იგი ექიმთან მივიდა ზურგის ტკივილით, მაგრამ როცა ეს აღმოაჩინა შოკირებული იყო..
რადიკულიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ზურგის ტვინის ქერქის დაზიანება.
ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:
· წელის რადიკულიტი;
· გულმკერდის რადიკულიტი;
· მხარ-კისრის რადიკულიტი.
მიზეზები
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ხშირი გადაციება;
· ოსტეოქონდროზი;
· სტრესული სიტუაციები;
· ინფექციური დაავადებები;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
· ზურგის კუნთბის სპაზმი;
· ზედმეტი დატვირთვა ზურგზე;
· მკვეთრი მოძრაობა.
სიმპტომები
· კისრის რადიკულიტი – კისრის არეში ტკივილი. სმენის, მხედველობის დაქვეითება, თავბრუს ხვევა, არამყარი სიარული;
· გულმკერდის რადიკულიტი – ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც მწვავდება სუნთქვის დროს;
· მხარ-კისრის რადიკულიტი – მხარისა და კისრის არეში მწვავე ტკივილი, რომელიც ძლიერდება სხეულის ამ ნაწილების მოძრაობისას.
საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
· ხერხემლის მალთაშორისი თიაქარი;
· მალების პროტრუზია;
· იშემიური დაავადება;
· ზურგის ტვინის კომპრესია;
· ზურგის ტვინის ინფარქტი;
· პარალიჩი.
რისკის ჯგუფი
· სპორტსმენები;
· ნაკლებად მოძრავი ადამიანები;
· რთული ფიზიკური შრომის მქონე პირები;
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სწორი პოზის დაჭერა;
· ზურგის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები;
· ერთი და იგივე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება;
· გადაციებისგან თავის დაცვა;
· ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა;
· ხერხემლის დატვირთვის გაკონტროლება;
· იმუნური სისტემის გაძლიერება.
პირველი რეცეპტი:
აიღეთ:
- 1 ს.კ. ასფურცელას ყვავილი
- 1 ს.კ. წნორის ქერქი
- 1 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი
ნარევს დაასხით მდუღარე, შეფუთეთ, დააცეთ და დადგით დასაყენებლად თბილ ადგილას ერთი საათით. შემდეგ გაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1 ს.კ. 5–ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ–ით ადრე, 7 დღის
განმავლობაში.
მეორე რეცეპტი:
- 1/2 ჩ.ჭ. ბოლოკის წვენი
- 1/2 ჩ.ჭ. პირშუშხას წვენი
- 1/2 ჩ.ჭ. არაყი (ან სპირტი)
- 1 ჩ.ჭ. ნატურალური თაფლი
- ერთი ლიმონის წვენი
ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ, დაამტეთ 1 ჩ.კ. იოდიანი მარილი და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ ერთი თვის განმავლობაში 50 გრ. საკვების უკანასკნელი მიღებიდან 3 საათის შემდეგ.
რადიკულიტის დროს ტკივილს ეფექტურად აყუჩებს მცენარეული მალამოები. მათ მოსამზადებლად თანაბარი რაოდენობით იღებენ ჩამოთვლილ კომპონენტებს:
- ქინძის თესლს, არყის ხის კვირტებს, პიტნას, ბაბუაწვერას ფესვს;
- არყის ხის კვირტებს, მატიტელას, კრაზანას, ვერხვის კვირტებს;
ამ სამკურნალო მცენარეების შეძენა ფიტოაფთიაქებში შეიძლება.
მალამო ასე მზადდება: აიღეთ რომელიმე ნაკრები, დაფშვენით, 3 სუფრის კოვზს დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი, 5 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე და თან განუწყვეტლივ ურიეთ. შემდეგ კარგად შეათქვიფეთ 75-75 გრამ ღორის (მუცლის) გამდნარ ქონს (შეგიძლიათ, მის ნაცვლად გამოიყენოთ ნაღების მარგარინი) და მცენარეულ ზეთს, გააცივეთ და სიცივეში შეინახეთ. წაისვით მტკივან ადგილას და 3-5 წუთის განმავლობაში იზილეთ, შემდეგ თბილად შეიფუთნეთ.