უმადობას უჩივით? მაშინ  სასწრაფოდ მოიმარჯვეთ კამა და თეთრი ღვინო! 

115

უმადობას უჩივით? მაშინ  სასწრაფოდ მოიმარჯვეთ კამა და თეთრი ღვინო! 

რა იწვევს უმადობას?

მადაზე არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას. მაგალითად, ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა.

ცენტრალური ნერვული სისტემა შიმშილისა და დანაყრების შეგრძნებათა მთავარი მარეგულირებელია, მონაწილეობს გასტრონომიული გემოვნების ჩამოყალიბებაში, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, მონელებისთვის საჭირო ნივთიერებების გამოყოფას. როცა მისი ფუნქცია დარღვეულია, ბავშვი მადას კარგავს.

უმადობა ხშირად ახლავს თან ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციებს. როცა ავადმყოფი ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე, ეს ბუნებრივია, რადგან ორგანიზმი ენერგიას რაციონალურად ანაწილებს: უფრო მეტს ხარჯავს ავადმყოფობის გამომწვევთან ბრძოლაზე, საკვების მონელებაზე კი ზოგავს.

ამას რომ თავი დავანებოთ, როდესაც ყელი, თავი, მუცელი გტკივა, მაღალი სიცხე გაქვს, ჭამა ძნელია. ამიტომ ავადმყოფობის დროს ბავშვს უნდა შევთავაზოთ ადვილად მოსანელებელი, ბევრი სითხის შემცველი და ვიტამინებით მდიდარი საკვები.

უმადობის გამოწვევა ფიზიოლოგიურ მიზეზებსაც შეუძლია. მაგალითად, მაშინ, როდესაც:

  • ბავშვი ცოტას მოძრაობს
  • თბილად აცვია ან თბილ შენობაში

უმადობას განაპირობებს ბევრი სითხის სმაც – ბავშვს პატარა კუჭი აქვს, ამიტომ თუ ბევრი წყალი დალია, საჭმლისთვის ადგილი აღარ რჩება. ზოგჯერ ბავშვს უბრალოდ არ მოსწონს საჭმლის იერსახე (ცნობილია, რომ რაც უფრო ლამაზად გამოიყურება კერძი, მით უფრო მიმზიდველია) ან გემო – მისთვის ზედმეტად მარილიანი, ცხარე ან ცხიმიანია, ან უბრალოდ ზედმეტად ცხელი ან ცივი.

ბავშვებს ერთფეროვანი კვებაც მალე ბეზრდებათ, ზოგიერთ მათგანს კი აქვს ნეოფობია – ახალი, უცნობი საკვების გასინჯვის შიში. მის დაძლევაში მშობლები უნდა დაეხმარონ. იგივე მიზეზებით შეიძლება ზრდასრულება დაკარგონ მადა. ამის მაგილითი თვითონ მთ გახლავართ.

დიდხანს ვიავადმყოფე. რაც შემეძლო, ვითრიე ფეხი, მაგრამ ოპერაციას მაინც ვერ გადავურჩი. ხანგრძლივმა მკურნალობამ და ზღვა წამლების სმამ დამასუსტა და მადა დამაკარგვინა. ამის სამკურნალო წამლების სმაც რომ დამეწყო, წარმოიდგინეთ, რა დღე დაადგებოდა ან ჩემს ღვიძლს და ან ჯიბეს. საშველი ისევ ხალხურ მედიცინაში ვიპოვე.

ვიღებთ 200 გრამ კამას, ვჭრით წვრილად, ვასხამთ 1 ლიტრ მშრალ თეთრ ღვინოს,
თვით ვდგამთ ბნელ, გრილ ადგილას, პერიოდულად ვაჯანჯღარებთ. შემდეგ კარგად გადავწურავთ და ვიღებთ 25-30 გრამს დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.

Facebook კომენტარები