სასწრაფოდ!! ვისაც ფეხების შეშუპება აწუხებს ვურჩევთ გაეცნონ ამ ფასდაუდებელ რეცეპტებს, რომელთა დახმარებითაც პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება..

15525

სასწრაფოდ!! ვისაც ფეხების შეშუპება აწუხებს ვურჩევთ გაეცნონ ამ ფასდაუდებელ რეცეპტებს, რომელთა დახმარებითაც პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება..

ქვედა კიდურების (ფეხების) შეშუპება შეიძლება მოხდეს მის ნებისმიერ მონაკვეთში: ტერფში, კოჭში, მუხლში, ბარძაყში. ფეხების შეშუპება გამოწვეულია ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვებით ან ადგილობრივად, ფეხის დაზიანებული ქსოვილების ან სახსრების ანთებით.

ფეხის შეშუპების მრავალი მიზეზი, როგორიცაა – ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა, ან ტრავმული დაზიანება ადვილი ამოსაცნობია და ნაკლებად საშიშია. ზოგჯერ კი ფეხების შეშუპება სერიოზული დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს.

მაგალითად გულის დავადების ან სისხლძარღვში თრომბის წარმოქმნის. როდესაც ფეხის შეშუპება ხდება უცნობი მიზეზის გამო, ან ახასიათებს აშკარად მისთვის უჩვეულო სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება ან ტკივილი გულის მიდამოში, სასწრაფოდ საჭიროა შეშუპების მიზეზის დადაგენა.

ფეხების შეშუპებას რომელიც გამოწვეულია ორგნიზმში ზედმეტი სითხის დაგროვებით ეწოდება პერიფერიული შეშუპება.  სითხის შესაბამისი  ბალანსი დაცულია ორგანიზმის რამდენიმე სისტემით, რომელიც მოიცავს სისხლის მიმოქცევის, ლიმფურ სისტემას და შარდის გამომყოფ სისტემებს.

პრობლემის გაჩენა რომელიმე სისტემაში იწვევს ჭარბი სითხის დაგროვებას ორგანიზმში. მიზიდულობის ძალის გამო სითხე ძირითადად გროვდება ქვედა კიდურებში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ადამიანი დიდხანს დგას  ან ზის.

ჭარბი წონა ნამდვილად არ მაწუხებს, არც გულ-სისხლძარღვთა სისტემის რომელიმე
დაავადება მჭირს, მაგრამ აი, უკვე რამდენიმე წელია, ფეხების შეშუპება სერიოზულ პრობლემად მექცა.

ზაფხულის მოსვლას ყოველთვის უსიამოვნოდ ვხვდები, რადგან ვიცი, ცხელი ამინდების დადგომისთანავე ფეხები ისე უნდა შემიშუპდეს, ღია ქოშების გარდა
ვერც ერთ ფეხსაცმელში ვეღარ ჩამეტიოს.

დიდი ტანჯვა-წამების შემდეგ რომელიღაც წიგნში ამოვიკითხე, რომ ხალხურ მედიცინას ცხელი ამინდების თანამდევი ფეხების შეშუპების სამკურნალო რამდენიმე მეტად ეფექტიანი რეცეპტი აქვს, რამდენიმე მათგანი თავად გამოვცადე და გაზაფხულის რამდენიმეწლიანი შიშის შემდეგ შვებით ამოვისუნთქე.

ხალხური მედიცინა ქვედა კიდურების შეშუპების დროს სელის თესლის ნახარშის დალევას გვირჩევს, რომელიც ასე უნდა მომზადდეს: 4 სადილის კოვზ სელის თესლს უნდა დაასხათ 1 ლიტრი წყალი და ადუღოთ 10-15 წუთი. თავდახურული ჭურჭელი გადმოდგით ცეცხლიდან და 1 საათი დადგით თბილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ. გემოს გამოსაკეთებლად შეგიძლიათ ნახარშს ლიმონის წვენი დაამატოთ. უნდა მიიღოთ ცხელი, ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

frenis kompensacia
frenis kompensacia