ექიმების თქმით თუ ბანანის ქერქს მეჭეჭზე დაიდებთ მის გაქრობაში ძალიან დაგეხმარებათ

216

ექიმების თქმით თუ ბანანის ქერქს მეჭეჭზე დაიდებთ მის გაქრობაში ძალიან დაგეხმარებათ..

რა არის მეჭეჭი?

მეჭეჭი კანზე არსებული მცირე ზომის არასიმსივნური წარმონაქმნია. უმთავრესად ბავშვებშია გავრცელებული, ყველაზე ხშირად კი 12-დან 16 წლამდე ასაკში გვხვდება. სტატისტიკა იმასაც აჩვენებს, რომ ბიჭებზე ხშირად მეჭეჭები გოგონებს უჩნდებათ.

მეჭეჭები შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე გაჩნდეს, თუმცა ყველაზე ხშირად ფრჩხილების გარშემო, ტერფებზე, სახეზე და მუხლების გარშემო შეინიშნება.

მეჭეჭების უმეტესობა უმტკივნეულოა, მაგრამ ფეხისგულებზე არსებული წარმონაქმნები სიარულისას ტკივილს იწვევს.

მეჭეჭის ტიპები გავრცელების მიხედვით:

მეჭეჭები ყველაზე ხშირად ხელის მტევნებზე ჩნდება. ესენია მცირე ზომის გუმბათისებრი წარმონაქმნები, რომელთა შეფერილობაც მონაცრისფროდან ყავისფრამდე მერყეობს. აქვს უხეში ზედაპირი, რომელიც ყვავილოვანი კომბოსტოს თავს მოგაგონებთ, და შავი წერტილისებრი ჩანართები.

ბრტყელი მეჭეჭები შედარებით მცირე ზომის, დაახლოებით ქინძისთავისოდენა, რბილი და ბრტყელზედაპირიანი წარმონაქმნებია. შესაძლოა იყოს ვარდისფერი, ბაცი ყავისფერი, მოყვითალო. სწრაფად მრავლდება. შესაძლოა, ერთ ადგილას 20-დან 100-მდე მეჭეჭი გაჩნდეს. ბრტყელი მეჭეჭები ბავშვებს უმეტესად სახეზე აქვთ, თუმცა შეიძლება სხეულის ნებისმიერ სხვა ადგილზეც შეგვხვდეს.

პლანტარული მეჭეჭები, ჩვეულებრივ, ფეხისგულებზე ჩნდება. სიარულისას იწვევს ისეთ შეგრძნებას, თითქოს რბილ ქვებზე დადიხართ. შესაძლოა, ტკივილიც გამოიწვიოს.

ძაფისებრ მეჭეჭებს თითისმაგვარი ფორმა და ხორცისფერი შეფერილობა აქვს. ხშირად ჩნდება პირის, თვალებისა და ცხვირის გარშემო.

რა აჩენს მეჭეჭს?

მეჭეჭებს იწვევს ადამიანის პაპილომავირუსი (HPV), რომელიც ადამიანისგან ადამიანს გადაეცემა ფიზიკური კონტაქტით ან ისეთი ზედაპირის საშუალებით, რომელსაც მეჭეჭებიანი ადამიანი შეეხო. ეს შეიძლება იყოს პირსახოცი, აბაზანა, საშხაპის იატაკი… ვირუსი ოდნავ გაკაწრულ კანშიც კი ადვილად აღწევს. მისი გავლენით იწყება კანის გარეთა შრეში ეპითელური უჯრედების სწრაფი ზრდა და საბოლოოდ ყალიბდება კანისფერი ან ოდნავ მუქი, უხეში ან რბილი კონსისტენციის წარმონაქმნები.

უახლესმა კვლევებმა დაადგინა, რომ მას არამხოლოდ ენერგიის მომატება შეუძლია, არამედ კანზე დადებითად მოქმედებს.

გარდა ნაყოფისა ქერქიც ძალიან სასარგებლოა, ექიმების თქმით თუ ბანანის ქერქს მეჭეჭზე დაიდებთ მის გაქრობაში ძალიან დაგეხმარებათ. ამისთვის საჭიროა პროცედურა ყოველ დღე, ძილის წინ ჩაიტაროთ. დაიდეთ ქერქი 1 საათის განმავლობაში და ეს იმდენი დღის განმავლობაში გააკეთეთ ვიდრე მეჭეჭი არ გაქრება.

Facebook კომენტარები