თავის ტკივილი გტანჯავთ და არ იცით როგორ შეაჩეროთ?  სცადეთ ეს უმარტივესი და ეფექტური მეთოდი.

1266

თავის ტკივილი გტანჯავთ და არ იცით როგორ შეაჩეროთ?  სცადეთ ეს უმარტივესი და ეფექტური მეთოდი.

რა არის თავის ტკივილი?

თავის ტკივილი არის დისკომფორტის შეგრძნება თავის არეში შუბლიდან კეფამდე, რომელიც არ არის განპირობებული თავის დაზიანებით.

თავის ტკივილის მიზეზები
  • ვირუსული დაავადება – თავის ტკივილი დაკავშირებულია ცხელებასთან და როგორც წესი გრძელდება რამდენიმე დღე.
  • შიმშილით გამოწვეული თავის ტკივილი – ადამიანების 30% აღენიშნება თავის ტკივილი შიმშილის დროს. ის გაივლის საკვების მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში.
  • არასაშიში თავის ტკივილი როგორიცაა: ფიზიკური დატვირთვა, ჩასაბერ ინსტრუმენტზე დაკვრა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, ხველა, ცივი საკვების ან სასმელის მიღება.
  • თავის ტრავმა.
  • შუბლის წიაღის ინფექცია – ტკივილი აღინიშნება შუბლის არეში წარბების ზემოთ. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია ცხვირის გაჭედვა ან ცხვირიდან გამონადენი. იშვიათია 10 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან შუბლის წიაღი ჯერ არ არის განვითარებული. სხვა წიაღების ინფექცია იწვევს სახის არეში ტკივილს და არა თავის ტკივილს.
  • მენინგიტი – თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია კისრის დაჭიმულობა, ცხელება და ცნობიერების გაუარესება.
ხანგამოშვებითი თავის ტკივილის მიზეზები
  • დაძაბვის თავის ტკივილი – იძლევა თავის გარშემო მოჭერის შეგრძნებას, რასაც ხშირად თან სდევს კისრის კუნთების დაჭიმვა და ტკივილი. შეიძლება გამოწვეული იყოს ხანგრძლივად ფეხზე დგომით, კომპიუტერთან დიდ ხანს ჯდომით და კითხვით, სტრესით ან ნერვიულობით.
  • შაკიკი – ძალიან ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც ბავშვს არ აძლევს საშუალებას განახორციელოს ყოველდღიური აქტივობები. ხშირად ვითარდება ცალ მხარეს და იწყება მოულოდნელად. შაკიკით დაავადებული ადამიანების 80%-ს აღენიშნება გულისრევა და ღებინება. სინათლე და ხმაური აძლიერებს ტკივილს. ბავშვების უმეტესობას ურჩევნია იწვეს ბნელ და მშვიდ ოთახში. შაკიკი უხშირესად გენეტიკურად პირობადებულია.
ტკივილის სიმძიმე
  • მსუბუქი: ბავშვი გრძნობს და უჩივის თავის ტკივილს, მაგრამ ხელს არ უშლის ნორმალური აქტივობების განხორციელებაში. ძილი, თამაში და სკოლაში სიარული არ არის შეცვლილი.
  • ზომიერი: ტკივილი ხელს უშლის ბავშვს ზოგიერთი ჩვეული აქტივობების შესრულებაში. ბავშვმა შეიძლება გაიღვიძოს ტკივილის გამო.
  • ძლიერი: ძლიერი, გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც არ იძლევა ნორმალური აქტივობების განხორციელების საშუალებას.

თუ თავი გტკივათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავის ქალაში, ნერვებში, სისხლძარღვებში, კისრის კუნთებში, თვალებსა და/ან კანქვეშა ქსოვილებში დისკომფორტი წარმოიქმნა. სისხლძარღვების გაფართოება ან შევიწროება, შიდა ქალის წნევის ცვლილება – ეს აუტანელი თავის ტკივილის მიზეზებია.

პირსახოცით მასაჟი – მოქმედი მეთოდია, რომ თავის და კისრის არეში სისხლის მიმოქცევაზე გავლენა იქონიოთ, ასე მტკივნეულ სიმპტომებს მოიშორებთ. ამასთან თავის დამასაჟება სასიამოვნოა.

სამკურნალო მასაჟი პირსახოცის დახმარებით

  1. შესაფერისი პირსახოცი აიღეთ – არც ძალიან სქელი. სჯობს ვაფლის პირსახოცი გამოიყენოთ. საკმაოდ მკვრივად დაახვიეთ, სპირალური მოძრაობა გამოიყენეთ.პირსახოცი კეფაზე მჭიდრო დაიდეთ. პირსახოცი სხვადასხვა მხარეს გაშლილი ორივე ხელით დაიჭირეთ.
  2. პირსახოცი კისერზე, თავზე და მხრებზე ამოძრავეთ. ეს რიტმულად გააკეთეთ, პირსახოცი ოდნავ დაახვიეთ, რომ მასაჟი ინტენსიური იყოს.
  3. ეს პროცედურა 3-5 წუთით ჩაიტარეთ. ასეთი სტიმულაცია საკმარისია, რომ ტკივილი შეამციროთ. თუ ტკივილი არ გაქრა, 10 წუთით შეისვენეთ და მასაჟი კვლავ გაიმეორეთ.
  4. ქიროპრაქტიკოსები თვლიან, რომ თავისი ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი სპაზმია. პირსახოცით მასაჟი კისრის და თავის ზონას ადუნებს, სპაზმის მოხსნას ხელს უწყობს და დაჭიმულ ხერხემალზე დადებით გავლენას ახდენს.ძლიერი ტკივილის დროს თავის მასაჟს თერაპია დაუმატეთ – 1 ფინჯანი პიტნის ჩაი დალიეთ. ეს სასმელი სისხლძარღვების გაფართოებას ხელს უწყობს.
Facebook კომენტარები