თვით ექიმებიც ბევრი პრობლემის დროს ურჩევენ პაციენტებს სარეცხი საპნის გამოყენებას, რომელსაც უნიკალური ანტისეპტიკური და სხვა თვისებები აქვს.

4270

თვით ექიმებიც ბევრი პრობლემის დროს ურჩევენ პაციენტებს სარეცხი საპნის გამოყენებას, რომელსაც უნიკალური ანტისეპტიკური და სხვა თვისებები აქვს.

ვერაფერი შეედრება ჩვეულებრივ სარეცხ საპონს, რომელსაც ჩვენი დედები და ბებიები იყენებდნენ. გარდა იმისა, რომ ის მართლაც კარგად ასრულებს თავის პირდაპირ დანიშნულებას, მრავალი სხვა ფუნქციაც აკისრია. თვით ექიმებიც ბევრი პრობლემის დროს ურჩევენ პაციენტებს სარეცხი საპნის გამოყენებას, რომელსაც უნიკალური ანტისეპტიკური და სხვა თვისებები აქვს.

სურდოს დროს საკმაოდ ეფექტური საშუალებაა, სველი ბამბა გადაუსვათ სარეცხ საპონს და შემდეგ ცხვირში შეიზილოთ. მცირე დამწვრობებს, კანის ანთებას, მუწუკებს თუ სახის კანის სხვა პრობლემებს. ასევე სარეცხი საპნით შველიან. მისი გამოყენების წესები დიასახლისებს არ ეშლებათ. თუმცა, ამ საპონს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს. მცირე ტრავმების თუ ინფექციების დროსაც გვირჩევენ, სწორედ სარეცხი საპნით მოვიბანოთ დაზიანებული უბანი.

სარეცხი საპონი დიდი პოპულარობით სარგებლობს თავისი ეფექტურობის გამო. გათვალისწინეთ რჩვები, რომლებსაც წინა თაობები იყენებდნენ საკმაოდ წარმატებულად.

1. თმისთვის. უკეთესი საშუალება არ არსებობს ქერტლის მოსაშორებლად. ჯერ კარგად წაისვით საპონი და შემდეგ ჩამოიბანეთ თმა წყლით და რამდენიმე წვეთი ძმრით.

2. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, დეპილაციის შემდეგ წაისვით საპონი და ჩამოიბანეთ.

3. კანის გაახალგაზრდავებისთვის დაიბანეთ სახე სარეცხი საპნით კვირაში 2-ჯერ. შემდგ წაისვით მკვებავი. სარეცხის საპონში დასველებული არყის ხის ფოთლები , შესანიშნავად ასუფთავებს კანს.

5. თუკი სარეცხ საპონს გამოიყენებთ სურდოს დაწყბისთანავე, მაშინვე შეგიწყდებათ. გააკეთეთ საპნის ხსნარი, ჩადეთ მასში ბამბა და დაიმუშავეთ ნესტოები.

6. სარეცხი საპონი შესანიშნავია ფეხების სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ამ საპნით დაიმუშავეთ სოკოს მიდამო, ჩამოიბანეთ და შემდეგ დაიმუშავეთ იოდით.

7. დაამუშავეთ კბილის ჯაგრისი სარეცხი საპნის ხსნარით და გააჩერეთ ღამით.

8. ამ საპნის ნარევი ხსნის შეშუპებას და სისხლჩაქცევებს. გახსენით საპონი წყალში და შეიზილეთ კანში.

9. აბსცესის მოსაშორებლად შეურიეთ 1:1 გახეხილი ხახვი, სარეცხი საპონი და შაქარი. წაისვით ეს მალამო ძილის წინ აბსცესზე და შეიხვიეთ.

10. სარეცხი საპონი ებრძვის დამსკდარ ქუსლებს. ორ ლიტრ ცხელ წყალში გახსენით 1 ჩ.კ სოდა და 1 ჩ.კ გახეხილი სარეცხი საპონი.

11. ეს საპონი ეფექტურია მზის დამწვრობის დროს. დამწვრობაზე წაისვით სარეცხი საპონი, ადროვეთ, რომ შეგაშრეთ. დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ კანის შესაძლო სიწითლე და დამწვრობის ბუშტუკები.

Facebook კომენტარები