5 განმაცვიფრებელი  ნიღბის რეცეპტი ახალგაზრდული კანისთვის, სადაც მთავარი ინგრედიენტი C ვიტამინია!

255

5 განმაცვიფრებელი  ნიღბის რეცეპტი ახალგაზრდული კანისთვის, სადაც მთავარი ინგრედიენტი C ვიტამინია!

C ვიტამინს სილამაზის ვიტამინს უწოდებენ - მას განსაკუთრებით აფასებენ კოსმეტოლოგიაში. ასკორბინის მჟავას (აგრეთვე ვიტამინი C) აქვს კანის სასარგებლო თვისებების ფართო სპექტრი. ასტიმულირებს რეგენერაციულ და მეტაბოლურ პროცესებს, ხსნის გაღიზიანებას, ანთებას და სიმშრალეს, აძლიერებს კანის დამცავ ფუნქციებს, ხელს უშლის ადრეული ნაოჭების წარმოქმნას, ანათებს სახის ტონს,  ატენიანებს კანს, მატებს ბზინვარებას.

ასკორბინის მჟავით ნიღბების დამზადება შესაძლებელია სახლში - ეს არის სწრაფი, ჯანსაღი და უსაფრთხო. გარდა ამისა, შეგიძლიათ სცადოთ სხვადასხვა ვარიანტები. 

სახის ნიღბების 5 რეცეპტი C ვიტამინით:

  1. შეურიეთ 2 სუფრის კოვზი კოსმეტიკური თიხა 1 ტაბლეტ ასკორბინის მჟავას, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი კიტრის წვენი და 1 სუფრის კოვზი ხორბლის ჩანასახის ზეთი. კარგად გადაურიეთ, დაიტანეთ სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ.

2. გახეხეთ 2-3 სუფრის კოვზი ორთქლზე მოხარშული გოგრა, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ფორთოხლის ახლად გამოწურული წვენი, დაასხით 1 ჩაის კოვზი ნუშის ან გარგარის ზეთი. შეურიეთ და წაისვით სახეზე. გაჩერეთ 10-15 წუთი და შემდგომ ჩამოიბანეთ.

3. ათქვიფეთ  1 კვერცხის გული 1 სუფრის კოვზ რძესთან ერთად, დაუმატეთ 1  ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და დარბილებული კარაქი. მორევის შედეგად მიღებული ერთგვაროვანი კონსისტენცია დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი. ბოლოს ჩამოიბანეთ თბილი წყლით. 

4. შეურიეთ ყავის საფქვავში დაფქული შვრია რძეს (ორივე სუფრის კოვზი). კარგად მოურიეთ, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა, ამის შემდეგ დაიტანეთ სახეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთი, დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ.

5. 2 სუფრის კოვზ შვი მოცხარის წვენს დაამატეთ C ვიტამინის ამპულა, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ცხიმიანი არაჟანი. მოურიეთ და ეს ნიღაბიც წაისვით და გაიჩერეთ ისევე როგორც ზემოთ მოცემული ნიღბები. მერწმუნეთ შედეგით გაოცებული დარჩებით!

რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ სახის მოვლის დროს!

ნიღბები უზრუნველყოფს კანის კვებას, დატენიანებას და ააქტიურებს კოლაგენის სინთეზს. ეფექტური ლიფტინგ-ეფექტი გააჩნია ბრინჯის ნიღაბს. ამისთვის მხოლოდ ყავისფერ ბრინჯს იყენებენ. ბრინჯი უნდა დაიფქვას, დაემატოს თაფლი და იოგურტი. ცომისებური მასა დაიტანეთ სახის ყველა ნაწილზე, 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ლიფტინგის ეფექტი აქვს კვერცხის გულის ნიღაბსაც.

frenis kompensacia
frenis kompensacia