დამსკდარი ხელები ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, აი როგორ უნდა მოვუაროთ მარტივად. 

2065

დამსკდარი ხელები ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, აი როგორ უნდა მოვუაროთ მარტივად. 

 

ხელები, ისევე როგორც სახე, პრაქტიკულად ყოველთვის ჩანს, თუმცა მოვლით გაცილებით ნაკლებად უვლიან, თანაც კანი აქ უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე სახეზე, უფრო ადრე კარგავს რეგენერაციის უნარს.

მაშასადამე, ხელებს ახალგაზრდობა და სილამაზე რომ შევუნარჩუნოთ, გულმოდგინედ უნდა მოვუაროთ.

ხელები ძალზე სათუთია და სხეულის სხვა ნაწილებზე ხშირად განიცდის ისეთი გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებას, როგორებიც არის ქარი, ყინვა, ჭუჭყი და სხვა. როგორ გავანეიტრალოთ მათი არასასურველი ეფექტი? ხელების მოვლა გულისხმობს:

  • ნიღბების გაკეთებას;
  • დაბანას;
  • პილინგს;
  • ვარჯიშებს მაჯის სახსრისათვის;
  • კვებას;
  • მანიკიურს.

ხელების ბანას ყველა ბავშვობიდან ვართ მიჩვეული. მოგეხსენებათ, ფრჩხილებქვეშ გროვდება ბაქტერიები და ჭუჭყი, ამიტომ თავდაპირველად ისინი უნდა გავისუფთაოთ სპეციალური საფხეკით და მერე დავიბანოთ ხელები საპნით.

როგორც ცნობილია, საპონი აშრობს კანს, ამიტომ უმჯობესია, თხევადი საპნით ვისარგებლოთ. სასარგებლოა ხელებზე მონაცვლეობით ცხელი და ცივი წყლის გადავლება. ცხელი წყლით ხელების ხშირად ბანას არ გირჩევთ - კანს აშრობს.

ნიღაბი ხელებისთვის

ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ. მარილი (უმჯობესია ზღვის)
  • 2 ს.კ. საჭმელი სოდა
  • 3 ს.კ. სახის ქაფი (ან ტანის გელი)

მომზადების წესი:

თუ არჩევანს ზღვის მარილზე შეაჩერებთ, ამ საშუალების მომზადებამდე რეკომენდებულია მისი დაფქვა ყავის საფქვავში. ყველა ინგრედიენტი აურიეთ სანამ არაჟნის კონსისტენციას არ მიიღებთ.

მზა საშუალება კარგად შეიზილეთ ხელებში და იკეთეთ მსუბუქი მასაჟი 10 წუთის განმავლობაში. პროცედურის შემდეგ დაიბანეთ ხელები თბილი წყლით. უკვე პირველივე პროცედურის შემდეგ კანი ძალიან რბილი და ნაზი გახდება!

რატომ უნდა მოვამზადოთ მაინცდამაინც ეს ნიღაბი?

უკვე მესამე ან მეოთხე პროცედურის შემდეგ ხელებიდან არასასურველი თმა მოგშორდებათ.

სულ რაღაც 1 პროცედურაა საჭირო, რათა კანის ტონი ხელებზე გათანაბრდეს და ასაკობრივი ლაქები საგრძნობლად შემცირდეს.

რეგულარული პროცედურების შედეგად პრობლემა სამუდამოდ წარსულში დარჩება.
თქვენი კანი საოცრად გლუვი, ნაზი და ხავერდოვანი გახდება.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთ

frenis kompensacia
frenis kompensacia