ნახეთ რა მარტივია ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა ქირურგიული ჩარევების გარეშე

1354

ნახეთ რა მარტივია ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა ქირურგიული ჩარევების გარეშე

ჩაზრდილი ფრჩხილი ვითარდება, როდესაც ფეხის  ფრჩხილის გვერდითა ნაწილები ჩაიზრდება ირგვლივ მდებარე კანში. ფრჩხილი იხვევა და იჭრება კანში, რომელიც წითლდება, შუპდება და ხდება მგრძნობიარე. თითი ასევე მტკივნეულია, მასზე დაწოლისას.

ეს მდგომარეობა ყველაზე ვლინდება ფეხის ცერა თითზე, ერთ ან ორივე მხარეს. ფრჩხილი იხვევა და იჭრება კანში, რომელიც წითლდება, შუპდება და ხდება მგრძნობიარე. თითი ასევე მტკივნეულია, მასზე დაწოლისას.

სხვა შესაძლო სიმპტომები მოიცავს:

  • თითის ბოლოში კანის ანთებას
  • თითის გარშემო სითხის დაგროვებას (ოედემა)
  • დაზიანებული თითის გარშემო კანის ზედმეტად გაზრდას (ჰიპერტროფია)
  • სისხლდენას
  • დაზიანებული ადგილიდან თეთრი ან ყვითელი ჩირქის გამოდენას

ფრჩხილის ჩაზრდა ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის:

  • არასწორად მოჭრილი ფრჩხილი – ფრჩხილის ძალიან მოკლედ მოჭრა, ან გვერდების მოჭრა კანს მისცემს საშუალებას, რომ გადმოეფაროს ფრჩხილს და შემდეგ ფრჩხილი გაიზრდება კანში
  • მჭიდროდ მოჭერილი ფეხსაცმელები,წინდები ან კოლგოტები – ეს იწვევს ზეწოლას ფრჩხილის გარშემო არსებულ კანზე, რის შედეგადაც შეიძლება ფრჩხილმა გაჭრას კანი და შეიჭრას მასში
  • ფეხის ოფლიანობა – თუ ფეხის თითის გარშემო არსებული კანი რბილია, ფრჩხილს უადვილდება მასში შეჭრა და შეზრდა
  • დაზიანება – მაგალითადთითის მიჭყლეტამ ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილის ჩაზრდის განვითარება
  • ფრჩხილის ბუნებრივი ფორმა – გვერდებში მოღუნული ან მოგრეხილი ფრჩხილები უფრო მიდრეკილია ჩაზრდისკენ, რადგან მეტია ალბათობა, რომ მიაწვეს ფრჩხილის შემომსაზღვრელ კანს.

ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა

1. ანტისეპტიკური კრემი:

ეს მალამო შეიცავს ნატურალურ ინგრედიენტებს:

ეთერზეთების ნაზავი მნიშვნელოვნად ამცირებს ანთებას, ტკივილს და ხელს უშლის ინფექციებს.

ევკალიპტის ზეთი 5 წვეთი; ლავანდის ზეთი 5 წვეთი; ჩაის ხის ზეთი 5 წვეთი; პიტნის ზეთი 2 წვეთი; ორეგანოს ზეთი 1 წვეთი; ქოქოსის ზეთი 60 მლ; ალოე ვერას გელი 60 მლ.

აურიეთ 60 მლ ქოქოსის ზეთი და 60 მლ ალოეს გელი თასში. თუ ქოქოსის ზეთი მყარია, განათავსეთ იგი მიკროტალღურ ღუმელში რამდენიმე წამით, რომ დარბილდეს. ბოლოს, დაამატეთ ეთერზეთები და კარგად აურიეთ. შეინახეთ იგი მინის ჭურჭელში და დადეთ გრილ და მშრალ ადგილას.

ყოველ საღამოს შეიზილეთ ჩაზრდილი ფეხის ფრჩხილი ამ ნარევით. ნაზად გაათავისუფლეთ დაზიანებული კანი მასაჟის დროს. დარწმუნდით, რომ კრემი ურთიერთქმედებს დაზიანებულ კანთან, რომ დაეხმაროს მის მოშუშებას.

Facebook კომენტარები