გაიუმჯობესეთ ყნოსვა უმოკლეს დროში ამ საშუალებებით

174

გაიუმჯობესეთ ყნოსვა უმოკლეს დროში ამ საშუალებებით

ყნოსვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც. სუნის აღქმის უნარის დაქვეითება კვებით ქცევებზე, ფიზიკურ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე აისახება.

ყნოსვის უნარს სპეციალიზებულ სენსორულ უჯრედებს – ყნოსვით ნეირონებს უნდა ვუმადლოდეთ. ისინი ღრმად არიან მოთავსებულნი ცხვირში და პირდაპირი კავშირი აქვთ თავის ტვინთან, რომელსაც უგზავნიან კიდეც გარე სამყაროდან მიღებულ სუნიან ინფორმაციას.

იმისთვის, რომ ყნოსვის პროცესი დაიწყოს, საჭიროა, სუნმა სენსორულ ნეირონებამდე მიაღწიოს. ეს ორი გზით ხდება – ნესტოების ან პირის ღრუს გავლით. პირველ შემთხვევაში სუნიან მოლეკულებს გარემოდან შევისუნთქავთ, მეორე გზა კი კვების პროცესში აქტიურდება.

დიახ, სუნის გარეშე მხოლოდ ხუთ ძირითად გემოს ამოვიცნობდით – ტკბილს, მლაშეს, მწარეს, მჟავესა და ცხარეს. ჩვენ კი ჭამის დროს გაცილებით მეტ გემოს აღვიქვამთ. რატომ? იმიტომ, რომ ტვინს ინფორმაცია არა მხოლოდ გემოვნების, არამედ ყნოსვის რეცეპტორებისგანაც ეგზავნება.

ეჭვგარეშეა, რომ ყნოსვა განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხა-
რისხზე, მაგრამ მანამდე ვერ ვაცნობიერებთ, ვიდრე ყნოსვის უნარს არ დავკარგავთ.

მეცნიერებმა უკვე დაადასტურეს, რომ ყნოსვით მხოლოდ არომატებს კი არ შევიგრძნობთ, არამედ ეს ფიზიოლოგიური ფუნქცია მოქმედებს სუნთქვის რიტმზე, კუნთების აღგზნების ხარისხზე, ტვინის და, საზოგადოდ, ნერვული სისტემის მუშაობაზე.

ამ რამდენიმე ხნის წინ კი შევიტყვე, რომ სუნებით ზოგიერთი დაავადების მკურნალობაც კი შეიძლება.

ახალგაზრდობაში ხშირად მემართებოდა ალერგიული რინიტი, მუდმივმა სურდომ და ცხვირის წვეთების ხშირმა გამოყენებამ ცხვირში არსებული ყნოსვის ზონა დამიზიანა.

დიდი ძიების შემდეგ მივაგენი საშუალებებს, რომლებმაც ყნოსვის აღდგენაში დიდი დახმარება გამიწია.

უნდა აიღოთ 10 გრამი პროპოლისი და 50 გრამი ნაღების კარაქი, 2 საათით ჩადგათ
წყლის აბაზანაში, გაწუროთ, გააცივოთ, დაამზადოთ მისგან პატარა ოვალური ფორმის სანთლები და დილა-საღამოს ნახევარ-ნახევარი საათით ტამპონებივით ჩაიდოთ ცხვირში.

სასარგებლოა დღეში 5-6-ჯერ 5 წუთის განმავლობაში მიხაკ-დარიჩინის ღეჭვაც. გაფრთხილებთ: საგულდაგულოდ უნდა დაღეჭოთ, მაგრამ არ გადაყლაპოთ.

Facebook კომენტარები