ელექსირი, რომელიც არის როგორც გამაახალგაზრდავებელი ისე სამკურნალო : მას შეუძლია სისხლძარღვების, ღვიძლისა და ნაწლავების გაწმენდა!

434

ელექსირი, რომელიც არის როგორც გამაახალგაზრდავებელი ისე სამკურნალო : მას შეუძლია სისხლძარღვების, ღვიძლისა და ნაწლავების გაწმენდა!

ვიკინგების ჩაი

თანაბარ ნაწილად შეურიეთ გამხმარი,  დაქუცმაცებული ასკილი და  ჭინჭარი.
1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 3 საათი. შემდეგ დალიეთ  ყლუპებით.

ეს სასმელი ჩაის ნაცვლად დილით და შუადღეს უნდა დალიოთ. აძლიერებს და აუმჯობესებს განწყობას.

ქაცვის ჩაი

ეს სასმელი გამოირჩევა დაბერების საწინააღმდეგო თვისებებით. აურიეთ ქაცვი და ასკილი თანაბარი რაოდენიბით. დაფქვით და მოადუღეთ ჩაის მსგავსად, ჩაის კოვზი თითო ჭიქა მდუღარე წყალში. სასმელი სასარგებლოა ყველასთვის,  მოზრდილებისთვის,  ბავშვებისთვისაც, ასტიმულირებს მეხსიერებას და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.

ახალგაზრდობის ბერძნული ელექსირი

1 ჭიქა მინერალური წყალი, ნახევარი ლიმონის ახლად გამოწურული წვენი და სუფრის კოვზი თაფლი.

ამბროზია

შეურიეთ ორი სუფრის კოვზი თაფლი და ორი ჩაის კოვზი ბაბუაწვერას მტვერი. გააზავეთ 1  ჭიქა  რძეში და საფუძვლიანად აურიეთ.

კავკასიური სასმელი

25 გრამ კამის ფესვს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, ადუღეთ 2 წუთი და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. დალიეთ 3 ჭიქა დღეში.

ეგვიპტური ჩაი

ძველ ეგვიპტეში სუდანური ვარდისგან დამზადებული ჩაის სასმელი - კარკადე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. კარკადეს ფურცლები აღმოაჩინეს არქეოლოგებმა სხვა  საგნებთან ერთად დიდგვაროვანი ეგვიპტელების სამარხებში. ეს სასმელი დღეს პოპულარულია.

კარკადე შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავს კანს დაბერებისგან, ამიტომ კარკადეს ჩაის რეგულარული მოხმარება საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე.

ახალგაზრდობის ელექსირი

აიღეთ  100 გრ გვირილის ყვავილი, 100 გრ კრაზანას ყვავილი, 100 გრ უკვდავას ყვავილი და 100 გრ არყის ხის კვირტები. კარგად აურიეთ და გადაიტანეთ ქილაში მჭიდროდ დამაგრებული ხრახნიანი თავსახურით.

ყოველდღიურად  ნახევარი ჩის კოვზი ჩაყარეთ   0,5 ლიტრ მდუღარე წყალში.  გააჩერეთ  20 წუთი. დალიეთ თბილი, 1 ჭიქას გაუკეთეთ 1  ჩაის კოვზი თაფლი.   დღეში 2-ჯერ: დილით უზმოზე ჭამამდე 20 წუთით ადრე და საღამოს ძილის წინ ჭამიდან 2 საათის შემდეგ (ამის მერე არ ჭამოთ და არ დალიოთ არაფერი საღამოს). სცადეთ და მადლიერი იქნებით!

frenis kompensacia
frenis kompensacia