ცოტა ხნის წინ სახეზე წავისვი კურკუმას ნიღაბი და პირველივე ცდაზე გასაოცარი შედეგი მივიღე! - მინდა თქვენც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება!
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ხელნაკეთ ნიღაბს, რომელიც დაგეხმარებათ მრავალი პრობლემის გადაჭრაში, მათ შორის: ეგზემა, აკნე, ანთება, სიწითლე, მუქი ლაქები, არასასურველი თმა და ნაოჭები. ეს ნიღაბი ანათებს კანს და ავიწროვებს ფორებს. ნიღაბი მზადდება ინგრედიენტებით, რომლებსაც ყველგან ნახავთ, მთავარი კი კურკუმაა..
კურკუმა არის სანელებელი, რომელსაც აქვს ნარინჯისფერ-ყვითელი ფერი და ძლიერი არომატი. ის ძირითადად ფხვნილის სახითაა. კულტივირებულია ინდოეთში, სადაც მისი ფესვები იკრიფება, შემდეგ აშრობენ ცხელ ღუმელში. სრული გაშრობის შემდეგ ხდება დაფქვა.. ეს ფხვნილი განსაკუთრებით ძლიერია.
- აძლიერებს იმუნიტეტს.
- წარმოადგენს მატონიზირებელ საშუალებას.
- ორგანიზმს ეხმარება ნივთიერებათა ცვლის პროცესის რეგულაციაში.
- ორგანიზმს ეხმარება სიმსივნესთან ბრძოლაში რადგან ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.
- კარგად ასუფთავებს სისხლს.
- ხელს უშლის ტრომბების წარმოქმნას.
- ბავშვებში ხელს უშლის ლეიკემიით დაავადებას.
- ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას.
- სისხლში ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას.
- ასტიმულირებს ელითროციტების წარმოქმნას სისხლში.
- კურკუმა მდიდარია რკინით ამიტომ ის შეუცვლელია ანემიის დროს.
- კურკუმა ანორმალიზებს სისხლის შემადგენლობას და მის ცირკულაციას.
ნიღბისთვის საჭირო ინგრთდიენტები:
- პატარა თასი
- ჩაის კოვზი
- სუფრის კოვზი
- ფქვილი
- კურკუმა
- ნუშის ზეთი
- რძე
თასში მოათავსეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი და 1 ჩაის კოვზი კურკუმა. შემდეგ დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი და იმდენი რძე, რამდენიც დაგჭირდებათ, რომ მიიღოთ კრემისებური კონსისტენცია, რომელიც არ იქნება არც ძალიან თხელი და ქრც ზედმეტად სქელი. როგორც კი ეს ოთხი კავშირი გაერთიანდება, თქვენი ნიღაბი მზად არის.
Ფრთხილად იყავით თვალისა და წარბის არესთან, რადგან ეს ნიღაბი აშორებს სახეზე თმას. წაისვით თვალის ზონის ქვეშ, მაგრამ უნდა მოერიდოთ წამწამებს და წარბებს! გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შეიმშრალეთ სახე ბამბის პირსახოცით.
ნიღბის ჩამობანის შემდეგ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ კანი ოდნავ გაყვითლდა. ხელახლა დაიბანეთ სახე, მაგრამ ამჯერად გამოიყენეთ რბილი გამწმენდი, რათა მოიშოროთ დარჩენილი ნარჩენები და შემდეგ წაისვით მსუბუქი ლოსიონი. გამოიყენეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ მაინც. ძალიან სწრაფად შეამჩნევთ დადებით შედეგებს.