოველ მეორე დღეს და შეიზილეთ სკალპში. სუნი ოდნავ უსიამოვნოა, მაგრამ ეს წამალი გიხსნით გამელოტებისგანაც კი.
4. კარგად აურიეთ 2 გული 1 ჭიქა თბილი წყალი. წაისვით ნარევი თმაზე და გაიჩერეთ ერთი საათის განმავლობაში.თმა უნდა დაიბანოთ შამპუნის გამოყენების გარეშე.
მოვლილი, მბზინვარე თმა იდეალური გარეგნობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. იგი ჯანმრთელად და ლამაზად გამოიყურება, თუ სისხლის მიმოქცევა აქტიურია და ორგანიზმი არ განიცდის საჭირო ნივთიერებების დეფიციტს.
ყველა ტიპის თმა ლამაზია, თუ მას სწორად უვლით. თქვენი თმა შეიძლება იყოს ხვეული ან სწორი, გრძელი ან მოკლე, შეღებილი ან ხელუხლებელი – ნუ მისცემთ სილამაზის ინდუსტრიას უფლებას თავს მოგახვიოთ თავისი სტანდარტები. თმა მაშინ გამოიყურება ყველაზე ჯანსაღად და ლამაზად, როდესაც მის რადიკალურად შეცვლას კი არა, გაუმჯობესებას ცდილობთ.
თმის მოვლისას აუცილებელია გაითვალისწინოთ მისი სტრუქტურული თავისებურებები და საჭიროებები, რადგან სხვადასხვა ტიპის თმა ჰიგიენურ საშულებებზე განსხვავებულად რეაგირებს.
თმის ტიპები
თმის ტიპს, უმთავრესად, მისი ფოლიკულა განსაზღვრავს. ფოლიკულების ფორმა განაპირობებს როგორია თქვენი თმა – სწორი, ტალღოვანი, ხვეული თუ ხუჭუჭი.
თმის ტიპი გენეტიკაზეა დამოკიდებული, თუმცა სხვადასხვა ქიმიკატებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით მისი სტრუქტურის შეცვლა შესაძლებელია.
სწორი თმის მოვლა
სწორი თმა შეიძლება იყოს სქელი ან თხელი, ის ერთგვაროვანია მთელს სიგრძეზე, არ იხვევა და იტალღება. ხშირად, სწორ თმას აქვს ცხიმიანობისკენ მიდრეკილება, ამიტომ როდესაც ჰიგიენურ პროდუქტებს ყიდულობთ აუცილებლად დარწმუნდით, რომ კიდევ უფრო მეტ ცხიმს არ უმატებთ თქვენს სწორ თმას.
სტილისტები, ასევე, გვირჩევენ მოვერიდოთ „მსუყე“ თმის ნიღბებისა და ზეთების გამოყნებას, განსაკუთრებით – თმის ძირებში. უფრო შესაფერისია ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომელიც მეტ ტექსტურას და მოცულობას შემატებს თქვენს თმას.
საყურადღებოა, რომ თმის ხშირმა დაბანამ შეიძლება თავის კანის სიმშრალე გამოიწვიოს. ყოველდღიურად თმის დაბანის ნაცვლად კარგი გამოსავალია მშრალი შამპუნის გამოყენება.
ტალღოვანი თმის მოვლა
ტალღოვანია თმა, რომელიც ძირებიდან სწორად მოდის, დაახლოებით თვალების დონიდან კი იტალღება და მსუბუქ, ბუნებრივ ხვეულებს ქმნის.
ნატურალური ტექსტურის შესანარჩუნებლად, უმჯობესია ეს თმაც მოერიდოს ზედმეტად მძიმე, ცხიმიან პროდუქტებს. ამის ნაცვლად, სტილისტები გვირჩევენ გამოვიყენოთ შამპუნი და კონდიციონერი ნორმალური თმისთვის. ტალღების გამოსაკვეთად კი კარგი არჩევანია მსუბუქი მუსი ან თმის გელი.
ტალღოვანი თმის მთავარი მტერი ნესტიანი ამინდია, რომელიც მის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ, ეცადეთ, რომ პროდუქტები, რომელსაც ასეთი თმის მოსავლელად იყენებთ, შეიცავდეს გარემოსგან დამცავ ინგრედიენტებს. კვირაში ერთხელ სასურველია მკვებავი ნიღბების გამოყენებაც.
ხვეული თმის მოვლა
ამ ტიპის თმა საკმაოდ მრავალფეროვანია, თქვენი ხვეულები შეიძლება იყოს როგორც წვრილი, ასევე მსხვილი. პირველი, რაც ხვეული თმის მოვლაზე უნდა იცოდეთ ისაა, რომ ხშირი დავარცხნა კარგს არაფერს მოგიტანთ.
თუ ხვეული თმა გაქვთ, თქვენი მთავარი მიზანი ბუნებრივი კულულების მაქსიმალურად ეფექტურად გამოკვეთა უნდა იყოს. დაივიწყეთ ვარცხნილობა „ცხენის კუდი“, ან ეცადეთ მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში შეიკრათ ასე თმა – მაგალითად – თუ სპორტდარბაზში ვარჯიშობთ. დროის ხანგრძლივ მონაკვეთში თმის ამ პოზიციაში ყოფნა აზიანებს მის სტრუქტურას, რასაც მალევე მოჰყვება ხოლმე თმის ცვენა.