გარგარი- საუკეთესო საშუალება მრავალი დაავადების წინააღმდეგ. მნიშვნელოვანი ინფორმაციაა

1436

გარგარი- საუკეთესო საშუალება მრავალი დაავადების წინააღმდეგ. მნიშვნელოვანი ინფორმაციაა

გარგარი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია. რომლის შემადგენლობაში შემდეგი ნივთიერებებია:კალცი და რკინა.

გარგარი, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და არომატული ხილია. თუმცა რიგ შემთხვევებში მისი გამოყენება უნდა შეზღუდოთ.
გარგარის ნაყოფი შეიცავს ვაშლის, ლიმონის, ღვინის მჟავებს, შაქარს, სახამებელს, რკინას, ფოსფორს, მთრიმლავ ნივთიერებებს, მაგნიუმს, ვერცხლს, იოდის ნაერთებს, С, В, Р, Н, Е ვიტამინებს, პექტინებს.

გარგარი მნიშვნელოვნად ამაღლებს ჰემოგლობინის დონეს, არეგულირებს სისხლის წარმოების პროცესს, აუმჯობესებს ტვინის აქტივობასა და მეხსიერებას.
იგი ჩინებული საშუალებაა ყაბზობის წინააღმდეგ.

გააჩნია შარდმდენი, შეშუპების საწინააღმდეგო თვისებები, ორგანიზმიდან გამოდევნის მძიმე მეტალების მარილებს. მის შემადგენლობაში შემავალი მინერალური მარილები ხელს უშლის ძვლოვანი ქსოვილის დაშლას.გარგარის ჩირს ჰიპერტონიით და სისხლნაკლებობით დაავადებულებს დანიშნულებად უწერენ.
ზოგადად, გარგარის სიმწიფის პერიოდში მისი მიღება მაღალწნევიანი ადამიანებისთვის რაც შეიძლება დიდი რაოდენობითაა რეკომენდებული.
გარგარის ჩირი, როგორც ორგანიზმის გამაძლიერებელი საშუალება, სასარგებლოა ორსულებისთვის, ბავშვებისთვის, ხნიერი ადამიანებისთვის.
სასურველია მისი გამოყენება დღეში 100-150 გრამის ოდენობითა.

 

ფეხმძიმეებისთვის და ბავშვებისთვის განსაკუთრებით საჭიროა, რადგან ჰემოგლობინის დონეს მაღლა წევს.

კაროტინი- ეს ნივთიერება განსაკუთრებით კარგად სახის კანზე მოქმედებს და მხედველობას აუმჯობესებს. გარგარის ჩირის სისტემატურად მიღების შემთხვევაში, უმჯობესდება მხედველობა, კანი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ახალგაზრდობას, ხოლო თმა – სიძლიერეს და ბზინვარებას.

ფოსფორი და მაგნიუმი- ტვინს აქტიური ქმედებისთვის სწორედ ეს ნივთიერებები სჭირდება. მაგნიუმი ნერვულ სისტემას ამშვიდებს და უძილობის წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის განსაკუთრებით სასარგებლო გარგარის ნახარშია. სამკურნალოდ კურკის გულსაც იყენებენ. 20 გრ. (მეტი არაა რეკომენდებული) გარგრის კურკის გული გაახმეთ და დაფქვით. დღეში 3-4-ჯერ 1 ჩ/კ რძესთან ან ჩაისთან ერთად მიიღეთ. ხველების და ბრონქტის დროს ეს საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა.

მაღალი არტერიული წნევის დარეგულირება შეუძლია როგორც გარგარს, ისე მის ჩირს. გარგარის ხის ფოთლების ნახარშს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებები და შხამები გამოაქვს. ის სასარგებლოა ფაღარათის დროს და შეუძლია ნაწლავებიდან ჭიების გამოდევნაც.

ნაყოფის, ჩირისა და ფოთლების გარდა, სასარგებლოა გარგარის ხის ქერქიც. მისი ნახარში ამშვიდებს ნერვულ სისტემას, გულის კუნთებს და აყუჩებს თავის ტკივილს. გარდა ამისა, აუმჯობესებს სისხლძარღვების ელესტიკურობის ხარისხს.

გარგარს ორგანიზმიდან გამოჰყავს ზედმეტი სითხე, რითაც შეშუპებას ახშობს, ხსნის მუცლის შებერილობას, სპაზმებს და აქრობს გულძმარვას.

frenis kompensacia
frenis kompensacia