ფერიმჭამელებისა და პიგმენტური ლაქებისგან გათავისუფლების 5 სუპერეფექტური მეთოდი

14632
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ყველაზე ლამაზ სახესაც კი აუშნოებს ფერიმჭამელები. ამიტომაც ხშირად ეს პრობლემა დაბალი თვითშეფასების მიზეზი ხდება. მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება მარტივად, სახლის პირობებშიც შეგიძლიათ.
გთავაზობთ 5 სუპერმეთოდს, რომელიც სიღრმისეულად გაწმენდს კანს და სამუდამოდ მოგაშორებთ ფერიმჭამელებს და პიგმენტურ ლაქებს სახიდან:

1. ლიმონის წვენი
გამოწურეთ ერთი ლიმონისგან წვენი და დაასველეთ მასში ბამბის ტამპონები. შემდეგ დაიდეთ ისინი პრობლემურ ადგილებზე და არ მოიშოროთ მანამ, სანამ წვენს მთლიანად არ შეიწოვს კანი. დაიბანეთ თბილი წყლით. ამ პროცედურის გამეორება შეგიძლიათ ზედიზედ 14 დღე. შედეგს უკვე 2 კვირაში ნახავთ. თუკი მგრძნობიარე კანი გაქვთ, ლიმონის წვენში ცოტაოდენი თაფლი ან ვარდისწყალი გაურიეთ.

2. დო
დო – კარაქის შედედების შემდეგ დარჩენილი სითხეა. მასში შემავალი რძემჟავა კანის პიგმენტაციაზე შესანიშნავად მოქმედებს და უკვალოდაც კი აქრობს მათ.

შეურიეთ ორი ჩაის კოვზი ახალგამოწურული ტომატის წვენი 4 ჩაის კოვზ დოში, მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით. გაიმეორეთ პროცედურა 5 დღის განმავლობაში, იქამდე, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.

თუ დოს ვერ იშოვით, გამოიყენეთ რძისა და თაფლის ნაზავი. ამ შემთხვევაში ნიღაბი ყოველდღიურად კეთდება და 10 წუთი ჩერდება სახეზე.

3. შვრიის ფანტელი
შვრიის ფანტელი – ბუნებრივი სკრაბია, რომელიც შესანიშნავი გამწმენდი ეფექტით გამოირჩევა.
მოამზადეთ 4 სუფრის კოვზი ლიმონის წვენისა და ნახევარი თეფში შვრიის ფანტელისგან პასტა. მომზადებული სკრაბით ნაზად დაიმუშავეთ ფერიმჭამელებიანი ადგილები და შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. შვრიის ფანტელის სკრაბი კვირაში ორჯერ გამოიყენეთ.

4. ნუში
სახის გასაწმენდად უნდა მოამზადოთ ნუშის რძე.
პირველ რიგში, დაალბეთ ნუში წყალში მთელი ღამით. მეორე დღეს მოაცალეთ მას თხელი კანი და დააქუცმაცეთ ბლენდერში ცოტაოდენი წყლის დამატებით. მიღებულ მასას დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი სანდალის ხის ფხვნილი. დაიდეთ მიღებული მასა სახეზე, გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ.

5. კარტოფილი
კარტოფილი მდიდარია მკვებავი ნივთიერებებით, ვიტამინებით და

რაც მთავარია, ანტიოქსიდანტებით!
დაჭერით კარტოფილი მრგვალ ნაჭრებად და დაილაგეთ სახეზე. 30 წუთი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ანტიოქსიდანტები სრულიად შეიწოვოს თქვენი კანის უჯრედებმა.

კიდევ ერთი მეთოდი კარტოფილით სახის გაწმენდის: გახეხილ კარტოფილს შეურიეთ თაფლი და წაისვით კანის პრობლემურ ადგილებზე. ეს ნიღაბი კვირაში ორჯერ გაიკეთეთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia