წითელი თიხის შესანიშნავი თვისებები და რეცეფტი როგორ მოამზადოთ ნიღაბი სახისთვის და თმისთვის

69

წითელი თიხის შესანიშნავი თვისებები და რეცეფტი როგორ მოამზადოთ ნიღაბი სახისთვის და თმისთვის

წითელი კოსმეტიკური თიხა შედის სამკურნალო თიხების რიგში. თიხის წითელი ფერი განპირობებულია მასში რკისნისა და სპილენძის ოქსიდის შემცველობით. ის იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის, ასევე ის კარგია კანისთვის რომელსაც აღენიშნება დაბერების (ჭკნობა) ნიშნები.

წითელი თიხა იდეალურად მოქმედებს ისეთ კანზე რომელშის სისხლის კაპილარები ახლოს არის განთავსებული ზედაპირთან, მიდრეკილია გაწითლებისა და გაღიზიანებისკენ. კოსმეტიკური თიხა აუმჯობესებს სისხლის და ჟანგბადის მიწოდებას კანის ღრმა ქსოვილებში. ამავდროულად ხსნის ალერგიულ რექციას. წითელ თიხას ხშირად იყენებენ ორგანიზმში რკინის უკმარისობის დროს.

გამოყენების წესი: 

თმის ნიღაბი.

2–3 სუფრის კოვზი თიხა მოათავსეთ ჭურჭელში (ჭურჭელი არ უნდა იყოს ლითონის). დაასხით ცივი ანადუღარი წყალი, ურიეთ მანამ სანამ მასა არ გახდება ფაფასავით. შემდეგ დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ძმარი. გაიჩერეთ თმებზე 20 წუთი და გულდასმით ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

შედეგი 

1) ასუფთავებს თმებს და თავის კანს.

2) თმას უმატებს მოცულობას.

3) ქმნის სისუფთავის და სიმსუბუქის შეგრძნებას.

გამაგრილებელი სახის ნიღაბი.

2–3 სუფრის კოვზი თიხა მოათავსეთ ჭურჭელში (ჭურჭელი არ უნდა იყოს ლითონის). დაასხით ცივი ანადუღარი წყალი, ურიეთ მანამ სანამ მასა არ გახდება ფაფასავით. შემდეგ დაამატეთ სახეხზე გახეხილი ახლი კიტრი, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი რძე. გაიჩერეთ სახეზე 10–15 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

შედეგი 

1) ატენიანებს კანს

2) აღადგენს და ტონუსში მოჰყავს კანი.

კანის დაჭიმი სახის ნიღაბი.

3 ჩაის კოვზი თიხა მოათავსეთ ჭურჭელში (ჭურჭელი არ უნდა იყოს ლითონის). დაამატეთ 3 სუფრის კოვზი რძე და 1 სუფრის კოვზი თაფლი. ურიეთ სანამ არ მიიღებთ სასურველ მასას. მიღებული მასა აარიდეთ თვალებს და ტუჩებს, ნიღაბი გაიჩერეთ სახეზე 10–15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

შედეგი

 1) ამცირებს შეშუპებას.

2) ასწორებს ნაოჭებეს.

3) კანს ხდის გლუვს და მკვრივს.

ტანის შეფუთვა.

თიხა მოათავსეთ ჭურჭელში (ჭურჭელი არ უნდა იყოს ლითონის). დაასხით ცივი ანადუღარი წყალი, ურიეთ მანამ სანამ მასა არ გახდება ფაფასავით. შემდეგ წითელი თიხა წაისვით სხეულის პრობლემურ ადგილებზე და ზემოდან გადაახვიეთ პოლიეთილენის (ცელოფანის) პარკი. ზემოდან ჩაიცვით ცელულიტის საწინააღმდეგო შარვალი ან რომელიმა სხვა თბილი ჩასაცმელი. 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თიხა და კანზე წაისვით დამატენიანებელი კრემი.

შედეგი 

1) აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

2) შესამჩნევად ამცირებს ცელულიტებს.

frenis kompensacia
frenis kompensacia