როგორ ვუმკურნალოთ ძვლების შესიებას ექიმთან წასვლის გარეშე.
ფეხის პრობლემები ყოველთვის აისახება ჩვენს განრიგზე, რადგან ხელი გვეშლება სიარულში, გვიჭირს მოძრაობა. დღეს ვისაუბრებთ ბუნიონზე. იგი ტერფის პირველი თითის ვალგუსური დეფორმაციაა, ძვლის გამონაზარდია, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული არაკომფორტული, მაღალქუსლიანი ან ზედმეტად მოჭერილი ფეხსაცმლის ტარებით.
ბუნიონი განისაზღვრება, როგორც ძვლოვანი მუწუკი, რომელიც ვითარდება სახსარზე. ამ ტიპის ფეხის დეფორმაცია გავლენას ახდენს როგორც ძვლებზე, ისე რბილ ქსოვილებზე. მიუხედავად იმისა, რომ მუწუკები ხშირია დიდი თითების სახსრებზე, მცირე ბურსიტები შეიძლება განვითარდეს წვრილ თითებზე.
ბუნიონის შემადგენელი ნაწილია ცერა თითის ან იმ ძვლის არასწორი პოზიცია, რომელსაც იგი უკავშირდება. ასეთი ცვლილებაა, ცერა თითის ფუძის სახსრის წინისაკენ გამოდრეკა, ხოლო ცერა თითის შიგნით გადახრა (მცირე თითების მიმართულებით).
აღნიშნულ დეფორმაციას ტერფის ვალგუსური დეფორმაცია ეწოდება. ხელშემწყობი ფაქტორებია: კოჭის სახსარში ზედმეტად მოხრა (პრონაცია) და ზოგჯერ – ტრავმა. ასევე შესაძლებელია ოსტეოართრიტის განვითარება და შედეგად წანაზარდის ჩამოყალიბება.
ოსტეოართრიტი იწვევს სახსრის ნაწიბუროვან ცვლილებებს და სახსრის მოძრაობის სიფართის ცვლილებას. მოსალოდნელია სახსრის შეშუპება. ყალიბდება ბურსა (სითხით სავსე ჩანთის მტკივნეული შესივება), რომელიც შეშუპებული და მტკივნეულია მჭიდრო ფეხსაცმლის ტარების შემთხვევაში.
აქ მოცემულია ბურსიტის მკურნალობის 5 მეთოდი ქირურგიის გარეშე.
1. ცივი კომპრესი.
დიდხანს ფეხზე დგომის შედეგად შესაძლოა შეგისივდეთ ძვალი და გაგიწითლდეთ. ტკივილისა და შეშუპების შესამცირებლად, საუკეთესო საშუალებაა ცივი კომპრესები. მოათავსეთ რამდენიმე ყინულის კუბი. დაახლოებით 10 წუთი გაიჩერეთ. გაიმეორეთ პროცედურა 2 ან 3-ჯერ, სანამ შვებას არ იგრძნობთ. გამოიყენეთ ეს მარტივი საშუალება დღეში რამდენჯერმე.
2.თითების დაჭიმვა.
ოათავსეთ რეზინი თითების გარშემო თითოეულ ფეხზე. ნელა მოატრიალეთ ფეხები გარეთ, სანამ თითების დაჭიმულობას არ იგრძნობთ. დაიჭირეთ ეს პოზიცია 1 წუთის განმავლობაში. გაათავისუფლეთ 1 წუთით და კვლავ გაიმეორეთ. გააკეთეთ ეს ვარჯიში 15 წუთის განმავლობაში, დღეში 2 ან 3-ჯერ.
3. თბილი ზეთის მასაჟი.
კიდევ ერთი ეფექტური გზაა ბუნიონის დისკომფორტის სამკურნალოდ. მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც დაგეხმარებათ ძლიერი ტკივილის, ასევე ანთების შემცირებაში. მიკროტალღურ ღუმელში გაათბეთ აბუსალათინის ზეთი, ზეითუნის ზეთი ან ქოქოსის ზეთი. შეიზილეთ თითებით 10 წუთის განმავლობაში. ეს პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2 ან 3-ჯერ.
4.მარილიანი წყლის აბაზანა.
შეავსეთ ჭურჭელი თბილი წყლით, დაუმატეთ მარილი, ჩაალაგეთ ფეხები 15-20 წუთის განმავლობაში. გამოიყენეთ ეს საშუალება კვირაში 2 ან 3-ჯერ.
5. გვირილა.
აადუღეთ ერთი ქიჭა გვირილის ჩაი და დალიეთ დღეში 3-ჯერ. თბილი გვირილის ჩაის პაკეტები დაიდეთ პირდაპირ ძვალზე 10 წუთის განმავლობაში.