როგორ ავწიოთ ჰემოგლობინი სახლის პირობებში? იაფი და მარტივი გზა!
სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას ანემიას უწოდებენ. ის ვითარდება სისხლის დაავადებისას, რომელსაც ერითროციტების დაშლა სდევს თან, ასევე რკინისა ან
ვიტამინი B12-ის უკმარისობისას.
ორსულობის პერიოდში ჰემოგლობინის ინდექსი ეცემა. ეს, პირველ რიგში, რკინის უკმარისობას უკავშირდება. როგორ უნდა მივხდვდეთ, ჰემოგლობინი დაბალი გვაქვს თუ არა? ამ დროს ადამიანს რამდენიმე სიმპტომი აქვს გამოხატული:
- თავის ტკივილი, თაბრუს ხვევა;
- ფერმკრთალი კანი;
- ზოგადი სისუსტე;
- მადის დაქვეითება;
- ძილიანობა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;
- კუნთების ტკივილი;
- ხშირი ვირუსული დაავადებები;
- მუდმივად ცივი კიდურები.
თუ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, ერთი მაინც თუ გაწუხებთ ეს ნიშნავს
იმას, რომ აუცილებლად უნდა ჩააბაროთ სისხლის საერთო ანალიზი და დაადგინოთ
მასში ჰემოგლობინის ზუსტი დონე. ჰემოგლობინის დონე იცვლება სქესის, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ზოგადი ნორმები კი
ასეთია:
- მამაკაცებისათვის 130-140;
- ქალებისათვის 120-130;
- მეძუძური დედებისა და ორსულებისათვის 120-140.
როგორ უნდა აიმაღლოთ ჰემოგლობინი?
ბოსტნეულის სალათები
დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანებმა მთელი წლის განმავლობაში უნდა მიირთვან ცოცხალი ბოსტნეულის სალათები. განსაკუთრებით სასარგებლოა სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი, ბულგარული წიწაკა, მწვანილებიდან - ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი. ნუ დაგავიწყდებათ გოგრაც. მოხარშულ გოგრას შეგიძლიათ ცოტაოდენი თაფლი მოასხათ და ისე მიირთვათ. გოგრის ფაფას თაფლთან ერთად ხშირად ნიგოზსაც ამატებენ. ეცადეთ, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული შეიძინოთ და გამოყენების წინ მაქსიმალურად მოაცილოთ ის ნაწილები, რომლებშიც ყველაზე ინტენსიურად გროვდება ნიტრატები.
ახალგამოწურული წვენები
ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად რეკომენდებულია ახალგამოწურული წვენებიც - სტაფილოსი, ვაშლისა და ჭარხლისა. შეგიძლიათ, ერთმანეთში აურიოთ და ისე მიირთვათ, ოღონდ ნარევში სტაფილოს წვენის შემცველობა ორჯერ მეტი უნდა იყოს, ვიდრე ჭარხლისა და ვაშლის, ანუ სასურველია დაიცვათ ასეთი თანაფარდობა - 2:1:1.
ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად სასარგებლოა ასეთი ნარევიც - 270 გრამ სტაფილოს წვენს პლუს 30 გრამი კამის წვენი. გახსოვდეთ, ბოსტნეულისა თუ ხილის გამონაწური უმალვე უნდა დალიოთ. ღირებულ კომპონენტთა დაშლის, ჰაერზე დაჟანგვის, რეაქციაში შესვლისა და სხვა ფაქტორების გამო რამდენიმე საათის შემდეგ და, მით უფრო, მეორე დღისთვის ის სასარგებლო თვისებებს დაკარგავს.
სტაფილოს შემცველ წვენებს აუცილებლად დაამატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ან სიმინდის ზეთი. წინააღმდეგ შემთხვევაში მასში შემავალ კაროტინს ორგანიზმი ვერ აითვისებს. ზოგიერთი სტაფილოს წვენის მიღების წინ ცხიმიან არაჟანს მიირთმევს. არც ეს არის ურიგო. მიირთვათ ერთი-ორი კოვზი და სტაფილოს ახალგამოწურული წვენი დააყოლეთ.
სხვა პროდუქტები:
ჰემოგლობინის დონის მოსაწესრიგებლად კარგია მწიფე ქლიავი. მან, ვისაც დაბალი ჰემოგლობინი აქვს, ეს ხილი მთელი სეზონის განმავლობაში უნდა მიირთვას. გარდა ამისა, უნდა გაყინოს და ზამთარშიც გამოიყენოს. ეფექტიანია ნიგვზის, ქიშმიშისა და თაფლის ნარევი. ქიშმიშის ნაცვლად ნიგოზსა და თაფლს ზოგჯერ შტოშს უმატებენ. საკმარისია დღეში 1-2 სადილის კოვზი ნარევის მიღება.
რა უნდა გვახსოვდეს
- რეგულარულად უნდა სვათ წყალი; დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა აკონტროლოთ მისი მიღების ბალანსი (1-1,5 ლიტრი).
- რკინის შემცველი პროდუქტები - თევზი, კვერცხის გული, შავი პური, პარკოსნები, სოია, კამა, სალათის ფურცლები, ოხრახუში, ატამი, ვაშლი და სხვა - არ უნდა მიირთვათ შეუთავსებელ პროდუქტებთან ერთად. მით უფრო, არ უნდა დააყოლოთ ჩაი, ყავა და ტანინის შემცველი სხვა სასმელები, რადგან ტანინი რკინის შეწოვას აფერხებს.
- რკინის შეწოვას ხელს უწყობსC ვიტამინი, ამიტომ ამ ვიტამინით მდიდარი ხილი და ბოსტნეული თქვენი საკვები რაციონის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.
- რკინითა და სპილენძით (ეს უკანასკნელი არანაკლებ მნიშვნელოვანია სისხლის წარმოქმნის პროცესისთვის) მდიდარია მარცვლოვნები და პარკოსნები, თუმცა მათში ბევრია ფიტატებიც - ფოსფორის შემცველი ნაერთები, რომლებიც ტანინის მსგავსად აფერხებს რკინის შეწოვას (სამაგიეროდ, ფიტატების წყალობით გამოდის ორგანიზმიდან წიდა). ფიტატების შემცველობის შესამცირებლად საჭიროა მარცვლეულის გაღივება და დაფქვა, პარკოსნების წინა